2024 წლის საკლუბო სეზონი 1-ელ მარტს დაიწყება

AutoSharing Option
2024 წლის საკლუბო ტურნირების დაწყების თარიღები ცნობილია.

ახალი სეზონი 1-ელ მარტს, ეროვნული ლიგის გათამაშებით დაიწყება. 5-წლიანი პაუზის შემდეგ კრისტალბეთ ეროვნულ ლიგას "კოლხეთი ფოთი 1913" დაუბრუნდა, ხოლო რანგით მეორე დივიზიონს, რომელიც 6 მარტს დაიწყება - სართიჭალის "შტურმი", დუშეთის "არაგვი" და "რუსთავი" შეუერთდებიან.

8 მარტს აიღებს სტარტს ქალთა ლიგის გათამაშება, ხოლო ქალთა ლიგა 2 30 მარტს დაიწყება.

2024 წლის საკლუბო ტურნირების დაწყების თარიღები

კრისტალბეთ ეროვნული ლიგა - 1 მარტი
ეროვნული ლიგა 2 - 6 მარტი
კრისტალბეთ ეროვნული ლიგა 3 - 7 მარტი
კრისტალბეთ ეროვნული ლიგა 4 - 30 მარტი
რეგიონული ლიგა - 1 აპრილი
19 წლამდელთა ოქროს ლიგა - 2 მარტი
19 წლამდელთა ვერცხლი - 30 მარტი
17 წლამდელთა ასაკობრივი ლიგა - 30 მარტი
15 წლამდელთა ასაკობრივი ლიგა - 30 მარტი
ქალთა ლიგა - 8 მარტი
ქალთა ლიგა 2 - 30 მარტი

GFF.GE

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული