დემჩენკოს ინტერვიუსთან დაკავშირებით ბათუმის "დინამოს" პრეზიდენტმა განცხადება გაავრცელა

AutoSharing Option
ბათუმის "დინამოს" პრეზიდენტმა არჩილ ბერიძემ კლუბის "ფეისბუქის" გვერდით განცხადება გაავრცელა:

“ვიცი, რომ გარკვეული უკმაყოფილება გამოიწვია ჩვენი გუნდის მთავარი მწვრთნელის - ანდრეი დემჩენკოს უკრაინული მედიაში გავრცელებულმა ინტერვიუმ ეროვნული ნაკრებების შესახებ.

მქონდა აღნიშნული საკითხის შესახებ საუბარი პირადად მასთან და მივიღე დაპირება, რომ თავად ანდრეი გააკეთებს გარკვეულ განმარტებებს ინტერვიუს შინაარსობრივ მხარესთან დაკავშირებით. მისი თქმით, საქმე გარკვეული საკითხების არასწორ ინტერპრეტირებასთან გვაქვს და ეს სამწუხაროა.

ზოგადად მინდა ჩემი მხრიდან დავამატო, რომ მარტის სანაკრებო მატჩებისთვის ყველა განსაკუთრებულად უნდა მოვემზადოთ და ჩვენი წილი პასუხისმგებლობა გადავინაწილოთ. მჯერა, რომ
მხოლოდ ერთიანობით შეიძლება იმ ისტორიული შედეგის მიღწევა, რასაც დიდ საფეხბურთო ტურნირზე გასვლა ჰქვია და იმედს ვიტოვებ, ამ სიხარულს საქართველოს ეროვნული ნაკრები ახლო მომავალში გვაზიარებს".
მკითხველის კომენტარები / 60 /
ყველაფერში მართალი იყო დემჩენკო. უბრალოდ ჩვენ არ მოგვწონს სხვა რომ მბობს ჩვენზე რამეს
გია
21:14 10-02-2024
3
ვერ გამოდის ეს ქვეყანა ამ კომპლექსებიდან მაინც ძაან ჩამორჩენილი მენტალიტეტი გვააქ!! ადამიანმა თავისი აზრი გამოხატა თუ სიმართლეა ბოდიში რატო? თუ სისულელე ილაპარაკა გაატარე! კაშია კვირკველია ნელი მცველებიაო ეს როგორ გაბედა? რაშუაშია ბოდიში პროვინციალიზმი ერთობა თუა გინდა პროფლიგა შექმენით კონფერესზე გადით
kllaus
20:24 10-02-2024
2
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული