თბილისის "დინამომ" ახალი სეზონისთვის მზადება დაიწყო

AutoSharing Option
"დინამო თბილისი" დიღმის ბაზაზე შეიკრიბა და ახალი სეზონისთვის მზადებაც დაიწყო. დინამოელები შეკრების პირველ ეტაპს 27 იანვრამდე დედაქალაქში გაივლიან და ტესტ მატჩსაც გამართავენ. 27 იანვრიდან კი შეკრების მეორე ეტაპი თურქულ ანტალიაშია დაგეგმილი. ანდრეს კარასკოს გუნდი თურქეთში 20 თებერვლამდე გაჩერდება და 5 ამხანაგურ მატჩსაც ჩაატარებს. სპარინგ პარტნიორთა შესახებ უახლოეს პერიოდში გაცნობებთ.

დღევანდელ სავარჯიშო პროცესში კი 27 ფეხბურთელი მონაწილეობდა:

მეკარეები: გიორგი ლორია, მიხეილ მაქაცარია, პაპუნა ბერუაშვილი, მათე საური

მცველები: გიორგი მაისურაძე, სანდრო კალანდაძე, დავით კობოური, კიკე ლოპესი, თემო გოგნაძე, საბა ხვადაგიანი, ლუკა სალუქვაძე,
გიორგი ჩხეტიანი, გიორგი მეფარიშვილი

ნახევარმცველები: ანზორ მექვაბიშვილი, ოთარ აფციაური, ნოდარ ლომინაძე, შოთა კვერენჩხილაძე, ნიკოლოხ უგრეხელიძე, ლევან ოსიყმაშვილი, ნიკა ცხოვრებაშვილი, ალექსანდრე ფეიქრიშვილი, ლუკა ბუბუტეიშვილი, ლაშა ოდიშარია, ნიკა სიხარულაშვილი

თავდამსხმელები: ჯადული იობაშვილი, დავით სხირტლაძე, ვახტანგ სალია

fcdinamo.ge

მკითხველის კომენტარები / 9 /
იმის მაგივრად რომ ყოველ წელს ევროტურნირისთვის გაძლიერდეს დინამო პიროქით სუსტდება არ ვიცი ამას სპეციალურად აკეთებენ თუ ფინანსებშია საქმე მაგრამ ამ ზაფხულის სატრანსფეროზე არავინ თუ მოვიდა მერე საფხულის სატრანსფეროს დაბრალებთ თუ წარუმტებლად ითამაშებს დინამო კონფერენსზე
ბალეშიკ
14:22 13-01-2024
0
ამ საბავშვო ბაღის თამაშზე, ვინ წავა?! მე ვთვლი, რომ ეს ჩვენი უპატივცემულობაა. სხვათაშორის, ასეთ გარემოში ფეხბურთელი ვერ იზრდება. პირიქით, წაგებულის ფსიქიკა უყალიბდება. ვინ მოიფიქრა ეს კრეტინობა? ეს, ხომ რამდენჯერმე უკვე მოხდა და ვერასდროს ვერ გაამართლა. სხაგანაც, სხვა ქვეყანაშიც არ ამართლებს. წარსულს კარგავ, გამოცდილებას კარგავ, ტრადიციებს კარგავ და რაღაც უაზრო ოცნებებს ეპოტინები.
ჰაჰა
17:03 13-01-2024
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული