ფრეები თბილისში. და პირველი 0:0 სეზონში...

AutoSharing Option
გაიმართა კრისტალბეთ ეროვნული ლიგის მეხუთე ტურის დარჩენილი ორი შეხვედრა და ორივე ფრედ დასრულდა. თბილისში იყო თამაშები.

სხვათა შორის, დღეს 34 წელი გავიდა, რაც საქართველოს ჩემპიონატში პირველი მატჩი შედგა. მაშინ თბილისის "იბერიამ" ფოთის "კოლხეთი 1913"-თან 0:1 წააგო.

დინამო თბ 1:1 სამტრედია

მატჩის დაწყებამდე ორივე გუნდმა საქართველოს ნაკრების წარმომადგენლებს, დინამო თბილისის მეკარე გიორგი ლორიასა და ექიმ დავით ხარაბაძეს, დერეფანი მოუწყვეს. ევროპის ჩემპიონატზე გასვლა: დიდი ამბავი ქართული ფეხბურთისთვის და მთლიანად ქვეყნისთვის.

თამაშს რაც შეეხება, პირველი ტაიმი უგოლოდ დასრულდა, მეორე ნახევრის დასაწყისში კი "სამტრედია"
დაწინაურდა. დიდი ძალებით შეუტიეს, ბოლოს რევაზ ინჯგიამ გაუკეთა პასი ომრან ჰაიდარს და მანაც ახლოდან ზუსტად დაარტყა. ეს ავღანელი ჰაიდარის მესამე გოლია მიმდინარე სეზონში.

"დინამომ" ბოლოს გაათანაბრა, როცა ვახტანგ სალიას გადაცემა კარგად გამოიყენა ლიეტუველმა დანიელ რომანოვსკიმ. ეს ლიეტუველის სადებიუტო გოლია საქართველოში.

"დინამო თბილისი" 7 ქულით მეხუთე ადგილზეა, ხოლო "სამტრედია" 3 ქულით - ბოლოსწინაზე. იმერულ გუნდს ჯერ არ გაუმარჯვია.

გაგრა 0:0 სამგურალი

პირველი უგოლო ფრე მიმდინარე კრისტალბეთ ეროვნულ ლიგაში. 25 მატჩში პირველი 0:0.

მომენტები ორივე გუნდს ჰქონდა. მაგალითად, "გაგრას" შემტევმა გიორგი ივანიაძემ ხარიხას მოარტყა ბურთი, "სამგურალის" შანსებიდან გამოვარცებთ მომენტს, როცა თორნიკე ჯანგიძემ ცარიელი კარიდან გამოიტანა ბურთი.

წყალტუბოელები ისევ პირველი გამარჯვების მოლოდინში არიან, თუმცა სამი წაგების მერე ორი ფრე ითამაშეს. "გაგრაც" ჯერ ცხრილის ქვედა ნაწილშია, 4 ქულა აქვს.

erovnuliliga.ge

მკითხველის კომენტარები / 1 /
ცხრილს რატომ არ აქვეყნებთ? ისე, მუდმივად რომ გქონდეთ, მშვენიერი იქნებოდა.
პატივისცემით
03:18 31-03-2024
0
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული