კარგი ფეხბურთელია საკმაოდ დინამოში კიდევ უფრო მოუმატებს.სამხრეთ და ცენტრალური ამერიკის ბაზარი. ასევე აზიის ნაკრებების ფეხბურთელებზე უნდა იმუშაონ დინამოში. ასევე აკადემიის ძლიერი ფეხბურთელები ამათთან ერთად.როგორც ბენფიკა. როგორც აიაქსის სტრუქტურები მუშაობენ. ეგ მაგალითი გამოადგება დინამოს.ბენფიკაც და აიაქსოც თავის აკადემიის ფეხბურთელებს დიდ ყურადღებას უთმობენ და კარგ ახალგაზრდა ნიჭიერ ლეგიონერებზე აკეთებენ აქცენტს.ასევე იქცევა დონეცკის შახტარი.
21 წლის ნაკრების წევრი აიყვანეს. მოუმატებს და უკეთეს ჩემპიონატში გადავა, ამათაც ფული დარჩებათ. მესის შეთავაზეს და უარი შემოთვალა, ძაან მაგრები ხართ და ვერ გავქაჩავო.
ჩვენიდან რომელ ჭ კლასის ჩემპიონატში არ გარბიან მათ შორის ტაჯიკეთში თუნდაც და ამას რო რაიმე პერსპექტივა ქონდეს აქ გამოუშვებდნენ?!რა ტრანსფერებს აკეთებენ ვინ მოყავთ ვინ მიდის რა მომავალზეა საუბარი საერთოდ, კიდევ ერთი სირცხვილიანი წელი ელოდებათ ევრო თასებზე,ყველა დაბალი რანგის გუნდი სიხარულით ივსება ჩვენ რო ვერგებით ხოლმე მეტოქეებს,ყველა დიდ გულზეა მოსული ლუქსემბურგი,გიბრალტარი,მალტა თუ სხვა, აღარაფერს ვამბობ ფარერებზე, ჩვენთან შეხვედრისას ისინი თავს ფავორიტებად თვლიან,სადამდე აქვს ნეტა ზღვარი დაცემას ჩვენს ქვევით კიდე არსებობს სხვა დონე?!გუგლითაც ვერ მოძებნი ისეთ გუნდებში მიდიან სათამაშოდ,როცა ჩვენი ნაკრების მომავალი რუმინეთის საშუალო დონის გუნდში გადადის და ეს გვიხარია და თვითონაც ბედნიერია იქ რაზეა საერთოდ საუბარი,აქ კიდე დემჩენკოს აუტეხეს ერთი ამბავი,რა თქვა კაცმა ტყუილი?!არ გვჯობია უკრაინის ეროვნული ნაკრები ერთი თავით? მთელმა მსოფლიომ დაინახა როგორ მოპარეს იტალიასთან საგზური და რა დღეში ჩააგდეს ერთერთი გრანდი, ჩვენ კი რადღეშიც ჩაგვაგდო ერთერთმა გრანდმა ესეც დაინახა ყველამ,ასე რომ მოეშვით ამ უაზრო ილუზიებს
ტაჯიკეთის ნაკრები ღირსეულად გამოვიდა აზიის ჩემპიონატზე. ეს ფეხბურთელიც გამოირჩეოდა თავისი თამაშით. კიდევ ერთი გამორჩეული ფეხბურთელი ესპანეთის 5 ლიგაში გადავიდა. ალიშერს იწვევდნენ უზბეკეთის გუნდები და მისთვის საქართველოში თამაში აშკარად წინგადადგმული ნაბიჯია. 21 წლის ფეხბურთელია და ვნახოთ რას იზამს. ბოლო ბოლო ჩამოწერილ ჯაგლაგ ფეხბურთელებს რომლებსაც საქართველოს გუნდები ყიდულობენ ესეთი ფეხბურთელი ჯობია, რომელმაც შეიძლება გაამართლოს. ესპანეთის 5 ლიგას, ან კიდევ უზბეკეთის ჩემპიონატს ისევ საქართველოს ჩემპიონატი ჯობია და ვნახოთ ამ საქმისგან რა გამოვა.