დემჩენკოს ინტერვიუსთან დაკავშირებით ბათუმის "დინამოს" პრეზიდენტმა განცხადება გაავრცელა

AutoSharing Option
ბათუმის "დინამოს" პრეზიდენტმა არჩილ ბერიძემ კლუბის "ფეისბუქის" გვერდით განცხადება გაავრცელა:

“ვიცი, რომ გარკვეული უკმაყოფილება გამოიწვია ჩვენი გუნდის მთავარი მწვრთნელის - ანდრეი დემჩენკოს უკრაინული მედიაში გავრცელებულმა ინტერვიუმ ეროვნული ნაკრებების შესახებ.

მქონდა აღნიშნული საკითხის შესახებ საუბარი პირადად მასთან და მივიღე დაპირება, რომ თავად ანდრეი გააკეთებს გარკვეულ განმარტებებს ინტერვიუს შინაარსობრივ მხარესთან დაკავშირებით. მისი თქმით, საქმე გარკვეული საკითხების არასწორ ინტერპრეტირებასთან გვაქვს და ეს სამწუხაროა.

ზოგადად მინდა ჩემი მხრიდან დავამატო, რომ მარტის სანაკრებო მატჩებისთვის ყველა განსაკუთრებულად უნდა მოვემზადოთ და ჩვენი წილი პასუხისმგებლობა გადავინაწილოთ. მჯერა, რომ
მხოლოდ ერთიანობით შეიძლება იმ ისტორიული შედეგის მიღწევა, რასაც დიდ საფეხბურთო ტურნირზე გასვლა ჰქვია და იმედს ვიტოვებ, ამ სიხარულს საქართველოს ეროვნული ნაკრები ახლო მომავალში გვაზიარებს".
მკითხველის კომენტარები / 60 /
რა აქვს საბოდიშო? უკრაინა ეხლა აღმავლობას განიცდის იმდენი მაღალი კლასის ფეხბურთელები ჰყავს, რომ გუნდში კონკურენცია შეიქმნა. სხვა წლებშიც ჩვენზე მაღლა იდგნენ კლასით.
giorgi 3
10 თებერვალი 2024 23:44
3
დემჩენკომ რა თქვა კი არა ტრანსფერების შესახებ გველაპარაკე ჯობია
გიუშა
10 თებერვალი 2024 22:05
1
გორის დილას ელოდება, ვის მიიყვანენ დილაში რო მერე ამან წამოიყვანოს. ისე ხო მოიყვანა ფინეთის მეოთხე ლიგიდან შემტევი.
baba
11 თებერვალი 2024 00:40
2
კობიაშვილმა,იაშვილმა,კაციტაძემ,სანიოლმა,ბოდიში მოიხადეს ან პასუხი აგეს იმის გამო,რომ ლუქსემბურგთან კვარას გარეშე ვითამაშებთ???!!!
!!!
11 თებერვალი 2024 00:06
3
ბოდიში არა მაგრამ პასუხისმგებლობა აიღეს თავიანთ უთავო თავზე) )
დავით 67
11 თებერვალი 2024 00:57
1
პოსტებს გადავხედე და გამიხარდა, გული ლამის სიამაყით ამევსო . . . რა დონეზე ამაღლებულა ქართველების აზროვნება! ან იქნებ ყოველთვის ასე თავისუფლად და საღად აზროვნებდა ქართველი და რომ არა მავანი პარტიული ბოსების საზოგადოებრივი აზრის მართვით შექმნილი ტროლ-ბოტების ინსტიტუტი, რომლის გამო იმდენი სისაძაგლე, ლანძღვა-გინება და ზიზღი იფრქვევა ირგვლივ, რომ ხანდახან მგონია მართლა ჭაბუასეულ პოლიხრონიონ ხალხს დავემსგავსეთ-თქო. მადლობა უფალს ჩემი ხალხი ყოველთვის საღად აზროვნებდა, აზროვნებს და ხვალაც ასე იქნება. ამ ერს საიმედო მომავალი აქვს.
ახლა რაც შეეხება დემჩენკოს - კაცმა გამოთქვა თავისი აზრი და ვინმე ფუნქციონერს თუ არ მოეწონა ბოდიში უნდა მოიხადოს? რა თქვა ტრუილი? ნაკრები რომ სუსტია და სათანადო დონეზე ვერ თამაშობს, ტყუილია? პირიქით, ამ კაცს მადლობა უნდა გადავუხადოთ, რომ სარკეში ჩაგვახედა და ვთხოვოთ, გვითხრას თავისი აზრით რა არის შესაცვლელი მწვრთნელის ტაქტიკაში. თუ თვითონ უკეთესად შეუძლია, მაშინ ეს დავნიშნოთ, დროებით მაინც, ნაკრების მწვრთნელად. წლებია ვიძახით, რომ ხელოვნურადაა დამუხრუჭებული ქართული ფეხბურთი. უინტელექტო ხალხის ხელშია ფეხბურთის მართვის სადავეები. ფედერაცია ლამის საკუთარ ბოსტნად მიაჩნიათ. გულშემატკივრის ინტერესებს არ ითვალისწინებენ. მოყავთ ეს ყავლაგასული და არაფრით გამორჩეული მწვრთნელები, რომლებიც გასულ საუკუნეში არიან ჩარჩენილები.
დანარჩენებმა ჩემზე უკეთ დაპოსტეს და მადლობა ყველას სიმართლის თქმისათვის.
თენგაბი
11 თებერვალი 2024 12:09
2
და რით ჯობია დემჩენკო სანიოლს?
მმმ
11 თებერვალი 2024 15:22
2
სანიოლი რითი ჯობია?
მმმ-ს
11 თებერვალი 2024 19:49
3
როგორ ეფოფრება ფედერაცია სანიოლს, ცივი ნიავი არ მიაკაროთ,7-1წაგების მერე უნდა გადაგეყენებინათ,ან თვითონ ენამუსა და წასულიყო,თვალებში ნაცარს ნუ გვაყრით თითქოს ნაკრებში ყველაფერი კარგად არის!!!
SOS
11 თებერვალი 2024 11:54
0
დავნიშნოთ დემჩენკო ჩვენი ნაკრების მთავარ მწვრთნელად. აშკარად ადექვატული კაცია, სანიოლისგან განსხვავებით და სიმართლის თქმას არ ერიდება.
მამუკა
11 თებერვალი 2024 11:36
4
არასწორი არაფერი უთქვამს ყოველთვის მეორე ნომრად ვთამაშობთ და გვენატრება ნამდვილი ფეხბურთი შემტევი
ირაკლი
11 თებერვალი 2024 10:12
2
ვინმეს კიდე სჯერა, რომ ასეთი ცეხავიკების და პატარა კაცების ხელში, ნორმალური კლუბი გვეღირსება?! ან ამ ფედერაციის ხელში, რომლის დაკვეთითაც ეს კაცი ბლუკუნებს, ნაკრები რამეს მიაღწევს?! წადი ბიჯო, რუსის ფუჩუზე და რუბლებზე დახამებულ კოლაბორანტებს მოთხოვე ახსნა-განმარტება, თუ ასეთი სათუთი ფსიქიკა გაქვს. დემჩენკოს რას ერჩი?! კაი ნაკრები გყავს და გამცირებს?!
ციციკორე
11 თებერვალი 2024 10:55
3
რისთვის მოიხადოს ბოდიში სიმართლისთვის მაგრამ თქვენთვის სიმართლე რა არის.კობიაშვილი იაშვილის და სანიოლის ბოდიში სად არის?
პაწუ
11 თებერვალი 2024 09:27
2
რა გამოდის? კაცმა-სპეციალისტამა, პირადი აზრი გამოთქვა და შეაფასა ჩვენი ნაკრების თამაში, ისე როგორც ფიქრობს და ეხლა, ფაქტია აიძულებენ ბოდიშის მოხდას, ეტყობა სიმართლემ ძალიან აუწვა ერთი ადგილი ქართული ფეხბურთის მამებს, ამას ემსახურება ეს ვითობ ბათუმის დინამოს მფლობელის დავარცხნილი პოსტი,აგრეთვე ის შავი პიარი რაც დემჩენკოს ინტერვიუს შემდეგ ააგორეს ბოტ-ტროლებმა უფრო უკრაინის და უკრაინელების ვიდრე პირადათ დემჩენკოს წინააღმდეგ, ამასთან ეს ინტერვიუ თავდაყირა აყენებს ფედერაციის პროპაგანდის ხაზს- ქართული ფეხბურთის ოქროს ხანის ზღაპრების შესახებ. კარგია, რომ თუ კომენტების აფსოლიტური უმრავლესობით ვიმსჯელებთ ბევრი არ აჰყვა მათ მიერ აგორებულ შავ პიარს. არადა საკვირველია პირდაპირ, რა სთქვა იმ კაცმა ტყუილი: ნაკრებმა ბოლო შესარჩევში ჯგუფში ტრადიციულად ბოლოდან მეორე ადგილი დაიკავა,თანაც ვერც ერთი თამაში ვერ მოიგო ესპანეთთან,ნორვეგიასა და შოტლანდიასთან, მეტიც ესპანეთმა საერთოდ 7-1 მოგვიგო სახლში და საშვილიშვილოდ შეგვარცხვინა, ერთი ამხანაგური თამაში გამართეს შედარებით ძლიერ მაროკოსთან და გავნადგურდით,ხოლო მონღოლეთის დონის გუნდებთან მოგებით გვაბოლებენ უკვე მაგრები ვართო... კიდევ... ფიფას რეიტინგით ისევ ლამის მე-80-ე ვართ, ქართული კლუბები ევროსარბიელზე ისევ მაჩანჩალები არიან და კომფერენც ლიგის ძირითად ბადეში მოხვედრაც კი სანატრელია- სულ ეს თქვა იმ კაცმა- ფაქტები და არა რაიმე ღრმა ანალიზი.....
შულაია
15 თებერვალი 2024 13:17
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული