დრამატული ფინალი შეხლა-შემოხლითა და კომპენსირებულ დროში გატანილი გოლით - "საბურთალომ" თასი მოიპოვა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
საქართველოს თასის ფინალში „საბურთალომ“ ბათუმის „დინამო“ 1:0 დაამარცხა.

წვიმიან ამინდში მატჩი მაღალ ტემპში მიმდინარეობდა. ორივე გუნდი აქტიურობდა. პირველ ტაიმში უპირატესობას ბათუმელები ფლობდნენ. უფრო მეტი მომენტი თბილისელებმა შექმნეს, თუმცა გოლი ვერ გაიტანეს.

თამაშის სურათი შესვენების შემდეგ არ შეიცვალა, „დინამო“ ინიციატივას ფლობდა, „საბურთალო“ კი სწრაფი სახიფათო კონტრიერიშებით პასუხობდა. ორივე გუნდი ფრთხილობდა. ყველაფერი თითქოს იქითკენ მიდიოდა, რომ დამატებითი დრო დაინიშნებოდა, მაგრამ კომპენსირებულ დროში კუთხურიდან ჩაწოდებული ბურთი ჩადუნელმა შეცვლაზე შესულ სიხარულიძეს გადააწოდა და მან კვასხვაძის კარი დალაშქრა. ამის შემდეგ ბათუმელები შტურმზე გადავიდნენ. თავისი გუნდი
მეკარე კუპატაძემ გადაარჩინა. მერე საჯარიმოში შესული ფაცაცია ო. მამაგეიშვილთან ბურთზე ბრძოლისას წაიქცა, მსაჯმა პენალტი არ დანიშნა, ვითარება დაიძაბა, დინამოელი ღუდუშაური გააძევეს და შეხვედრაც დასრულდა, თუმცა არ დასრულდა შეხლა-შემოხლა. მოედანზე გულშემატკივრები გადავიდნენ და ჩხუბი ტრიბუნაზეც დაიწყო.

საბედნიეროდ, სიტუაცია განიმუხტა და გამარჯვებულ გუნდს თასი საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტმა ლევან კობიაშვილმა გადასცა.

დედაქალაქური კლუბი მესამედ დაეუფლა თასს და კონფერენს ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპზე იასპარეზებს.

თბილისი. „მიხეილ მესხი“
საბურთალო - დინამო (ბთ) 1:0
გოლი: სიხარულიძე (90+2)
გაძევება: ღუდუშაური (90+7, დინამო)

ვიდეო: Geo Team

მკითხველის კომენტარები / 26 /
ეჰ რა დრო დადგა. იმაზე კამათობს ზოგი თუ რომელი გუნდი თამაშობს უკეთ პლეოფს. უფრო სწორად დილა იასპარეზებს უკეთ თუ სხვა. ქვეჯგუფში რომ ვერცერთ გუნდი ვერ მოხვდება ამას უკვე ხომ ხართ შეგუებული? მთავარია პირველივე წრიდან არ გამოვარდნენ არა?
დავით 67
20:31 08-12-2023
0
ფაქტია რო დილას გაუჩალიჩა ბათუმმა ბოლო ორი თამაში არაფერს აკეთებდა მოედანზე, თან მომდევნო სეზონისთვის ქულებიც წინასწარ დაიბევა. აბა ისე ხო არ დათმობდა თასს და ისე ხო არ გააჩუქებდა ევრო საგზურს? წინწაგდებული საქმეა. ვეთანხმები აქ დაწერილი კომენტარების უმრავლესობას, დილა არის ის ერთადერთი გუნდი ვინც ევრო ტურნირებზე ნორმალურად გამოდიოდა. ერთი ვისი იმედიც მაქვს ევრო თასებზე ტორპედოა, ვინც მგონია რო ორ ეტაპს მინიმუმ გაივლის. დანარჩენებს მინიმალური შანსიც არ აქვთ!!!
ნეიტრალური
14:08 07-12-2023
1

სიახლეები პოპულარული