თბილისის "დინამომ" ლიეტუველი შემტევი დაიმატა

AutoSharing Option
თბილისის "დინამომ" ლიეტუველი შემტევი დაიმატა, - ამის შესახებ დედაქალაქური კლუბი თავისი საიტით იტყობინება:

"ლიეტუვის ნაკრების 27 წლის ნახევარმცველი დანიელ რომანოვსკი "დინამოში" ითამაშებს. ჩვენს კლუბსა და ვილნიუსელ ფეხბურთელს შორის 2-წლიანი ხელშეკრულება გაფორმდა.

დანიელ რომანოვსკი ვილნიუსის "ჟალგირისის" აღზრდილია და იმავე კლუბში 6 წელი ასპარეზობდა. სხვადასხვა დროს "შტუმბრასის", კაუნასის "ჟალგირისის", დონეცკის "ოლიმპიკის" და "ბანგას" ღირსებას იცავდა. ბოლო ორი სეზონი რომანოვსკიმ "შიაულიაის" ფორმით გაატარა. ლიეტუვის ყველა ასაკობრივი ნაკრების გარდა, დანიელ რომანოვსკის ეროვნულ ნაკრებში 10 მატჩი აქვს გამართული.

დანიელ რომანოვსკი ლიეტუვის ორგზის ჩემპიონი და ორგზის
თასის მფლობელია. მას ასევე ქვეყნის სუპერთასი აქვს მოგებული".

მკითხველის კომენტარები / 8 /
Ლიეტუვას ფეხბურთის სტაჟიანი გულშემატკივარები სად გაიცანი კაცურად გვითხარი.რუკაზე მაინც თუ იცი ლიეტუვა სად არი?
ალექსანდრე-ს
24 იანვარი 2024 21:49
2
მყავს 1 მეგობარი და 2 ნაცნობი ლიეტუველები. რამოდენიმე წელი ერთად ვმუშაობდით. ისინი 60 წლამდე ასაკისანი არიან. თვითონაც თამაშობდნენ ფეხბურთს და ახლა ასაკოვანების გუნდიც ყავთ. ასე, რომ მათგან ძალიან სრულყოფილი ინფორმაცია მაქვს პრიბალტიკის ფეხბურთში არსებულ სიტუაციაზე. ვარსკვლავებს მართალია არ წყვეტდნენ არასოდეს, მაგრამ როგორც მეუბნებიან ბოლო 20 წელიწადია სრული განუკითხაობააა. საქართველოს ჩემპიონატის პირველი ხუთეულის სხვადასხვა თამაშები ვაყურებიე რამოდენიმეჯერ და მითხრეს ასეთი ჩვენთან ოცნებაა, რომ იყოსო. თქვენ ძალიან წინ ხართო და ბავშვთა ფეხბურთით 10 წელზე მეტით გვისწრებთო. მცოდნე და ჩახედული ხალხის სიტყვებია. ასევე მათ ვკითხე ახალ შენაძენზე და სამივეს ერთნაირი რეაქცია ჰქონდა - რად გინდათოოო! შეიძლება სირბილის გსმო იყიდესოო და თუ მასეთი სტრატეგიაა მძლეოსნებს უფრო იაფად აიყვანთო. შეიძლება რამე ბიზნესგარიგებააო ან სხვს რამე რაც ფეხბურთს არ ეხებაოოო.
ალექსანდრე
28 იანვარი 2024 01:26
0
ბრავო ამხანაგო რომან!!! კაცი ვარო Თქვენ უნდა ᲗქვაᲗ.
დინოელი
24 იანვარი 2024 12:44
0
კიდევ ერთი უკან გადადგმული ნაბიჯი. რა ლიეტუვა და ლატვია ან ესტონეთი და ამდაგვარები? უბანძესი ჩემპიონატი - ჩვენ დაგვესიზმრება იქ ისეა ჩაწყობილი თამაშები. მოიშორე ბურთს თამაშობენ. ეს არაა ჩემი შორიდან დანახული აზრი. ამქვეყანაში ფეხბურთის სტაჟიან ქომაგებს ვიცნობ…
ალექსანდრე
24 იანვარი 2024 00:49
1
და ის ნიჭიერი ბიჭი ოდიშარია, რო ამათმა ლატვიაში გაუშვეს ეს რა ტრანსფერი იყო კიდე
ლადო
24 იანვარი 2024 14:10
0
რაღა გვიჭირს, ევროპა ლიგა ჯიბეში გვაქვს
grisha
23 იანვარი 2024 21:25
2
კიდე უგანდელი დაიმატეს ტიპი მეცხრე ცაზეა სიხარულით ეგ იგივეა საქართველოდან რო წახვიდე ამერიკაში საცხოვრელად
ugandeli daimaten
23 იანვარი 2024 20:09
0
რა ხდება დინამოში? ოდიშარიას უშვებ და ვიღაცა მოგყავს? აზრი???
???
23 იანვარი 2024 20:04
2
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული