გაძევებები, პენალტები, იონსენის დუბლი, არაბიძის გოლი და "ტორპედოსა" თბილისური გუნდების გამარჯვებები [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
დღეს ეროვნული ლიგის პირველ ტურში სამი მატჩი ჩატარდა.

„ტორპედომ“ საკუთარ მოედანზე ქარიან ამინდში „სამტრედია“ 4:1 დაამარცხა. დუბლი 32 წლის ნორვეგიელმა თავდამსხმელმა ბიორ იონსენმა შეასრულა. გიორგი არაბიძემ გაიტანა და მეორე გოლის გატანაც შეეძლო, მაგრამ მეკარე მეგრელიშვილმა არ დაანება.

თბილისის „დინამომ“ სახლში „სამგურალს“ 2:0 მოუგო. ამ დაპირისპირებაში მსაჯმა ორივე გუნდის ფეხბურთელი გააძევა.

„იბერია 1999“-მა შოთა ნონიკაშვილის გოლით „თელავს“ 1:0 სძლია, რომელიც პირველი ტაიმის დასასრულს დავით გოგიტიშვილის გაძევების გამო რიცხობრივ უმცირესობაში დარჩა.

ქუთაისი. „რამაზ შენგელია“
ტორპედო - სამტრედია 4:1
გოლები: 1:0 ბარიოსი (5,
საკ. კარში), 2:0 იონსენი (8), 3:0 არაბიძე (30, პენ), 4:0 იონსენი (66), 4:1 ჰაიდარი (76, პენ)
გაძევება: ჩაჩუა (87, სამტრედია, 87)

თბილისი. „დინამო არენა“
დინამო (თბ) - სამგურალი 2:0
გოლები: 1:0 საიმონი (10), 2:0 სიხარულაშვილი (32)
გაძევება: ლ.ხორხელი (82, სამგურალი), მაისურაძე (89, დინამო)

თბილისი. „დვით პეტრიაშვილი“
იბერია 1999 - თელავი 1:0
გოლი: შ. ნონიკაშვილი (45)
გაძევება: გოგიტიშვილი (45+6, თელავი)

პირველი ტური 3 მარტს „დილასა“ და „გაგრას“ შეხვედრით დასრულდება.

altეროვნული ლიგა დაიწყო - ბათუმის "დინამომ" "კოლხეთს" სძლია [VIDEO]

მკითხველის კომენტარები / 9 /
იმის ფონზე, რომ დე ძერბის და ჩაბი ალონსოს ვერ მოვიწვევთ ჩვენი რესურსების შემხედვარე, კიდევ უნდა დავუკვირდეთ - სტივ კინის გაწვრთნილი გუნდი აშკარად მოძრავ ფეხბურთს თამაშობს და ფედერაცია უნდა დაფიქრდეს სანიოლთან კონტრაქტის დასრულების შემდეგ მის ნაკრებში მიწვევას. კინი, როგორც ჩანს კარგად შეეგუა საქართველოს, უკვე იცნობს ჩვენს ჩემპიონატში მოთამაშეთა პოტენციალს, ერკვევა თანამედროვე ფეხბურთში და გააჩნია სამწვრთნელო ინტელექტი.
თენგაბი
09:55 03-03-2024
1
ტორპედოს კონფერენს ლიგაზე მოხვედრის ნაკლებად მჯერა ამ ეტაპზე იმიტო რომ ოთხი ეტაპია და სადღაც საკმაოდ ძლიერი გუნდი დაგვეჯახება. იდეალური ვარიანტი იქნება წელს ჩემპიონობა და ლიგის გზით წასვლა. წარმატებები ქუთაისს
რაბუ
01:50 03-03-2024
4

სიახლეები პოპულარული