16 წლის სალიას გოლით - თბილისის "დინამომ" "ტორპედოს" სძლია [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
ეროვნული ლიგის მესამე ტურში თბილისის „დინამომ“ საკუთარ მოედანზე „ტორპედო“ 1:0 დაამარცხა.

ორივე გუნდმა გასულ ტურში მარცხი განიცადა და დღევანდელ დაპირისპირებას მათთვის დიდი მნიშვნელობა ჰქონდა. მასპინძლები პირველ ტაიმში ლამაზი თავურით 16 წლის სალიამ დააწინაურა. მეორე ტაიმში თამაში უფრო საინტერესო გახდა და მომენტებიც მრავლად შეიქმნა: 61-ე წუთზე „დინამოს“ მეორე გოლის გატანა შეეძლო, როდესაც სანტისი ნადარაიას გაექცა, მეკარესთან პირისპირ გავიდა, მაგრამ მისი დარტყმული ბურთი კლიაიჩმა მოიგერია. შემდეგ შანსი სტუმრებს მიეცათ, თუმცა ერთი ერთზე გასულ პირესს მეკარე ლორიამ არ გაატანინა. მერე ხელსაყრელი პოზიციიდან სიხარულიშვილმა
ვერ უწია მიზანს. ცოტა ხანში სანტისმა ბურთი ძელს გაარტყა, დამატებაზე ყველას სალიამ დაასწრო, მან კი ბურთი ხარიხას გარტყა. საპასუხო კონტრშეტევისას მორიგი შანსი ხელიდან პირესმა გაუშვა. შემდეგ კიდევ ერთხელ იხსნა თავისი გუნდი ლორიამ და დედაქალაქელებმა გაიმარჯვეს.

ერთი სიტყვით, ძალიან თვალსასეირო მატჩი გამოვიდა, მაგრამ აუცილებლად უნდა აღინიშნოს ორივე გუნდის დაცვის სუსტი თამაში.

შემდეგ შეხვედრას თბილისის „დინამო“ 15 მარტს „იბერია 1999“-თან ჩაატარებს, ხოლო „ტორპედო“ 16 მარტს „დილას“ უმასპინძლებს.

თბილისი. „დინამო არენა“
დინამო (თბ) - ტორპედო
გოლი: სალია (33)

დღეს „იბერია 1999“ და „სამტრედია“ დაზავდნენ - 2:2

თბილისი. „დავით პეტრიაშვილი“
იბერია 1999 -სამტრედია 2:2
გოლები: 1:0 შ. ნონიკაშვილი (21), 1:1 ჰაიდარი (37), 2:1 სილა (62), 2:2 ფაჩულია (76)

alt"გიორგის შესახებ ეს საიდუმლო შემიძლია გითხრათ..." - დავით კერესელიძემ თქვა, რამდენ მილიონს სთავაზობდნენ არაბიძის სანაცვლოდ

მკითხველის კომენტარები / 33 /
ბოლო თამაშებიდან არაბიძის სანაკრებო დონე არ ჩანს. დინამოსნაირი წყალწაღებული გუნდი კი არ გვეყოლება მეტოქეთ.
fan1
11 მარტი 2024 19:21
2
Გენი მუშაობს კოლხის-დემნა გვასალია,გიორგი მასხულია,საბა ბახია და კდევ ვინ მოსთვლის...
დემნა გვასალია
11 მარტი 2024 17:35
2
დინამომ ამოგტენათ
ბათუმი
11 მარტი 2024 15:29
0
ამ არაბიძეს ეხლა მოუნდა მაინცდამაინც ზედიზედ ორი თამაშის ჩაგდებაა,, რავიცი შეილება ერთ თამაშში არ გაგიმართლოს მარა საქ ჩემპიონატში რო ზედიზედ ორ თამაშში ვერაფერს ვერ იზავ რაღა სანაკრებო პრეტენზია შეილება რო გქონდეს,,ვდგავართ და ხან სანიოლს ვაბრალებთ ხან კობის და ხან იაშკას მე ამათი დამცველი არ ვარ მარა ისიც ხო გამოჩნდა რო არაბიძეზე ზედმეტი წარმოდგენა გვქონია ყოველ შემთხვევაში ჯერჯერობით,,რავიცი სკამზე ჯდომას არ კადრულობს ეგ ბიჭი და ძირითადში კიდე რანაირად უნდა დააყენონ ამ თამაშების შემხედვარე?? ვინ უნდა ამოაგდოს ძირითადიდან? რომელს ჯობია ამ ეტაპზე კიტეს, კვარას, ჩაკვეს, ზურიკოს თუ რომელს??
gel-100
11 მარტი 2024 12:09
2
დამეჭირა სამწუხაროდ და დისლაიქი დაუწერე საკუთარ კომენტარს მაგრამ მეორე ვინც დაწერეთ რაში არ მეთანხმები მოდი ვიმსჯელოთ,,კიარ მწყინს რამდენიც გინდა დაწერეთ თუმცა აზრიანი დაწერეთ და არა უაზრო
gel-100
11 მარტი 2024 20:26
0
ლივერპული-სიტის დამთავრების შემდეგ გადმოვრთე დინამო-ტორპედოზე.უცებ მეგონა სპორტის რაღაც სხვა სახეობას ვუყურებდი.საშინლად დაბალი დონეა.შეიძლება წარმოვიდგინოთ ლივერპული და სიტი ,დინამოსა და ტორპედოს წინააღმდეგ? არადა იყო დრო ტოლ-სწორად ვეთამაშებოდით.ამ დაჩაჩანაკებულ ლეგიონერებს სად პოულობენ კიდევ? ზანგმა შეიძლება ფეხბურთის თამაში არ იცოდეს ,მაგრამ სისწრაფე და ფიზიკა არ უვარგოდეს ,ასეთი მარტო ჩვენთან შეიძლება ნახო.ერთი სიტყვით გაუვალ ჭაობში ვართ.ყველაფრის თავი კი ქვეყნის პოლიტიკურ-ეკონომიკური მდგომარეობაა.სანამ მიდგომები რადიკალურად არ შეიცვლება ქვეყნის და მოსახლეობის ტრადიციულ-პატრიოტული ინტერესების გათვალისწინებით ,რაიმე სერიოზულ წარმატებებზე ფიქრი ნებისმიერი მიმართულებით ილუზიურ-უტოპიურია და მეტი არაფერი.ჩვენ გვჭირდება დამოუკიდებლობა ნამდვილი და არა ფსევდო და ყალბი.და კიდევ ---ჩვენს სტადიონებზე მისული თინეიჯერი მაყურებელი ხომ მაყურებელი არ არის.მათ ხომ გულშემატკივრის არაფერი არ სცხიათ,არც ფეხბურთის გაგება და არც ურთიერთ პატივისცემის კულტურის ნიშანწყალი არ გააჩნიათ.ერთი სიტყვით როგორი ფეხბურთიც გვაქვს ,მაყურებელიც ისეთი გვყავს.ნამდვილი გულშემატკივარი კი მაშინ მივა სტადიონზე,როცა ფეხბურთიც ნამდვილი იქნება.
არგუტი
11 მარტი 2024 09:54
4
ძალიან დიდი სირცხვილია რაც კომენტარებში ხდება. რამხელა ღვარძლი იგრძნობა. რა გჭირთ რა გემართებათ? როგორი მოკლე ინტერესები გქონიათ. მეტოქის ღირსეული დაფასება როგორ არ შეგიძლიათ? მოიგეთ? შეირგეთ. გილოცავთ. წააგეთ? მიიღეთ და მიულოცეთ. დინამოს გულშემატკივრებად რომ ასაღებენ აქ თავს, რა გჭირთ რა ღლიცინი და უტაქტობაა? 4:0 წააგეთ თელავთან და აბა უნდა გადაევლოთ თქვენთვის. ტორპედოს რომ ლანძღავთ თავის გულშემატკივრებიანად, არ გრცხვენიათ? გაიხსენეთ აბა იმ დიად დინამოში რამდენი ქუთაისელი და ტორპედოელი თამაშობდა და რამდენმა შეიტანა წვლილი რომ დინამო იქ და ისეთი ყოფილიყო როგორიც იყო? გასაგებია ქართული ელ-კლასიკოა, ყოველთვის პრინციპული დაპირისპირება მაგრამ, პრინციპულობა ღვარძლში და უტაქტობაში ნუ გადაგივათ. სიძულვილს აფრქვევთ ერთმანეთის მინართ და რის გამო? სანამ ქუთაისელებს და ტორპედოელებს გალანძღავთ, გაიხსენეთ ყველა ის დიდი ტორპედოელი და ქუთაისელი, რომელმაც დიდებული წლები აჩუქა დინამოს. არცერთი გუნდი არ წყვეტდა დღეს ვარსკვლავებს. ორივე გუნდს რეალიზების უდიდესი პრობლემა ჰქონდა, ტორპედოს დაცვა ისევ არ არსებობდა, არცერთ გუნდს რაღაც გააზრებული კომბინაციური თამაში თითქმის არ ჰქონდა. ვერც ტორპედო და ვერც დინამო ასეთი თამაშებით ევროსარბიელზე ვერაფერს ვერ მიაღწევენ. ძალიან დიდი მომატება სჭირდება ორივე გუნდს. ტორპედოს აშკარად სჭირდება მინიმუმ 3-4 კარგი ფეხბურთელის დამატება. რაც შეეხება არაბიძეს, დღეს ვერ იყო იმ სიმაღლეზე, როგორც ბოლო წელიწადნახევარია შეაჩვია გულშემატკივარი, რაღაც თითქოს შებოჭილი იყო, ვერ აიღო საკუთარ თავზე თამაში. ალბათ წნეხის ბრალიც იყო. მაგრამ გახარებული ღლიცინი არ მესმის თქვენი. ვისაც რომელიმე ქართველი ფეხბურთელის ჩავარდნა უხარია, არა თუ სამშობლო არ გიყვართ, უბრალოდ ბოროტები ხართ. პირიქით ტორპედოს ფეხბურთელი იქნება, დინამოსი, თელავის თუ სხვა, უნდა გიხაროდეთ მაღალ დონეზე თუ თამაშობს და მხარს უჭერდეთ ნაკრებისათვის. ამ მოკლე აზროვნებით ვერაფერს მიაღწევთ. ამ ერთი ჩავარდნილი თამაშით მთელს სეზონს ვერ გაუფერმკრთალებთ არაბიძეს. რა ხდება რომელიმე თქვენთაგანს გართმევთ ნაკრებში ადგილს ეს ბიჭი? როდესაც ქვეყანას ეხება საქმე, პირადი უნდა გადადოთ და ვინც უკეთესია მას დაუჭიროთ მხარი. როდესაც ესეთი პოტენციალის ფეხბურთელი გყავს ცუდი უნდა უსურვო თუ მხარდაჭერა უნდა აგრძნობინო? გონს მოვეგოთ სჯობს და ყველამ ერთი მიზნისკენ ვიხედოთ, რასაც განვითარება ჰქვია, თორემ მატარებელი უჩვენოდ წავა და ჩვენ არავინ დაგველოდება. ერთმანეთის პატივისცემის და სიყვარულის გარეშე კი არაფერი გამოვა. საყვარელ გუნდებს ვუგულშემატკივროთ, სუბიექტურობაც ,,მოსულა" ამ დროს მაგრამ, ღვარძლი და სიძულვილი გაუმართლებელია.
სიმართლე უნდა ითქვას
11 მარტი 2024 05:07
5
აი კიდევ ერთი ჩხეტიანის მიმდევარი..რამდენს გიხდიდათ ჩხეტიანი?
სიმართლე უნდა ითქვას-ს
11 მარტი 2024 09:13
5
არაბიძესთან რა გინდათ???ის ჩემის პერესი შვიდჯერ გაიყვანეს მეკარესთან პირისპირ და ლორიას ვერ ააცილა ბურთი
გიუშა
11 მარტი 2024 01:07
4
წინა ტურშიც მან გააცუდა მეკარესთან პირისპირ გასულმა, თორემ შესაძლოა სხვაგვარად წასულიყო ის თამაში. დღეს ორი ას პროცენტიანი მომენტი ჰქონდა. ნუ სამარტლიანობისათვის უნდა ითქვას ორი ასევე 100 პროცენტიანი მომენტი დინამოსაც ჰქონდა. პირესი მანამდე თითქოს ყველაფერს კარგად აკეთებს მაგრამ საბოლოო დარტყმის დროს თითქოს მეკარეები აშინებენ :D არაბიძემ რამოდენიმე ძალიან კარგი პასი დღესაც გააკეთა მაგრამ, ასეთი ინერტული ბოლო წელიწადნახევრის მანძილზე არ მახსოვს. თითქოს ვერ გაბედა საკუთარ თავზე თამაშის აღება. რთულია როდესაც უკან დაცვა ფაქტობრივად არ გყავს ასეთ პრინციპულ თამაშში საკუთარ თავზე ბევრის აღება.
სიმართლე უნდა ითქვას
11 მარტი 2024 05:52
0
რაო არაბიძემ ვერ მოიგო თამაში?:)))ნაკრები არა კვახი!
ჯეჯე
11 მარტი 2024 00:03
17
თვალსასეირო:))?
berg
10 მარტი 2024 23:45
2
გორის დილას რამდენი ლეგიონერი მოუყვანია ჩუმად და ზარ ზეიმის გარეშე. საპრიზოზე გავა ჩემი აზრით. ტორპედო კოდე ნუ ჩამოწერეთ მესამე ტურია ჯერ.
რაბუ
10 მარტი 2024 23:05
2

სიახლეები პოპულარული