სტივ კინი: არაბიძეს პრემიერლიგაში წავიყვანდი

AutoSharing Option
ეროვნული ლიგის მეექვსე ტურში "კოლხეთთან" მოგებული მატჩის შემდეგ "ტორპედოს" მწვრთნელმა სტივ კინმა დუბლის ავტორი გიორგი არაბიძე შეაქო:

"დღესაც რომ პრემიერლიგაში ვმუშაობდე, გიორგი არაბიძე იქნებოდა პირველი ფეხბურთელი, რომელსაც ინგლისში წავიყვანდი.

ის ლიდერია და ზუსტად ეს გამოარჩევს სხვებისგან - ზეწოლის ქვეშ თამაში მისთვის პრობლემას არ წარმოადგენს, ნებისმიერი სირთულის გადალახვა შეუძლია. კაპიტნის სამკლავურით გამოვიდა და სამუშაო, რომელიც დღეს მოედანზე გასწია, სიტყვებით შეუფასებელია".

მკითხველის კომენტარები / 29 /
მადლობა ტორპედო ქუთაისს და პირადად სტივ კინს არაბიძის კარიერის "დაქამბექებაში". ეს შოტლანდიელის უმთავრესი დამსახურებაა რო ჩვენ ქვეყანას არ დაუკარგა კიდევ ერთი დიდი ტალანტი და ლამის ლურსმნებიდან ჩამოახსნევინა არაბას ბუცები და ბიჭი დიდ ფეხბურთში თავიდან "დაბადა". რამდენი ფეხბურთელი ვიცით ნაკრებში ვისაც 2 ასეთი ბურთი 1 თამაშში კიარა კარიერაში აქვს გატანილი? #არაბა ევროპაზე# საქართველო შენ არ გაქვს ფუფუნება ასეთ "ქილერ" შემტევზე უარი თქვა.
Charley
03 აპრილი 2024 02:25
3
ყოჩაღ,ეგრე რომ გააგრძელო დაგიფასდება.მთავარია შრომა და არ აყვე ნერვებს.ძალიან საწყენი იქნება თუ შენისთანა ნიჭი გაიფანტება.ქართულ ფეხბურთს სჭირდები გიო.
ური
03 აპრილი 2024 02:27
2
ნეტა კვეკვე რას მუშაობს ამდენს
გოგა
03 აპრილი 2024 03:10
14
მისტერ სტივ! ნუთუ თქვენ არ გყავთ ისეთი მეგობარი მწვრთნელები პრემიერლიგაში რომ არაბას რეკომენდაცია გაუწიოთ და შესთავაზოთ რომელიმე გუნდს.
ისე მადლობა, არაბიძე ქართულ ფხბურთს რომ დაუბრუნე,
-- არაბიძე უპირობოდ ნაკრებში !
მალხაზ ჯობავა
03 აპრილი 2024 09:12
5
წარმატებები არაბიძეს.
გიო
03 აპრილი 2024 03:11
0
ამ ბიჭის ნაკრებში არშეყვანა შეცდომა კიარა, დანაშაულია. მას მარტოს შეუძლია თამაშის ბედი გადაწყვიტოს. აშკარაა, ის რიგითი ფეხბურთელი არაა.
მერაბი-1960
03 აპრილი 2024 10:10
7
თუ პრემიერლიგა არა, სხვა ლიგები ხომ არსებობენ და მიაქცევენ ყურადღებას. ასეთი თამაშით, მალე გახდება სკაუტების სამიზნე, ოღონდ არ იზარმაცოს.
მერაბი
03 აპრილი 2024 09:56
0
ეს სიტყვები,უფრო არაბიძის,მართლაც შესანიშნავი თამაშისათვის პატივის მიგება მგონია,რადგან რამდენადაც ვიცი,ინგლისში არაევროკავშირელ ფეხბურთელს,თამაშის უფლებას არ აძლევენ,თუ მას,თავისი ქვეყნის ნაკრებში,მატჩები მგონი 70% არა აქვს ნათამაშები.ადრე ასე იყო და არ მახსოვს,ეს კანონი შეცვლილიყოს.
დიდი იმედი მაქვს,რომ სანიოლი ამხანაგურ მატჩებში გასინჯავს გიორგის,მაგრამ ეგეც რომ არ იყოს,ასეთი თამაშით,არა მგონია,ევროპული კლუბებიდან შეძენის მსურველები მოაკლდეს.მთავარია არ მოუკლოს და შრომა განაგრძოს.
შესაძლოა გიორგი,მისი ნაკლები მოძრაობის გამო,ძირითადის ფეხბურთელად ვერც მოვიაზროთ,მაგრამ იმ შემთხვევისთვის,თუ გუნდს არაფერი გამოსდის და აუცილებლად სჭირდება გოლის გატანა,მას შეუძლია თამაშის ბედში ცვლილება შეიტანოს,ჯერ ერთი,დაცვის ყურადღება,კვარაზე იქნება მიმართული და მას მეტი სივრცე მიეცემა,მეორე კი,მას შეუძლია სტანდარტებიდანაც გატანა,ან საგოლე პასის დახატვა.გიორგიმაც აუცილებლად უნდა მოუმატოს მოძრაობას,რადგან საქართველოს ნაკრები არ გამოირჩევა დიდი სირბილის უნარიანობით,მისი სახით,ნაკლებად მოძრავი ფეხბურთელი,სანიოლს ამიტომაც არ უნდა შემადგენლობაში.არავინ გვყავს ისეთი,ვინც მისგან დაკლებულ შავ სამუშაოს,საკუთარ თავზე აიღებს.გამოდის რომ მისი ნაკრებში დაძახება,მხოლოდ გარკვეულ,თითქმის წაგებულ სიტუაციებში,მის გამოშვებას იგულისხმებს.ყველას გვინდა გიორგის ნაკრებში ხილვა,მაგრამ სანიოლის გაგებაც ადვილად შეიძლება.
სოსო
03 აპრილი 2024 08:22
4
ამბობენ,არაბიძეს დისციპლინის პრობლემები აქვსო და თავი მესი გონია,ტორპედოს ქომაგები რას ითყვით,ეგრეა? მე პრობლემას ვერ ვხედავ,თუნდაც ეგრე იყოს და უდისციპლინობას ავლენდეს,ნიჭი აშკარაა. რა გონია ამ ხალხს,ნიჭიერები და უნიჭოები ერთნაირად აზროვნებენ? სხვების მიმართ უპატივცემულობას გამოხატავენ,მათზე მაგრები გონიათ თავი და რეალურად არიან კიდეც. რა გგონიათ,მესის მარადონაზე მაგარი არ გონია თავი? ან რონალდუს ფიგუზე და ეუსებიოზე? ეს რო ესე არ იყოს,ვერ გახდებოდნენ ისინი,ვინც არიან და მომავალში გამოჩნდება ვიღაც,ვისაც ამ ორზე მაგარი ეგონება თავი და ა.შ. ამიტომ უაზრო მიზეზების მოყვანას,ჯობია ნიჭს მიეცეს გზა ფართო და არა გვარიშვილობას. მაგის ხასიათი და შინაგანი სამყარო რაში მადარდებს,ცოლად კი არ მომყავს,ფეხბურთს ქე თამაშობს მაგრად და...
იასონას უდარი
03 აპრილი 2024 06:43
7
საქართველოს ჩემპიონატისთვის გადაზრდილია გიორგი და უნდა გადავიდეს სხვა კლუბებში. დინამიკა, თამაშის ტემპი დაბალია ჩვენთან და აქ არ უნდა დარჩენილიყო. გიორგი როგორც ფეხბურთელი რომ ნიჭიერი და შემსრულებელია ამაზე ორი აზრი არაა, უფრო ფსიქოლოგიურად ვერაა ისეთი მყარი. ვაკვირდები ხოლმე რაც არ მომწონს კარგ პასს რომ გააკეთებს და თავისი თანაგუნდელი ვერ ითამაშებს სათანადო დონეზე ცოტა აგდებულად იქცევა რაც არაა სწორი. ფიზიკურად და ინტესივოვით რომ მოუმატოს ნაკრებში ლიდერად იქცევა. ჩვენ ნაკრებში ძალიან მეგობრული სიტუაცია არის და საინტერესოა რა აზრის არიან ნაკრების ფეხბურთელები გიორგიზე. იმედია ამხანაგურ თამაშებში მისცემენ თავის გამოჩენის საშუალებას და რაც მთავარია გადამწიფებულია უკვე საქართველოს ჩემპიონატისთვის. ყველაზე ძალიან ის არ მინდა ვიფიქრო რომ ეს ტემპი რაც საქართველოს ჩემპიონატშია მისთვის მისაღებია და მაგიტომ არ უნდა სხვაგან გადასვლა.
zaza
03 აპრილი 2024 10:57
1
გ ო გ ა ს ! ---- კვეკვემ უკვე გააკეთა თავისი საკეთებელი საქართველოს და ხალხისთვთვის, ახლა შენ გააკეთე რამე ღირებული და გაგვახარე ისე როგორც კვეკვემ.
მალხაზ ჯობავა
03 აპრილი 2024 09:06
1

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული