სტივ კინი: არაბიძეს პრემიერლიგაში წავიყვანდი

AutoSharing Option
ეროვნული ლიგის მეექვსე ტურში "კოლხეთთან" მოგებული მატჩის შემდეგ "ტორპედოს" მწვრთნელმა სტივ კინმა დუბლის ავტორი გიორგი არაბიძე შეაქო:

"დღესაც რომ პრემიერლიგაში ვმუშაობდე, გიორგი არაბიძე იქნებოდა პირველი ფეხბურთელი, რომელსაც ინგლისში წავიყვანდი.

ის ლიდერია და ზუსტად ეს გამოარჩევს სხვებისგან - ზეწოლის ქვეშ თამაში მისთვის პრობლემას არ წარმოადგენს, ნებისმიერი სირთულის გადალახვა შეუძლია. კაპიტნის სამკლავურით გამოვიდა და სამუშაო, რომელიც დღეს მოედანზე გასწია, სიტყვებით შეუფასებელია".

მკითხველის კომენტარები / 29 /
მადლობა ტორპედო ქუთაისს და პირადად სტივ კინს არაბიძის კარიერის "დაქამბექებაში". ეს შოტლანდიელის უმთავრესი დამსახურებაა რო ჩვენ ქვეყანას არ დაუკარგა კიდევ ერთი დიდი ტალანტი და ლამის ლურსმნებიდან ჩამოახსნევინა არაბას ბუცები და ბიჭი დიდ ფეხბურთში თავიდან "დაბადა". რამდენი ფეხბურთელი ვიცით ნაკრებში ვისაც 2 ასეთი ბურთი 1 თამაშში კიარა კარიერაში აქვს გატანილი? #არაბა ევროპაზე# საქართველო შენ არ გაქვს ფუფუნება ასეთ "ქილერ" შემტევზე უარი თქვა.
Charley
02:25 03-04-2024
3
ყოჩაღ,ეგრე რომ გააგრძელო დაგიფასდება.მთავარია შრომა და არ აყვე ნერვებს.ძალიან საწყენი იქნება თუ შენისთანა ნიჭი გაიფანტება.ქართულ ფეხბურთს სჭირდები გიო.
ური
02:27 03-04-2024
2

სიახლეები პოპულარული