თბილისის "დინამო" და JAKO სამი წლით

AutoSharing Option
"დინამო თბილისი" მოახლოებულ სეზონს ახალი ტექნიკური პარტნიორით ხვდება. დედაქალაქურ გუნდსა და გერმანულ სპორტული ეკიპირების მწარმოებელ კომპანია Puma-ს შორის თანამშრომლობა დასრულდა, ახალი სეზონიდან კი თბილისურ კლუბს ასევე გერმანული Jako შემოსავს.

მხარეებს შორის კონტრაქტი სამი წლის ვადით გაფორმდა. ხელშეკრულება "დინამოს" პირველ, მეორე და 19-წლამდელთა გუნდებს მოიცავს.

Jako-სთან ჩვენი კლუბი წარსულშიც თანამშრომლობდა, "დინამო თბილისი" აღნიშნული კომპანიის სპორტული ეკიპირებით 2001-2009 წლებში ასპარეზობდა.

გერმანული სპორტული ბრენდი ისეთი კლუბების პარტნიორია, როგორებიცაა - "მაინცი", "შტუტგარტი", "როიალ ანტვერპენი" და ა.შ.

fcdinamo.ge

მკითხველის კომენტარები / 4 /
2004 -ში ჯაკო არარ გვქონდა და K2 გვეცვა ! და 2005-ში ეს ენ გეს თასიც K2-ით მოვიგეთ, შეგიძლიათ დაგუგლოთ და ნახავთ ფოტოებს!
ლადო
29 იანვარი 2024 12:51
0
K2… თუ 2K ))))
1111
29 იანვარი 2024 23:49
0
მალე თვითონ შეკერავენ
beqa
29 იანვარი 2024 10:22
1
დინამოს მართველი სანამ ფიფიაა და სანამ ეგ მართავს დინამო თბილის მანამდე არაფერი არ ეშველება ჯაკომ კიარა სულ ადიდასები და ნაიკები რო ჩააცვა ამათ აზრს ვერ ვხედავ!!!!გამოჩნდა კაი ფეღბურთელი ეგრევე გაუშვა გოჭის ფასად...
სიმართლე
29 იანვარი 2024 10:08
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული