თბილისის "დინამო" დავით სხირტლაძემაც დატოვა - დედაქალაქური გუნდის ყოფილი კაპიტანი თურქეთში წავიდა

AutoSharing Option
თბილისის "დინამოს" კაპიტანი დავით სხირტლაძე 6-თვიანი იჯარით თურქეთის პირველი ლიგის (რანგით მეორე დივიზიონი) ბინადარ "ქოჯალეისპორში" გადავიდა, სადაც ორი ქართველი გიორგი ბერიძე და გიორგი ხარაიშვილი ირიცხება. ამის შესახებ ინფორმაცია ეროვნული ლიგის ვიცე-ჩემპიონმა გუნდმა თავად გაავრცელა.

აღსანიშნავია, რომ თურქულ გუნდს ფეხბურთელის გამოსყიდვის უფლება ექნება.

"ქოჯალეისპორი" სუპერ ლიგაში დაწინაურებისთვის იბრძვის და 21 ტურის შემდეგ 42 ქულით მესამეა, ლიდერ "ეიუპსორს" კი 7 ქულით ჩამორჩება.
მკითხველის კომენტარები / 8 /
ოღონდ ფიფოს კანტორას (ფიფიას ჭაობი რომ ჰქვია) მოსცილდნენ და სადაც გინდა იქ გარბიან "დინამო"-ს ფეხბურთელები. სამაგიეროდ, "დინამო"-ს ვეტერანები ხომ არიან ბედნიერები? ანუ, როგორც იტყვიან, იძირება გემი მაგრამ ყველაფერი რიგზეა...
fani
14:14 10-02-2024
2
საქართველოს ჩემპიონატის ერთერთი საუკეთესო ფეხბურთელი და ვიცეჩემპიონი გუნდის მოთამაშე გადავიდა თურქეთის მეორე ლიგის გუნდში... სანიოლმა რომ თქვა ეგაა საქართველოს ჩემპიონატის დონეო ამოხტა ხალხი შარვლიდან. ხო კიდე ალბანეთის სისუსტეზე და უეჭველ დამარცხებაზე როცა წერთ, აი ზუსტად გუშინ მათი ნაკრების წევრი ერნესტ მუჩი დაიმატა ბეშიქთაშმა და თან კერძო თვითმფრინავი გაუგზავნა რომ ჩასულიყო. დასკვნის გამოტანა მკითხველისთვის მიმინდია.
1
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული