ახალი სეზონიდან "საბურთალო" "იბერიას 1999"-ის სახელწოდებით იასპარეზებს

AutoSharing Option
„საბურთალოს“ პრეზიდენტმა ტარიელ ხეჩიკაშვილმა ეროვნული ლიგის ახალი სეზონის დაწყებამდე "ბენდელას სტადიონზე" პრესკონფერენცია გამართა. როგორც მან განაცხადა, საფეხბურთო კლუბმა “საბურთალომ” სახელწოდება ოფიციალურად შეიცვალა და ახალი სეზონიდან კლუბი “იბერიას 1999”-ის სახელწოდებით იასპარეზებს.

ასევე, “იბერია 1999-ის” პრეზიდენტმა წარადგინა ახალწვეული ფეხბურთელები. დერეკ აგიაკვა – რომლის კარიერაც ,,ტვენტეს” ახალგაზრდულ გუნდში დაიწყო. ნიდერლანდურ კლუბში ასპარეზობის შემდეგ დერეკმა “უოტფორდის” 23-წლამდელთა გუნდში გააგრძელა თამაში. ასპარეზობდა იტალიურ “კომოსა” და ინგლისურ “პორტვეილში”.

გარდა ამისა, “იბერია 1999-ის” გუნდში ჩაირიცხნენ: რომან გამარა, კრისტიან ლუდუენა და ლუსიანო ვიანო, რომლებიც სამხრეთამერიკულ ჰოლდინგთან პარტნიორობის ფარგლებში,
არგენტინის ვიცე-ჩემპიონ ,,ტალიერესიდან” მოიწვია საფეხბურთო კლუბმა “იბერია 1999”-მა.

ტარიელ ხეჩიკაშვილი: „სახელის გადარქმევას თავისი მიზეზები გააჩნია. ეს ჩემთვისაც რთული გადაწყვეტილება იყო, მაგრამ მიმაჩნია, რომ კლუბის განვითარებისთვის აჯობებს, უბნის გუნდის პროექტი ეროვნული მიმართულებით განვითარდეს. ეს მარკეტინგულადაც სწორი ნაბიჯია და უცხოელ პარტნიორებთან ურთიერთობაშიც დაგვეხმარება.

fcsaburtalo.ge

მკითხველის კომენტარები / 16 /
მერამდენე იბერიაა ხალხო ახსოვს ვინმეს?მაგარი მარკეტინგული ხრიკია ძმაო:))არ ვარ საბურთალოს გულშემატკივარი მარა უამრავი სპორტული და ისტორიული სახელია პომლის დარქმევაც შეიძლებოდა!ისე იბერიას მე ივერია მირჩევნია ბევრად!იბერიაზე ესპანელები დაძაბავენ ეხლა:))
ჯეჯე
29 თებერვალი 2024 17:34
0
სიტყვა იბერიაში ბ და ვ-ს განსხვავება იმიტომაა, რომ ლათინურად B=ბ და სლავურად B=ვ !!!
?
01 მარტი 2024 21:33
0
მარკეტინგული თვალსაზრისითო და "იბერია 1999" მეტი ვერაფერი მოიფიქრეთ? ვის მიბაძეთ "მიუნხენ 1860"? საბურთალო უკეთესი არ იყო მაგ კუთხით - ხაზს უსვამდა ისტორიას და სად ჩამოყალიბდა გუნდი. ჩელსი -მ მაგარი შეცდომა დაუშვა ხომ რომ არ შეიცვალა სახელი ლიგაზე გასვლის მერე. დროა მგონი მარკეტინგის მენეჯერები გაუშვა.
???
28 თებერვალი 2024 12:18
0
,,იბერია'' კარგი სახელია, მაგრამ მე პირადად ,,საბურთალო'' მირჩევნია, რადგან ეს სახელი უკვე ბრენდია როგორც ქართული საფეხბურთო კლუბი და ძალიან მომწონს. ამასთან ერთად იბერიის დარქმევა ადრე ბევრმა კლუბმა ცადა და არაფერი წარმატებული არ ქონიათ და რადგან უკვე იყო ეს სახელი გამოყენებული , მაპატიეთ და საფეხბურთო კლუბისთვის რაღაცნაირად გაცვეთილიც მეჩვენება. თუ სახელის შეცვლასთან ერთად კლუბის მეპატრონეები საფეხბურთო კუთხითაც უკეთესობისკენ შეცვლიან გუნდს, უკან წავიღებ ჩემს სტყვებს. )
გოგი
28 თებერვალი 2024 11:00
0
იქნებ ასე მაინც მოუგოს არარატ-არმენიას✌️
ქომაგი
28 თებერვალი 2024 08:45
1
რაის 1999 მითუმეტეს რიცა 2 იბერია ისედაც არი ტიფლისი დაგერქვათ ბარემ
ნოდო
28 თებერვალი 2024 00:32
0
საბურთალოელებს მაგარი გაგვიტყდა ძმაო
გიო
27 თებერვალი 2024 21:57
5
სტადიონზე არავინ დადიოდით საბურთალლდან და ვერ გაითავისეთ როგორც უბნის გუნდიდა მოდი ახლა კარგად იყავით რა
ლადო
27 თებერვალი 2024 23:57
3
ერთ გუნდს ერქვა ნორმალური საფეხბურთო სახელი და ისიც გადაარქვეს.. რა უნდა ელაპარაკო ამ ხალხს.. არც ახსნეს ხომ ეს ამბავი?!
vava
27 თებერვალი 2024 21:44
1
მწამს,წელს ჩვენი ჩემპიონატის დონე მნიშვნელოვნად აიწევს.წარმატებები ჩვენს კლუბებს!!!
დრანდელი
27 თებერვალი 2024 21:42
5
გინდ იბერია დაირქვით და გინდ კოლხეთი, მაინც ის საბურთალო იქნებით სომხებს რომ დაუწვნენ! როგორ გგულშემატკივრობდით და მაგ მიცემული თამაშის მერე, კარგი იქნება თუ საერთოდ აღარ იარსებებთ როგორც გუნდი!
დათო
27 თებერვალი 2024 21:29
4
თქვენ კიდე იძახით არაფერი კეთდებაო აგერ რა სახელი დაირტყეს საბურთალო შეცდომა იყო აწი ნახეთ წარმატებები და გაბრწყინებები :)))))))
giorgi
27 თებერვალი 2024 21:11
0

სიახლეები პოპულარული