ეროვნული ლიგის მეექვსე ტურში "იბერია 1999"-მა ბათუმის "დინამო" 3:0 დაამარცხა.
დუბლი გიორგი კოხრეიძემ შეასრულა, საბა მამაცაშვილმა კი გოლი გაიტანა და საგოლე გადაცემა გააკეთა.
ბათუმის "დინამომ" მიმდინარე ტურნირზე პირველი ქულები დაკარგა, თუმცა მაინც ლიდერია და 8 აპრილს თბილისის "დინამოს" უმასპინძლებს. "იბერია 1999" კი ამ მომენტისთვის 13 ქულით მეორე ადგილზეა და 6 აპრილს ქობულეთში "კოლხეთს" შეხვდება.
თბილისი. "დავით პეტრიაშვილი"
იბერია 1999 - დინამო (ბთ) 3:0
გოლები: 1:0 გ. კოხრეიძე (12), 2:0 გ. კოხრეიძე (28), 3:0 მამაცაშვილი (72)
გამოუყენებელი პენალტი: მამუჩაშვილი (90+9, დინამო)