ეროვნული ლიგის მეორე ტურში „ტორპედო“ საკუთარ მოედანზე „იბერია 1999“-თან მართლაც სანახაობრივ და დაძაბულ მატჩში 2:3 დამარცხდა.

შეხვედრას საქართველოს ნაკრების მწვრთნელი ვილი სანიოლი დაესწრო, რომელმაც მალე, 21 მარტს, ლუქსემბურგთან უმნიშვნელოვანესი მატჩისთვის შემადგენლობა უნდა დაასახელოს. სავარაუდოდ, ქუთაისში ფრანგი სპეციალისტის ვიზიტის მთავარი მიზეზი მასპინძელთა შემტევის, გიორგი არაბიძის თამაშზე დაკვირვება იყო.

სტუმრებმა თავიდანვე უფრო სახიფათოდ შეუტიეს და „ტორპედო“ ერთხელ ხარიხამ, ორჯერ კი მეკარე კლიაიჩმა იხსნა. შემდეგ რეალური მომენტი „ტორპედოს“ ჰქონდა, როდესაც ჟორჟინიომ ბურთი მცველს აართვა, ლამაზი დრიბლინგით მეკარე კუპატაძესთან პირისპირ გავიდა, მაგრამ მიზანს ვერ უწია. კომპენსირებულ დროში კოხრეიძემ ძალიან შორიდან დალაშქრა კლიაიჩის კარი და დედაქალაქელები დააწინაურა.

მეორე ტაიმის დასაწყისში კოხრეიძემ დუბლი შეასრულა. მან მერე ტრავმა მიიღო და შეცვალეს. „ტორპედო“ შტურმზე გადავიდა. იონსენს გატანა კუპატაძემ არ დაანება, კონტრიერიშზე კი საჯარიმოში სილა კლიაიჩმა წააქცია და შ. ნონიკაშვილმა პენალტით ანგარიში გაზარდა. მალე არაბიძის პასით ნინკოვიჩმა სხვაობა შეამცირა. ბოლოს იონსენმა გაიტანა. შემდეგ მოედანზე სიტუაცია დაიძაბა, შეხლა-შემოხლას ჰქონდა ადგილი და საბოლოოდ ტაბლოზე 2:3 დაფიქსირდა.

„ტორპედო“ 10 მარტს თბილისში „დინამოს“ დაუპირისპირდება, ხოლო „იბერია 1999“ იმავე დღეს „სამტრედიას“ უმასპინძლებს.

ქუთაისი. „რამაზ შენგელია“

ტორპედო - იბერია 1999 2:3

გოლები: 0:1 კოხრეიძე (45+3), 0:2 გ. კოხრეიძე (49), 0:3 შ. ნონიკაშვილი (84, პენ), 1:3 ნინკოვიჩი (86), 2:3 იონსენი (90+3)

დღეს „სამტრედიასა“ და „კოლხეთის“ შეხვედრა 1:1 დასრულდა.

სამტრედია. „ეროსი მანჯგალაძე“

სამტრედია - კოლხეთი 1:1

გოლები: 0:1 ლ. კოხრეიძე (38), 1:1 უბილავა (86)

გაძევება: ტიამი (77, კოლხეთი)

სიმართლე უნდა ითქვას
ბოდიში მაგრამ იმ ორ გოლში ვინ მიიღო მონაწილეობა რომელიც ტორპედომ გაიტანა? ყველას გასაკეთებელს ერთი კაცი ვერ გააკეთებს. ყოველ ჯერზე 30-40 მეტრიან გაქცევას და დრიბლინგს ვერავინ შეძლებს. მეტოქე გუბდიც აანალიზებს ვინ სად როგორ თამაშობს და ისიც მუშაობს მის წინააღმდეგ. ფეხბურთი გუნდური თამაშია და ინდივიდუალიზმი უბრალოდ მეტ შესაძლებლობას გაძლევს. ფაქტია დაცვა და საყრდენი ფაქტობრივად არ იყო მაგ თამაშში ტორპედოში. რეალიზების პრობლემაც ფაქტია აქვთ და ეს კარგად გამოჩნდა რამოდენიმე მომენტში. მოძრავი გუნდია მაგრამ შეთამაშების პრობლემაც აშკარად აქვთ. იმედია გააანალიზებენ ყველაფერს და იმუშავებენ გამოსწორებაზე. ფეხბურთელების დამატებაც აუცილებელია. სათადარიგოთა სკამი ფაქტობრივად არ აქვთ და ასე შეუცვლელად ძალიან გაჭირდება მთელი წლის მანძილზე. რაც შეეხება სიმულიანტობას, ძალიან ცუდი ფაქტი იყო. ძალიან ცუდი ჟესტი მეტოქე გუნდის და ქომაგების მიმართ და მსაჯის ლმობიერების შედეგიც იყო ეგ. თუმცა ობსტრუქცია და უკმაყოფილების გამოხატვა ცოტა უფრო ეთიკურადაც შეიძლებოდა ალბათ.თუმცა ეს მთელს საქართველოში არის პრობლემა და არა მხოლოდ ქუთაისში. ფეხბურთელმაც და ქომაგმაც საკუთარი პასუხისმგებლობა უნდა გაითავისოს ერისა და ქვეყნის წინაშე. წარმატებები ქართულ კლუბებს.
სიმართლე უნდა ითქვას
ასე ცალმხრივადაც ვერ განვსჯი ქომაგებს. სპორტია და აქ ორმხრივი პასუხისმგებლობაა. ფეხბურთელებმაც არ უნდა აკადრონ მაყურებელს უკადრებელი. სიმულაცია ყველგან ხდება და ეს მხოლოდ ჩვენი ჩემპიონატის სენი არ არის მაგრამ, რაც იბერიას ფეხბურთელებმა გააკეთეს ყოველგვარ ზღვარს ცდებოდა. მსაჯის დამსახურება უფრო არის ეგ ყველაფერი. ზედმეტად ლმობიერი იყო. არასპორტული საქციელისათვის წითელი იყო მისაცრმი, სიმულაციისათვისაც იყო ბევრი გასაფრთხილებელი. ფაქტია მსაჯს სადავეები გაექცა და ვერ იყო სათანადო სიმაღლეზე. რას ნიშნავს ახალგაზრდაა და დაინდო? მაშინ მოდი 30 წლამდე არ მივცეთ ხოლმე ბარათი. სამართლიანად უნდა შეეფასებინა და ვისაც რა ფერის ბარათი ეკუთვნოდა უნდა მიეცა. შემდეგში მსგავს საქციელს აღარ ჩაიდენდა. როგორც საკუთარი გუნდის გულშემატკივარს არ აკადრებ ზედმეტს, ისე არ უნდა აკადრო მეტოქე გუნდის გულშემატკივარსაც. თქვენ ინგლისში არ გინახავთ ეტყობა როგორი რეაქცია აქვთ სიმულიანტ ფეხბურთელებზე. საკუთარი გულშემატკივარი უწყობს ობსტრუქციას. გასაგებია დღევანდელ ფეხბურთში ზოგიერთმა თეატრის ელემენტებიც შემოიტანა მაგრამ მოედანი თეატრალურ სცენად არ უნდა აქციო. ეგ იყო ძალიან ცუდი ფაქტი, რამაც გულშემატკივარი გააღიზიანა თორემ, იბერიამ დამსახურებულად მოიგო. წამატებები ჩვენს კლუბებს. ფეხბურთელებმაც და გულშემატკივრებმაც პატივი ვცეთ ერთმანეთს. ერთმანეთის მეტი სიყვარული.
სოსო
გრიგოლიჩ,მაგ თემაზე ერთი კომენტარით მაღლა ვისაუბრე.რა თქმა უნდა ძალიან ცუდი საყურებელია,მაგრამ პირველ რიგში საკუთარ თავებს უნდა ვცეთ პატივი და უკადრებელი,არც ჩვენ ვიკადროთ.
Tazo
qutaisels 3 გოლი სიმულაციით გაიტანეს? და შენ რა გინდა თქვა ქუთაისი რომ ყოფილიყო წინ, დროს არ გაიყვანდა და არ ისიმულატებდა? კი ბატონო მსაჯს ის ბიჭი უნდა გაეძევებინა,რა მნიშვნელობა აქვს 17 წლისაა თუ 77 ის,ჭკუის სასწავლი იქნებოდა.მაგრამ გინება თავიდანვე დაიწყეთ და 90 წთ არ გაჩერებულა,ვერ იტანთ ქუთაისლები თბილისლებს ფაქტია,მაგრამ გულზე ხელი დაიდე და თქვი არ ჯობდა საბურთალო?
Qutaisel-s
თბილისში ცუციკივით ზიხართ
Rezo
ეს სახელების გაფარქმევს-გადმირქმევა პირდაპირი დიაგმოზია არასერიოზულობის და უპერსპეატივობის
სოსო
გეთანხმები.წითელი რომ არ მისცა,მსაჯის აშკარა შეცდომა იყო.პატარა ბიჭია და დაინდო?ასეთ რამეებს რომ ატარებენ,ამიტომაა ევროპაში უამრავ წითელ ყვითელ ბარათებს რომ ვიღებთ და არც გვესმის,რატომ გვაძლევენ.დარწმუნებული ვარ,მწვრთნელი მაგაზეც დაელაპარაკება ბიჭებს.მსაჯის შეცდომად ვთვლი იმასაც,რომ დროს გაყვანის მიზნით აშკარა სიმულაციებსაც ატარებდა.მსაჯობის ხარისხს,ბარათების რაოდენობა კი არა,მისი დროულობა განსაზღვრავს.დროზე მიცემულმა ბარათმა,შესაძლოა შემდგომში,მრავალი ბარათის ჩვენება აგაცილოს,თამაშიც ნორმალურ კალაპოტში გადაიყვანოს და მაყურებლის ქცევაც,მისაღების ფარგლებში დატოვოს. ამ თამაშმა გვიჩვენა,რომ ტორპედოსაც და საბურთალოსაც შეუძლიათ კარგი თამაში,თუმცა სამუშაო და გამოსასწორებელიც უამრავი აქვთ.ორივეს უკეთეს თამაშს და წარმატებებს ვუსურვებ.
gel-100
საბურთალოს ფეხბურთელების ქცევა არ ამართლებს ქუთაისელი გულშემატკივრის უზრდელობას,,რა თქმა უნდა ყველაზე არ მაქ საუბარი მარა ვინც გამოირჩეოდით მაგ უზრდელობით და გინებით ყველა უნდა შეგკრიბოთ კაცმა და პირისპირ შეგახვედროთ საბურთალოს ფეხბურთელებთან რომლებსაც ესე ბინძური ენით აგინებდით,,ზუსტად ვიცი ქალაჩუნებივით დაიმალებით და სიტყვას ვერ იტყვით,,
gel-100
საბურთალოს ფეხბურთელების ქცევა არ ამართლებს ქუთაისელი გულშემატკივრის უზრდელობას,,რა თქმა უნდა ყველაზე არ მაქ საუბარი მარა ვინც გამოირჩეოდით მაგ უზრდელობით და გინებით ყველა უნდა შეგკრიბოთ კაცმა და პირისპირ შეგახვედროთ საბურთალოს ფეხბურთელებთან რომლებსაც ესე ბინძური ენით აგინებდით,,ზუსტად ვიცი ქალაჩუნებივით დაიმალებით და სიტყვას ვერ იტყვით,,
დავითა აღმაშენებლიდან
მოიგო მიქაძემ, ბრავო! კინი ? გიგაურის არყოფნაში მანჯგალაძე დაიჩაგრა ცენტრში! დაცვას ხანდახან ძინავს. ბრაზილიელები ცოტა სუსტები არიან , მაგრამ პასებიც არ იყო! არაბიძე მარტო ვერ იბენს. კოხრეიძე დაბრუნდა კარგია. კლიაიჩი ცოტა აიჭრა. კუპატაძე ნორმ არგასაშვები არ გაუშვა. ეს ფეხბურთზე არა ფეხბურთზე - ნონიკაშვილი , მამაცაშვილი... მსახიობების დასტაა ფეხბურთი კარგად გამოსდით მაგრამ კაცობაში აიჭრნენ. ბოლო ეპიზოდზე არაფერს ვამბობ (პატარაა ისწავლის - წითელით უფრო ისწავლიდა) . ვინც უფრო მოინდომა მოიგო ფაქტი ესაა.
გრიგოლიჩი
გეთანხმებით გულშემატკივარი უნდა იყოს გულ-შემატკივარი ჩვენთან ისევ ბალელშიკები არიააან მიუხედავად იმისა რომ ბევრი იმდროს არც მოსწრებია, მეორე მხარეა ფეხბუღტელი- კაი წაიქეცი გასაგებია, გეტკინა და ღღიალებ (ისე რომ სტადიონს გარეთ ეკლესიის ეზოში ისმის) გავიიგეთ, მაგრამ ხაზს გარეთ რომ დაეცემი და შიგნით შეხტები, ეს აკრობატიკა გინების თანხლებით, ერთი საათი რომ იკლაკნები და მერე ახტები და მოქუსლავ უკან მოუხედავად ეს თარჯბენს ჰგავს ეგეც გინების თანხლებით (ეტყობა ჯოტია ცააავა სხვა სპორტშიც გვყავს) მეტოქე რომ ოდნავ გიბიძგებს და ჰოპა ლოგინზე (არა საწოლზე) რომ ხტება ზოგიერთი იმა შეშურდებათ :) ესეც გინების თანხლებითაა, ბალეტი არაა ფეხბურთიო ჩემს ახალგაზრდობასი ამობდნენ, გუშინ რა იყო ეს ფეხბურთი ვერ გეტყვით. არაბიძე კარგია მაგრამ ყველას მაგიერ ვერ ირბენს!
la masia
ეს კომენტატორი აზრზე არაა, სტადიონზე ვიყავი და სვარკის ყურება ჯობდა- ამან კიდევ ასეთი ლამაზი და დაძაბული ფეხბურთი კაი ხანია არ მინახავს ჩვენს ჩემპიონატშიო :). ტორპედო ვერ გაიხსნა 1 ტაიმში, იბერიას 1 ტაიმი კარგი იყო, აი მეორე ტაიმზე რა მოგახსენოთ, რუსთაველის თეატრში თუ არა მესხიშვილში არ დაიწუნებენ იბერიას ფეხბურთელებს- აფერუმ !? მეორე ტაიმი იყო საცოდაობა ჩვენი ფეხბურთის მიუხედავად იმისა რომ 4 გოლი გავიდა. მსაჯიც ვერ იყო სათანადო დონეზე ძალიან ლმობიერად ექცეოდა დამრღვევებს , ბოლო ეპიზოდში მინიმუმ 2 წითელი და 2ყვითელიც უნდა გამოეყენებებინა კიდევ.
რაბუ
იმედია არაბიძეს ამ ერთი თამაშით არ შეაფასებს
იბრუხი
ნერვების თამაშია მესმის მაგრამ, ოჯახი, დედა, მამა, ცოლი, ყველაფერს აგინებენ ამ ახალგაზრდა ქართველ ბიჭებს. მყრალი პირით და გაუნათლებელი თავით

ლამაზი გოლები გავიდა,მაგრამ წესით, ასე თავისუფლად დარტყმის საშუალებას არ უნდა გაძლევდნენ.ეს ორივე გუნდს შეეხება.ორივე გუნდს ბევრი აქვს სამუშაო დაცვის დალაგებაზე.შეტევა რომ კარგად შეუძლიათ,ამ თამაშიდანაც ჩანდა და კიდევ უფრო შეთამაშდებიან.ემოციების ასე ამოფრქვევა,ნამდვილად არ შეჰფერით ფეხბურთელებს,გულშემატკივრის მხრიდან ასეთი აგრესია კი,უკვე აღარ ვიცი.ასე მგონია,მათ ფეხბურთი კი არა,ბოღმის ამონთხევა სურთ,სტადიონზე.არ შეიძლება ასე,ხალხო!იქ მისული გულშემატკივრის ნახევარს,გულზე ალბათ ჯვარი ჰკიდია და პირჯვარსაც იწერენ.ამას გვასწავლის ქრისტიანობა?სპორტია,აზარტი,ემოციებიც დუღს,მაგრამ მის გამოხატვასაც ხომ აქვს საზღვრები?საიდან, ამდენი ბილწსიტყვაობა?!იმის გამართლებას,იმის გამტყუნებას,აზრი არა აქვს.ყველანი ვტყუივართ.ისინიც კი,ვინც იქ არ ვიყავით.ჩემპიონატი ჯერ მხოლოდ იწყება და ცოტა თავიდანვე თუ არ შევიზღუდეთ თავები,მალე ისევ ქვების სროლაზე და ცხვირპირის ლეწვაზე გადავალთ.
Qutaiseli
Aseti msajoba da aseti simulanti gundi roa saburtalo da sul zirs iwvnen amito vaginebdit da zhevaginebt sul maset sirebs
lm
"სპორტალ.გე" ერთი სიტყვა გეთქვათ ისე იბერიის ფეხბურთელების გამუდმებით სიმულაციებზე და მინდორზე კოტრიალზეც, მერე უცებ წამოხტომებზე და თავქუდმოგლეჯილ სირბილებზე. სპორტი კი არის მაგრამ ყველაფერს საზღვარი აქვს და ობიექტურობა გჭირდებათ მინიმუმ
Qutaiseli
Aseti msajoba da aseti simulanti gundi roa saburtalo da sul zirs iwvnen amito vaginebdit da zhevaginebt sul maset sirebs
lm
თუ იგინებოდნენ ყველა კუთხიდან საგინებლები იყვნენ და მაგიტოც. თეატრალურის მსახიობებივით სულ მინდორზე რომ იყვნენ წამოწოლილი და მერე უცებ არაფერი მომხდარა და გარბოდნენ ამას მარტივად აფერისტობა ქვია და შესაბამის პასუხსაც აძლევდა გულშემატკივარი. ფეხბურთი ითამაშე რა, მაგაში რომ ბაძავთ იტალიელებს სხვა დადებითებში მიბაძეთ და ივარჯიშეთ მეტი. არაბიძე იყო ნული. ასეთი თამაშით სანიოლმა კი არა კინმაც არ უნდა დააყენოს ძირითადში.
სიმართლე უნდა ითქვას
რამოდენიმე კომენატარი შემხვდა აქ, რომელმაც გამაოგნა. რა გჭირთ ხალხო, ეს რა უბედურებაა? რომელი გუნდია გულშემატკივარიც არ უნდა იყოთ, ასეთი ბოროტული აზრების ფრქვევა როგორ შეიძლება? საქართველოს ნაკრები ხომ ყველასია? თუ ქუთაისში მოთამაშე ფეხბურთელი კარგ ფოემაშია და სანაკრებოდ საჭიროა, როგორ შეგიძლიათ რაღაც მოკლე ინტერესებით აზროვნება? ან რა დამოკიდებულებაა ეს ლანძღვა გინება და წაგებაზე აღტკინებული საუბარი? რაც მეტი კარგი გუბდი იქნება ჩემპიონატში, მით უკეთესი ქართული ფეხბურთისათვის. ტორპედოა გულშემატკივრებს რა თქმა უნდა განსაკუთრებული დამოკიდებულება აქვთ დინამოსთან თამაშის მიმართ მაგრამ, არამგობია არსებობდეს ისეთი ადამიანი, ვისაც დინამოს დაღმასვლა გაუხარდება. იმაზე კი ნუ ვიფიქრებთ სხვისი დასუსტებით როგორ ვისარგებლოთ, იმაზე ვიფიქროთ ჩვენ რომ გავძლიერდეთ და ამით ვაჯობოთ. თუ გვინდა როდესმე ნორმალური ჩემპიონატი გვქონდეს და რაიმეს მივაღწიოთ. გულშემატკივრის ეგრე დამცირება და ლანძღვაც როგორ შეიძლება? ეს ხალხი საყვარელ კლუბს ქომაგობს და დინამო თბილისის გარდა ვერ ვიხსენებ ვერცერთი გუნდის გულშემატკივრებთან მათ დაპირისპირებას. რა გჭირთ? ერთი ქვეყნის შვილები არ ვართ? გულშემატკივრობა ღვარძლში და ბოროტებაში ნუ გადაგვივა. ყველა გუნდის დაღმასვლა უნდა გვტკიოდეს და ყველა გუნდის განვითარება გვიხაროდეს. რომელი უფრო საამაყოა ძლიერ გუნდთან მოგება თუნდაც თუ წაქცეულს რომ გადაუვლი? ვუქომაგოთ ჩვენს საყვარელ გუნდებს მაგრამ სპორტული თუ უბრალოდ ადამიანური ეთიკა ნუ დაგვავიწყდება. მეტოქისადმი პატივისცემა ნუ დაგვავიწყდება. ყველა გუნდის ქომაგს პატივი ვცეთ და გვიყვარდეს უბრალოდ ერთმანეთი. ვის რა შეუძლია ეგ მოედანზე გაარკვიონ საკუთარი თამაშით. ნაკრებში კი ვინც საუკეთესო ფორმაშია და ნაკრებს გამოადგება ის უნდა იყოს. რომელი გუნდის მოთამაშეც გინდა ის იყოს.
ბს
იბერია 1996 თუ 1999 ? იქნება 2000? ჩაასწორეთ მაინც,

ჯუნგლები რა
ნიკო
ფეხბურთის მოყვარული არ ვარ. ის რაც იბერიას ფახბურთელებმა გააკეთეს, ჯერ უკნიდან მოცელვა და მერე კონფლიქტის დროს ხელის კვრაზე 2 ფეხბურთელის წამოწოლა, კიდევ ერთხელ მარწმუნებს, რომ ბურთის სათამაშოდ ბალერინები გამოდიან მოედანზე.
გია
ტორპედომ წაიყომარა
გურულო
ქუთაისი თამაშს კი გამოასწორებს,მაყურებლებს არ ეშველებათ არაფერი.უზრდელობის პიკია.საერთოდ უნდა აუკრძალონ სტადიონზე დასწრება,ეგდონ ტელევიზორთან და იგინონ რამდენიც უნდათ. პ.ს. თბილისელი არ ვარ
Ქუთაისი
რაში გჭირდებათ ქუთაისელებს მაგხელა ტრიბუნები?ას კაცზე მეტი მაინც არ დადიხართ სტადიონზე.
gio gio
აკვირდებოდა არაბიძეს და იპოვა კოხრეიძე.
Rustavi
ჯერ ქუთაისიდან როგორ უნდა გამოიძახონ ვინმე ნაკრებში,საშინელი გუნდია უცუდესი ფეხბურთელებით.გულშემატკივრები ხომ საერთოდ ჯერ იყოდა ჩხეტიანი ფულს უხდიდა,ეხლა კი სემიჩკის საჭმელად დადიან
რაბუ
ჯერ როგორ იგინებიან ყველა კუთხიდან, ან საიდან ამოდით ამდენი სიბინძურე. როგორ შეიძლება ქართველმა ქართველს ასე აგინო ფეხბურთის გამო. იმიტო ვართ იქ სადაც ვართ
შახრუდინი
მშვენიერი გუნდია ტორპედო უბრალოდ დაცვის ხაზია გასაძლიერებელი თორემ ასეთი დაცვით ევროპაზე ვერაფერს იზამენ.შეტევა მშვენიერია.დაალაგებენ თამაშს წინ ბევრი დროა.იბერია ყოჩაღ კარგი გუნდია კარგი მწვრთნელი და ნიჭიერი ახალგაზრდები.არაბიძეზე ტყუილად ნერვიულობთ დღესაც მაგრად ითამაშა და ჩათვალეთ გამოძახებულია ნაკრებში
ქართველი
2 საგოლე გადაცემა გაკეთ გიომ მეტი ერთ თამამაში რა უნდა ექნა პირველ ტურში გოლიც გაიტანა აუცილებლად ჭირდება საქართველოს ნაკრებს
Modric
ისე, ტორპედოს ორივე გოლი არაბიძის პასით გავიდა (გადაახვიეთ და ნახეთ). კიდევ ჰქონდა ძალიან კარგი ჩაწოდებები რამდენიმე. ყოველშემთხვევაში, დღესაც მნიშვნელოვანი გავლენა ჰქონდა თამაშზე.
ეს პლეერი მოაშორეთ!
არც სანიოლია მწვრთნელი. და არც ჟუნალისტები ხართ ჟურნალისტები! ან აქამდის გეკითხათ რას ფიქრობს არაბიძეზე. ან ეხლა გეკითხათ ) ან ის გემალებათ, ან თქვენ ემალებით ))
L.J .
Risi tqma ginda???wageba jobia xooo sheni azrit???
Gio QPR
არაბიძე მეც მომწონს მარა სანამ ნაკრებში დაუძახებენ ისწავლოს ბურთის დაკარგვის მერე უკან დროული ჩამოსვლა. ტორპედოს ორივე თამაში ვნახე და არაბიძე ბურთს რო კარგავს მერე წევს ან იზმორება
გიგა
მაინც და მაინც დღეს არ წაუვიდა გიოს თავის თამაში და ვერ ანახა ბოლომდე რა შეუძლია,არვიცი ამთამაშით რამდენად დაუძახებს ნაკრებში.

ტორპედო არის სანარცხვინო ფსკერი გუნდი.მისი ადგილი მესამე ლიგაშია თავის ვაი გულშემატკივრებთან ერთად
Zura
სანიოლი არაბიძის სანახავად რომ ჩავიდა ძალიან კარგია, მაგრამ შეიძლება კოხრეიძე გამოიძახოს:)))
bejo
რავი ძმაო 2 გოლი გაიტანა ქუთაისმა და ორივე არაბიძემ შექმნა მხოლოდ გოლი ხომ არაა ?? ნახევარდაცვაში თამაშობს ... ლუქსემბურგთან რომ გამოიძახოს და ერთი საგოლე გადაცემა გააკეთოს ცუდი იქნება ? 3 ისეთი პასი გააკეთა 2 - ს გოლი მოჰყვა
მირო
არაბიძემ დღეს საერთოდ ვერაფერი აჩვენა და არც გამოიძახებს ალბათ სანიოლი.
ზურა
თამაში არ მინახავს, თუმცა ამ თორმეტწუთიან ვიდეოს ვუყურე და აქედან გამომდინარე, რა განსაკუთრებული უნდა ენახა არაბიძის ვერ ვხვდები. იქნებ იყო, მაგრამ ამ ვიდეოში არ ჩანს?
xuta
გგადაგლიჯა არაბიზემ?
Giorgi
მაგარი ქაოტური თამაში იყო ორივე მხრიდან. ესე ქუთაისს გაუჭირდება ევროპაზე.
დათო
როგორ გამკვირვებია ქუთაისელი თუ ბათუმელი გულშემატმივრის, ასე თავგადაკლულის... ვთქვათ და გახდი აქაური ჩემპიონი, მერე? ეგ არის სულ ჩვენი ამბიცია, რომ ვთქვათ და დინამო თბილისს ვაჯობოთ?
ლაშა
არაბიძე ნაკრებში გამოსაძახებელია საბურთალოელ კოხრეიძესთან ერთად!
bujanga
რა კარგია კოხრეიძე რომ დაბრუნდა..ტრამვა არ იყოს სერიოზული ისედაც გაიტანჯა ეს ბიჭი...არაბიძეც და კოხრეიძეც ორივე კარგია ახლა...სანიოლმა დააბრუნოს უნდა ორივე
bejo
არაბიძის ამბავში უყურე თამაშს კარგად ითამაშა გიომ ძალიან ამაზე კარგიც გვინახავს ... მაგრა საბურთალოს პროსტა არ სცხვენიაა ??? რა იყო ეს კოტრიალი ? საშინელი შთაბეჭდილება დატოვეს ძაან ამზრზენი იყო ... მერე ქუთაისელ გულშემატკივარზე იტყვიან კიდევ რამეს სირცხვილია , ქუთაისელი არ გეგონოთ აეროპორტში ვარ მანდ მარტო ნამყოფი )))
QT
კოხრეიძე ნაკრებში !
ბებიკომ
აკი კინი საქართველოს ნაკრების ტრენერადო????
მეზღვაური
სუსტი დაცვა ყავს ტორპედოს,თუ არ გააძლიერეს ეს რგოლი ზაფხულში გაუჭირდებათ ევროტურნირებზე.
"იბერია 1999"-მა კოტ-დ'ივუარის ნაკრების ფეხბურთელი დაიმატა
"დილას" იტალიელი მწვრთნელი ჩაუდგა სათავეში
როგორია ნაკრები ხვიჩას და ლიდერების გარეშე და რა დავინახეთ სექტემბრისთვის?
"ლივერპულმა" მეკარე იჯარით "აიაქსში" გაუშვა
"იბერია 1999"-მა კოტ-დ'ივუარის ნაკრების ფეხბურთელი დაიმატა
ნეიმარი: ხალხს ჰგონია ყოველ დღე ვერთობი, ასე არაა...
სულამანიძის ურთულესი ბადე ბუდაპეშტში - მესამე წრიდან წონის ფავორიტებთან...
საქართველოს U20 ნაკრები ევროპის ჩემპიონატისთვის მოსამზადებლად ლატვიაში გაემგზავრა
სვანაძე: არ ვიყავით ჩვენი თავის საუკეთესო ვერსია - ამას ობიექტური მიზეზები აქვს
[VIDEO] U21. გაძევება დებიუტში და საქართველოს ნაკრების წაგება პორტუგალიასთან
კონფერენს ლიგაზე "ტორპედოს" და "დილას" მეტოქეები ცნობილია
გოგლიჩიძის სამსახურით სერია A-ს ხუთი კლუბია დაინტერესებული
U21. პორტუგალიასთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
ჩემპიონთა ლიგის პირველ საკვალიფიკაციო ეტაპზე "იბერია 1999"-ის მეტოქე გაირკვა
7-კაცას მე-7 ადგილი
18 წ. | ზედიზედ მეორედ სამხრეთ აფრიკაში
ბერლინში დაუმარცხებელი ჩეჩენი მოკრივე მოკლეს
"მილანს" ზინჩენკოს დამატება სურს - "არსენალმა" ფასი დაასახელა
"იცით, ხვიჩა რომ "ლოკომოტივიდან" გაუშვეს, რა დამემართა?" - იური სიომინი
მისი აგენტი "ბარსელონას" თავად დაუკავშირდა - ნიკო უილიამსი "ბლაუგრანას" უახლოვდება
სამწუხარო ამბავი - შენგელიას თანაგუნდელს სიმსივნე აღმოაჩნდა
დღეს ბრძოლა ბოლომდე იქნება! - გადამწყვეტი მატჩი პორტუგალიასთან
ჩანაწერები ევრო 2024-დან: მგზავრობა ქეცბაიასთან, ქართველი გულშემატკივრების ამაღლებული ხმა და გუცაევი ფეხბურთის მუზეუმში...
"თელავი" პლეი-ოფში ითამაშებს; "სამტრედია" გავარდა
დაბრუნებაც, დებიუტიც... "იბერია 1999"-მა და "დინამო ბათუმმა" მოიგეს, ერთი მატჩი ფრედ დასრულდა
ეროვნული ლიგა. II ტური. "იბერია 1999" - "ტორპედო" [LIVE]
თბილისის "დინამომ" "სამტედიადან" ორი ფეხბურთელი დაიმატა
კახა ჩხეტიანი ეროვნულ ლიგას დაუბრუნდა
ეროვნული ლიგა. XXXIV ტური. "სამტრედია" - "დილა" [LIVE]
სტივ კინი: არაბიძეს პრემიერლიგაში წავიყვანდი
34-ე ტური: ჯერ ყველაფერი გასარკვევი რჩება
მამაცაშვილმა "დინამოს" კუთხურიდან ჩაუხვია - ულამაზესი გოლი ეროვნულ ლიგაში [VIDEO]
ეროვნული ლიგა. V ტური. "სამგურალი" - "იბერია 1999" [LIVE]
ეროვნული ლიგა. V ტური. "დინამო" (ბთ) - "ტორპედო" [LIVE]
"დილამ" "იბერია 1999"-ს 4:1 მოუგო და გალიდერდა [VIDEO]
ეროვნული ლიგა. IV ტური. "იბერია 1999" - "დინამო" (ბთ) [LIVE]
საქართველოთი მოხიბლული მაიდა - გაიცანით სახოს ცოლი, რომლის გამოც ფეხბურთელი "ტორპედოში" გადავიდა [PHOTOS]
ეროვნული ლიგა. IV ტური. "ტორპედო" - "დილა" [LIVE]
"იბერია 1999"-მა და "დილამ" მოიგეს, ფოთში ფრე დაფიქსირდა
ეროვნული ლიგა. III ტური. "ტორპედო - "თელავი" [LIVE]
"დილამ" სტუმრად "ტორპედოს" მოუგო; ორი მატჩი ფრედ დასრულდა
2024 წლის სეზონი დასრულებულია! "იბერია 1999"-მა ჩემპიონის ფარი აღმართა
ეროვნული ლიგა. VIII ტური. "დინამო" (თბ) - "კოლხეთი" [LIVE]
ეროვნული ლიგა. III ტური. "დილა" - "იბერია 1999" [LIVE]
ეროვნული ლიგა. XXXV ტური. "თელავი" - "სამტრედია" [LIVE]