ფრანგი ნახევარმცველი თბილისის "დინამოში"

AutoSharing Option
ფრანგი ნახევარმცველი დომინიკ საიმონი "დინამოში" ითამაშებს. 23 წლის ფეხბურთელსა და დედაქალაქურ კლუბს შორის 2-წლიანი კონტრაქტი გაფორმდა.

დომენიკ საიმონი "დინამოს" სიდეში შეუერთდა, სამედიცინო შემოწმება გაიარა და გუნდთან ერთად გააგრძელებს მოახლოებული სეზონისთვის მზადებას. ფრანგი ფეხბურთელის ძირითადი სათამაშო პოზიცია ცენტრალური ნახევარდაცვა გახლავთ, თუმცა მას საყრდენ ზონაში თამაშის გამოცდილებაც აქვს.

საიმონი "ობერვილერსის" აღზრდილია. შემდეგ ესპანურ "ნავაროში" ასპარეზობდა, ბოლო ორი წელი კი ესტონური "პაიდეს" ღირსებას იცავდა. დომენიკი 2022 წელს ესტონეთის თასის მფლობელი გახდა.

fcdinamo.ge

მკითხველის კომენტარები / 10 /
ჩარჩი ფიფია რით ვერ დაიღალა ყოვლად უსახური, უისტორიო ფეხბურთელების გუნდში მოყვანით?
3
დინამო რო ათრია პაიდემ მაშინ იყო მაგ გუნდში რატომ არ დაწერეთ
bejo
03:01 31-01-2024
0

სიახლეები პოპულარული