ჟორჟინიოს შემდეგ ჟუნიორი - "ტორპედო" გაძლიერებას აგრძელებს

AutoSharing Option
გვინეა-ბისაუელი ჟორჟინიოს შემდეგ "ტორპედომ" ბრაზილიელი ლეგიონერი დაიმატა.

"25 წლის ბრაზილიელი შემტევი ნახევარმცველი ელიტონ ჟუნიორი ფინეთის ვიცე-ჩემპიონ "კუპსის" 2023 წლის საუკეთესო ფეხბურთელად დასახელდა.

ასევე ის ნომინირებული იყო ლიგის საუკეთესო ნახევარმცველის წოდებაზე.

ელიტონ ჟუნიორი ამ წლის იანვრამდე შვედურ "ვარბერგს" ეკუთვნოდა, რომელშიც ის "რედ ბულ ბრასილიდან" (ბრაზილია) 2022 წლის იანვარში გადავიდა.

კლუბსა და ფეხბურთელს შორის კონტრაქტი 1+1 სისტემით გაფორმდა", - იტყობინება ქუთაისური კლუბის პრესსამსახური.

მკითხველის კომენტარები / 4 /
ბუღრიძე რატომ გაუშვეს გამიკვირდა, ალბათ მაგასაც გამოუჩნდა ვარიანტი უცხოეთიდან...ისე დაცვის ხაზი არ უვარგა აშკარად 1-2 კარგი მცველი უნდათ და ფორვარდი კიდევ.
Givi
12:39 20-01-2024
0
ეროვნული ჩემპიონატის გუნდების ჯამური ღირებულება 40 მილიონიდან 28 მდე დაეცა ბოლო თვეში... თქვენ სდიეთ კაშიას და პასუხი არავის მოსთხოვოთ, აეგაა ნამდვილი ჟურნალისტიკა, აბა რა.. ;)
ლადო
03:24 20-01-2024
3

სიახლეები პოპულარული