"ტორპედო" აფრიკელი ლეგიონერით გაძლიერდა, - ამის შესახებ კლუბი თავისი "ფეისბუქის" გვერდით იტყობინება:
"28 წლის გვინეა-ბისაუელი შემტევი ნახევარმცველი ჟორჟინიო "მანჩესტერ სიტის" აღზრდილია და ეროვნული ნაკრების მოქმედი ფეხბურთელია.
ნაკრების მაისურით გამართულ 25 მატჩში მის აქტივში 5 გოლია. მანამდე 5 მატჩი აქვს ჩატარებული პორტუგალიის 19-წლამდელთა ასაკობრივ ნაკრებში.
კარიერის განმავლობაში მას ისეთ გუნდებში უთამაშია, როგორიცაა: "სენტ-ეტიენი", "ცსკა სოფია", "ლუდოგორეცი" და "ვისლა", ხოლო ყაზახურ ორდაბასთან ერთად გასულ სეზონში ჩემპიონი გახდა.
კლუბსა და ფეხბურთელს შორის კონტრაქტი 2+1 სისტემით გაფორმდა".