ეროვნული ლიგის მეორე ტურში „თელავმა“ სახლში თბილისის „დინამოს“ 4:0 სძლია.
მასპინძლებმა პირველ ტაიმში სამი უპასუხო გოლი გაიტანეს და მატჩის ბედიც გადაწყვიტეს. თუმცა ამითაც არ დაკმაყოფილდა თელავური გუნდი, მაქაცარიას კარი შეცვლაზე შესულმა ხაბულიანმა დალაშქრა და საბოლოო ანგარიში დააფიქსირა.
თბილისის „დინამო“ 10 მარტს „ტორპედოს“ უმასპინძლებს, ხოლო „თელავი“ 11 მარტს გორში „დილას“ დაუპირისპირდება.
თელავი - დინამო (თბ) 4:0
გოლები: 1:0 ცნობილაძე (10), 2:0 მორჩილაძე (23), 3:0 ახვლედიანი (45+1), 4:0 ხაბულიანი (83)
სანიოლის სტუმრობაო, არ გეგონოთ ხუმრობაო - რა ნახა ფრანგმა ქუთაისში? [VIDEO]