ჟორჟინიოს შემდეგ ჟუნიორი - "ტორპედო" გაძლიერებას აგრძელებს

AutoSharing Option
გვინეა-ბისაუელი ჟორჟინიოს შემდეგ "ტორპედომ" ბრაზილიელი ლეგიონერი დაიმატა.

"25 წლის ბრაზილიელი შემტევი ნახევარმცველი ელიტონ ჟუნიორი ფინეთის ვიცე-ჩემპიონ "კუპსის" 2023 წლის საუკეთესო ფეხბურთელად დასახელდა.

ასევე ის ნომინირებული იყო ლიგის საუკეთესო ნახევარმცველის წოდებაზე.

ელიტონ ჟუნიორი ამ წლის იანვრამდე შვედურ "ვარბერგს" ეკუთვნოდა, რომელშიც ის "რედ ბულ ბრასილიდან" (ბრაზილია) 2022 წლის იანვარში გადავიდა.

კლუბსა და ფეხბურთელს შორის კონტრაქტი 1+1 სისტემით გაფორმდა", - იტყობინება ქუთაისური კლუბის პრესსამსახური.

მკითხველის კომენტარები / 4 /
ბუღრიძე რატომ გაუშვეს გამიკვირდა, ალბათ მაგასაც გამოუჩნდა ვარიანტი უცხოეთიდან...ისე დაცვის ხაზი არ უვარგა აშკარად 1-2 კარგი მცველი უნდათ და ფორვარდი კიდევ.
Givi
20 იანვარი 2024 12:39
0
ეროვნული ჩემპიონატის გუნდების ჯამური ღირებულება 40 მილიონიდან 28 მდე დაეცა ბოლო თვეში... თქვენ სდიეთ კაშიას და პასუხი არავის მოსთხოვოთ, აეგაა ნამდვილი ჟურნალისტიკა, აბა რა.. ;)
ლადო
20 იანვარი 2024 03:24
3
ცენტრ მცველი, საყრდენი, ფორვარდი მონახეთ, გაიმეტეთ თანხა. შანსი იქნება თუ მერე უკვე წილისყრაში გაგიმართლებთ
beqa
19 იანვარი 2024 21:47
1
ყოჩაღ კარგი ტრანსფერია 7.8 ქონდა შეფასებები ფინეთის ვიცე ჩემპიონ გუნდში და ტორპედოსაც მაგრად გააძლიერებს იმედია უკეთეს და უკეთეს ტრანფერებს დადებენ კიდევ.
An-34
19 იანვარი 2024 21:10
0

სიახლეები პოპულარული