თბილისის "დინამო" დავით სხირტლაძემაც დატოვა - დედაქალაქური გუნდის ყოფილი კაპიტანი თურქეთში წავიდა

AutoSharing Option
თბილისის "დინამოს" კაპიტანი დავით სხირტლაძე 6-თვიანი იჯარით თურქეთის პირველი ლიგის (რანგით მეორე დივიზიონი) ბინადარ "ქოჯალეისპორში" გადავიდა, სადაც ორი ქართველი გიორგი ბერიძე და გიორგი ხარაიშვილი ირიცხება. ამის შესახებ ინფორმაცია ეროვნული ლიგის ვიცე-ჩემპიონმა გუნდმა თავად გაავრცელა.

აღსანიშნავია, რომ თურქულ გუნდს ფეხბურთელის გამოსყიდვის უფლება ექნება.

"ქოჯალეისპორი" სუპერ ლიგაში დაწინაურებისთვის იბრძვის და 21 ტურის შემდეგ 42 ქულით მესამეა, ლიდერ "ეიუპსორს" კი 7 ქულით ჩამორჩება.
მკითხველის კომენტარები / 8 /
რა პრეტენზია მაქვს და სწორედ მათი დუმილის შედეგია ის მდგომარეობა, რაშიც ქართული ფეხბურთის ფლაგმანი აღმოჩნდა! წლების მანძილზე მათმა სიჩუმემ და უმოქმედობამ განაპირობა "დინამო"-ს სახელის განადგურება. შენ თავად ახსენე ე.წ. "ფულიანი ხალხი" და როგორ გგონია, ვინ იგულისხმება ასეთ ხალხში? რომანოზ ფიფია ხომ არა, რომელიც სწორედ რომ ფულს უხდის მაგ ვეტერანებს დუმილის საფასურად?! მომადლიერებული ჰყავს, რადგან იცის რომ ვეტერანების სიტყვას დიდი ძალა აქვს?! ანუ, როგორც იტყვიან "ეშმაკი დეტალებშია". აკი, წლების წინ ქეცბაიამაც მწვავედ რომ შეუტია ამ ვეტერანებს, აქაოდა სად იყავით რომ შეიყუჟეთ და ჩაიმალეთო, არ გახსოვს როგორ აყაყანდნენ?! მაგრამ შეაყარე კედელს ცერცვი! ფულს სუნი არა აქვსო ნათქვამია...
გიზოგ-ს
23:40 10-02-2024
0
ააააჰ აგრძელებს ვოლგოგრადის ბოსი გუნდის დანაწევრებას. აკი ევროპა უნდა დავამხოო?! კი დინამოს ასი წლის იუბილეს უმიზნებს რომ საბოლოოდ დაშალოს და გააპარტაყოს ამ ვიგი.....ამ ყველაფერი. დინამოს ბაზის გაყიდვაზე ხო გაიწია უკვე. მალე სტადიონზეც საპონჩიკეს გაგიხსნით და აბ თქვენ იცით გაპოლიტიკოსებულო დინამოელებო და არქიფო სეთურის ბრბოს დამსგავსებულო ვეტერანებო. ხო და ,,ელიტა" კიდევ კარგად დაიყენეთ მუსკულები (და არა კუნთები) დიდი ჯახი გელით ტყიბულის ულტრასებთან.
იბერია
21:07 10-02-2024
1

სიახლეები პოპულარული