16 წლის სალიას გოლით - თბილისის "დინამომ" "ტორპედოს" სძლია [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
ეროვნული ლიგის მესამე ტურში თბილისის „დინამომ“ საკუთარ მოედანზე „ტორპედო“ 1:0 დაამარცხა.

ორივე გუნდმა გასულ ტურში მარცხი განიცადა და დღევანდელ დაპირისპირებას მათთვის დიდი მნიშვნელობა ჰქონდა. მასპინძლები პირველ ტაიმში ლამაზი თავურით 16 წლის სალიამ დააწინაურა. მეორე ტაიმში თამაში უფრო საინტერესო გახდა და მომენტებიც მრავლად შეიქმნა: 61-ე წუთზე „დინამოს“ მეორე გოლის გატანა შეეძლო, როდესაც სანტისი ნადარაიას გაექცა, მეკარესთან პირისპირ გავიდა, მაგრამ მისი დარტყმული ბურთი კლიაიჩმა მოიგერია. შემდეგ შანსი სტუმრებს მიეცათ, თუმცა ერთი ერთზე გასულ პირესს მეკარე ლორიამ არ გაატანინა. მერე ხელსაყრელი პოზიციიდან სიხარულიშვილმა
ვერ უწია მიზანს. ცოტა ხანში სანტისმა ბურთი ძელს გაარტყა, დამატებაზე ყველას სალიამ დაასწრო, მან კი ბურთი ხარიხას გარტყა. საპასუხო კონტრშეტევისას მორიგი შანსი ხელიდან პირესმა გაუშვა. შემდეგ კიდევ ერთხელ იხსნა თავისი გუნდი ლორიამ და დედაქალაქელებმა გაიმარჯვეს.

ერთი სიტყვით, ძალიან თვალსასეირო მატჩი გამოვიდა, მაგრამ აუცილებლად უნდა აღინიშნოს ორივე გუნდის დაცვის სუსტი თამაში.

შემდეგ შეხვედრას თბილისის „დინამო“ 15 მარტს „იბერია 1999“-თან ჩაატარებს, ხოლო „ტორპედო“ 16 მარტს „დილას“ უმასპინძლებს.

თბილისი. „დინამო არენა“
დინამო (თბ) - ტორპედო
გოლი: სალია (33)

დღეს „იბერია 1999“ და „სამტრედია“ დაზავდნენ - 2:2

თბილისი. „დავით პეტრიაშვილი“
იბერია 1999 -სამტრედია 2:2
გოლები: 1:0 შ. ნონიკაშვილი (21), 1:1 ჰაიდარი (37), 2:1 სილა (62), 2:2 ფაჩულია (76)

alt"გიორგის შესახებ ეს საიდუმლო შემიძლია გითხრათ..." - დავით კერესელიძემ თქვა, რამდენ მილიონს სთავაზობდნენ არაბიძის სანაცვლოდ

მკითხველის კომენტარები / 33 /
კიმაგრამ თქვენ რომელი დინამოს გულშემატკივრები წერთ აქ და აძაგებთ ტორპედოს თავის გულშემატკივრებიანად. თბილისში რო ცხობრობთ და სტადიონზე გასვლა გეზარებათ? რო შემთხვებით წააწყდებით დინამოს ანგარიშის გაგებას? დაგავიწყდათ სამი დღის წინ თელავმა 4:0 რო ამოგტენათ? ქვეყანას რო არცხვენთ წლებია და ფარერების გუნდები რო გტენიან დაგავიწყდათ? ამოიღეს ეხლა ხმა
ტოტტი
23:02 10-03-2024
9
ძალიან დიდი სირცხვილია რაც კომენტარებში ხდება. რამხელა ღვარძლი იგრძნობა. რა გჭირთ რა გემართებათ? როგორი მოკლე ინტერესები გქონიათ. მეტოქის ღირსეული დაფასება როგორ არ შეგიძლიათ? მოიგეთ? შეირგეთ. გილოცავთ. წააგეთ? მიიღეთ და მიულოცეთ. დინამოს გულშემატკივრებად რომ ასაღებენ აქ თავს, რა გჭირთ რა ღლიცინი და უტაქტობაა? 4:0 წააგეთ თელავთან და აბა უნდა გადაევლოთ თქვენთვის. ტორპედოს რომ ლანძღავთ თავის გულშემატკივრებიანად, არ გრცხვენიათ? გაიხსენეთ აბა იმ დიად დინამოში რამდენი ქუთაისელი და ტორპედოელი თამაშობდა და რამდენმა შეიტანა წვლილი რომ დინამო იქ და ისეთი ყოფილიყო როგორიც იყო? გასაგებია ქართული ელ-კლასიკოა, ყოველთვის პრინციპული დაპირისპირება მაგრამ, პრინციპულობა ღვარძლში და უტაქტობაში ნუ გადაგივათ. სიძულვილს აფრქვევთ ერთმანეთის მინართ და რის გამო? სანამ ქუთაისელებს და ტორპედოელებს გალანძღავთ, გაიხსენეთ ყველა ის დიდი ტორპედოელი და ქუთაისელი, რომელმაც დიდებული წლები აჩუქა დინამოს. არცერთი გუნდი არ წყვეტდა დღეს ვარსკვლავებს. ორივე გუნდს რეალიზების უდიდესი პრობლემა ჰქონდა, ტორპედოს დაცვა ისევ არ არსებობდა, არცერთ გუნდს რაღაც გააზრებული კომბინაციური თამაში თითქმის არ ჰქონდა. ვერც ტორპედო და ვერც დინამო ასეთი თამაშებით ევროსარბიელზე ვერაფერს ვერ მიაღწევენ. ძალიან დიდი მომატება სჭირდება ორივე გუნდს. ტორპედოს აშკარად სჭირდება მინიმუმ 3-4 კარგი ფეხბურთელის დამატება. რაც შეეხება არაბიძეს, დღეს ვერ იყო იმ სიმაღლეზე, როგორც ბოლო წელიწადნახევარია შეაჩვია გულშემატკივარი, რაღაც თითქოს შებოჭილი იყო, ვერ აიღო საკუთარ თავზე თამაში. ალბათ წნეხის ბრალიც იყო. მაგრამ გახარებული ღლიცინი არ მესმის თქვენი. ვისაც რომელიმე ქართველი ფეხბურთელის ჩავარდნა უხარია, არა თუ სამშობლო არ გიყვართ, უბრალოდ ბოროტები ხართ. პირიქით ტორპედოს ფეხბურთელი იქნება, დინამოსი, თელავის თუ სხვა, უნდა გიხაროდეთ მაღალ დონეზე თუ თამაშობს და მხარს უჭერდეთ ნაკრებისათვის. ამ მოკლე აზროვნებით ვერაფერს მიაღწევთ. ამ ერთი ჩავარდნილი თამაშით მთელს სეზონს ვერ გაუფერმკრთალებთ არაბიძეს. რა ხდება რომელიმე თქვენთაგანს გართმევთ ნაკრებში ადგილს ეს ბიჭი? როდესაც ქვეყანას ეხება საქმე, პირადი უნდა გადადოთ და ვინც უკეთესია მას დაუჭიროთ მხარი. როდესაც ესეთი პოტენციალის ფეხბურთელი გყავს ცუდი უნდა უსურვო თუ მხარდაჭერა უნდა აგრძნობინო? გონს მოვეგოთ სჯობს და ყველამ ერთი მიზნისკენ ვიხედოთ, რასაც განვითარება ჰქვია, თორემ მატარებელი უჩვენოდ წავა და ჩვენ არავინ დაგველოდება. ერთმანეთის პატივისცემის და სიყვარულის გარეშე კი არაფერი გამოვა. საყვარელ გუნდებს ვუგულშემატკივროთ, სუბიექტურობაც ,,მოსულა" ამ დროს მაგრამ, ღვარძლი და სიძულვილი გაუმართლებელია.
სიმართლე უნდა ითქვას
05:07 11-03-2024
5

სიახლეები პოპულარული