16 წლის სალიას გოლით - თბილისის "დინამომ" "ტორპედოს" სძლია [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
ეროვნული ლიგის მესამე ტურში თბილისის „დინამომ“ საკუთარ მოედანზე „ტორპედო“ 1:0 დაამარცხა.

ორივე გუნდმა გასულ ტურში მარცხი განიცადა და დღევანდელ დაპირისპირებას მათთვის დიდი მნიშვნელობა ჰქონდა. მასპინძლები პირველ ტაიმში ლამაზი თავურით 16 წლის სალიამ დააწინაურა. მეორე ტაიმში თამაში უფრო საინტერესო გახდა და მომენტებიც მრავლად შეიქმნა: 61-ე წუთზე „დინამოს“ მეორე გოლის გატანა შეეძლო, როდესაც სანტისი ნადარაიას გაექცა, მეკარესთან პირისპირ გავიდა, მაგრამ მისი დარტყმული ბურთი კლიაიჩმა მოიგერია. შემდეგ შანსი სტუმრებს მიეცათ, თუმცა ერთი ერთზე გასულ პირესს მეკარე ლორიამ არ გაატანინა. მერე ხელსაყრელი პოზიციიდან სიხარულიშვილმა
ვერ უწია მიზანს. ცოტა ხანში სანტისმა ბურთი ძელს გაარტყა, დამატებაზე ყველას სალიამ დაასწრო, მან კი ბურთი ხარიხას გარტყა. საპასუხო კონტრშეტევისას მორიგი შანსი ხელიდან პირესმა გაუშვა. შემდეგ კიდევ ერთხელ იხსნა თავისი გუნდი ლორიამ და დედაქალაქელებმა გაიმარჯვეს.

ერთი სიტყვით, ძალიან თვალსასეირო მატჩი გამოვიდა, მაგრამ აუცილებლად უნდა აღინიშნოს ორივე გუნდის დაცვის სუსტი თამაში.

შემდეგ შეხვედრას თბილისის „დინამო“ 15 მარტს „იბერია 1999“-თან ჩაატარებს, ხოლო „ტორპედო“ 16 მარტს „დილას“ უმასპინძლებს.

თბილისი. „დინამო არენა“
დინამო (თბ) - ტორპედო
გოლი: სალია (33)

დღეს „იბერია 1999“ და „სამტრედია“ დაზავდნენ - 2:2

თბილისი. „დავით პეტრიაშვილი“
იბერია 1999 -სამტრედია 2:2
გოლები: 1:0 შ. ნონიკაშვილი (21), 1:1 ჰაიდარი (37), 2:1 სილა (62), 2:2 ფაჩულია (76)

alt"გიორგის შესახებ ეს საიდუმლო შემიძლია გითხრათ..." - დავით კერესელიძემ თქვა, რამდენ მილიონს სთავაზობდნენ არაბიძის სანაცვლოდ

მკითხველის კომენტარები / 33 /
ბოლო თამაშებიდან არაბიძის სანაკრებო დონე არ ჩანს. დინამოსნაირი წყალწაღებული გუნდი კი არ გვეყოლება მეტოქეთ.
fan1
19:21 11-03-2024
2
Გენი მუშაობს კოლხის-დემნა გვასალია,გიორგი მასხულია,საბა ბახია და კდევ ვინ მოსთვლის...
დემნა გვასალია
17:35 11-03-2024
2

სიახლეები პოპულარული