თბილისის "დინამომ" ლიეტუველი შემტევი დაიმატა

AutoSharing Option
თბილისის "დინამომ" ლიეტუველი შემტევი დაიმატა, - ამის შესახებ დედაქალაქური კლუბი თავისი საიტით იტყობინება:

"ლიეტუვის ნაკრების 27 წლის ნახევარმცველი დანიელ რომანოვსკი "დინამოში" ითამაშებს. ჩვენს კლუბსა და ვილნიუსელ ფეხბურთელს შორის 2-წლიანი ხელშეკრულება გაფორმდა.

დანიელ რომანოვსკი ვილნიუსის "ჟალგირისის" აღზრდილია და იმავე კლუბში 6 წელი ასპარეზობდა. სხვადასხვა დროს "შტუმბრასის", კაუნასის "ჟალგირისის", დონეცკის "ოლიმპიკის" და "ბანგას" ღირსებას იცავდა. ბოლო ორი სეზონი რომანოვსკიმ "შიაულიაის" ფორმით გაატარა. ლიეტუვის ყველა ასაკობრივი ნაკრების გარდა, დანიელ რომანოვსკის ეროვნულ ნაკრებში 10 მატჩი აქვს გამართული.

დანიელ რომანოვსკი ლიეტუვის ორგზის ჩემპიონი და ორგზის
თასის მფლობელია. მას ასევე ქვეყნის სუპერთასი აქვს მოგებული".

მკითხველის კომენტარები / 8 /
რაღა გვიჭირს, ევროპა ლიგა ჯიბეში გვაქვს
grisha
21:25 23-01-2024
2
კიდე უგანდელი დაიმატეს ტიპი მეცხრე ცაზეა სიხარულით ეგ იგივეა საქართველოდან რო წახვიდე ამერიკაში საცხოვრელად
ugandeli daimaten
20:09 23-01-2024
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული