სახოს "ტორპედოში" ტრანსფერი საბოლოოდ გადაწყდა - ცნობილია, რა პირობებით დაიყოლია ქუთაისურმა გუნდმა ცნობილი ფრანგი მცველი

AutoSharing Option
34 წლის ცნობილი ფრანგი მცველი მამადუ სახო კარიერას ქუთაისის "ტორპედოში" განაგრძობს. ინფორმაციას ინგლისური და ფრანგული გამოცემები ადასტურებენ.

ის რამდენიმე დღეში ჩვენს ქვეყანაში ჩამოფრინდება და 1+1 სისტემის კონტრაქტს მოაწერს ხელს. The Sun კონკრეტულ გასამრჯელოს არ აკონკრეტებს, მაგრამ იმ დეტალებზე წერს, რითაც ქართულმა გუნდმა ვეტერანი ფეხბურთელის დაყოლიება შეძლო.

"ტორპედომ", მაღალი ხელფასის გარდა, სახოს ბიზნესს შესაძლებლობები და ოჯახისთვის დამატებითი სარგებელი შესთავაზა", - წერს გამოცემა. 

სახომ, რომელსაც საფრანგეთის ნაკრებში 29 მატჩი აქვს ჩატარებული და 2 გოლი გატანილი, გასული სეზონი "მონპელიეში" გაატ
არა, თუმცა სათამაშო პრაქტიკა თითქმის არ ჰქონდა.

გულშემატკივარს მან განსაკუთრებით თავი პსჟ-ში, "ლივერპულსა" და "კრისტალ პალასში" თამაშით დაამახსოვრა.
მკითხველის კომენტარები / 25 /
დილას და ტორპედოს გაუმარჯოს, ორივე გუნდს თავისი გეგმა აქვს და ამ გეგმას მიყვებიან, ნუ დინამოზე არაფერს ვიტყვი, გუნდს მაგარი აკადემია მაინც აქვს. და დანარჩენი გუნდები? რა მიზანი გაქვთ? გეგმაზე ხო ლაპარაკიც ზედმეტია. და ისინი სად არიან ქართული ბაიერნი ვართო რო იძახდნენ და თურმე გორის დილად გადაქცევაზე რო ოცნებობდნენ? მეჰდი მარა და აკრო მენსა რო მოიყვანეს.
ქუთაისელი
02:29 11-06-2024
0
ვახ, ტორპედოოოო!!!
ნიკა
23:32 10-06-2024
0

სიახლეები პოპულარული