თორნიკე ოქრიაშვილი საქართველოს ჩემპიონატს დაუბრუნდა

AutoSharing Option
Geo Team-ის ინფორმაციით, 32 წლის ქართველი შემტევი თორნიკე ოქრიაშვილი საქართველოს ჩემპიონატს დაუბრუნდა და კარიერას თბილისის "დინამოში" განაგრძობს.

ზემოთ აღნიშნული წყაროს ცნობით, ხვალ, 4 აპრილს, გამოცდილი ფეხბურთელი 1-წლიან კონტრაქტს მოაწერს ხელს

ოქრიაშვილი, რომლის ბოლო კლუბიც "გაგრა" გახლდათ, დედაქალაქურ გუნდში რამდენიმე კვირის განმავლობაში ვარჯიშობდა.

სავარაუდოდ, 8 აპრილს ბათუმის "დინამოსთან" დაპირისპირებაში ის განაცხადშიც მოხვდება.
მკითხველის კომენტარები / 17 /
მარტო ნიჭი რომ იყოს არქანიას და მესხს[უმცროსს] მთელი ევროპა ერთად აღებული ვერ შეედრებოდა, მაგრამ.......

ნონა გაფრინდაშვილი, ლევან თედიაშვილი,ჩვენი ძიუდოისტები მათი ტრენერები, ძალოსნები,მათი ტრენერებბი, რაგბისტები, მათი ტრენერები...............

შრომა, შრომა და შრომა!!!!!!

მახმუდი
05 აპრილი 2024 07:20
1
ვეხმაურები ნათელას

ფრიად აქტუალური საკითხები წამოჭერით და გიჭერთ მხარს.

როგორც სახელმწიფოს სტრუქტურებში პერიოდულად ტარდება „წმენდა“,[რუის-ურბნისის კრება, აგერ ახლა თურქეთშიც,] ჩვვენს ფეხბურთშიც საჭიროა: 2005 წლიდან არცერთ გუნდში არ მოხდეს ნაკოლკებიანი მოთამაშეების დამატება.
ესტატე
05 აპრილი 2024 06:50
1
ALEXANDრე-ს

გეთახმებით რომ ძალიან დიდი ნიჭის და დიდი მონაცემების ფეხბურთელი [სამწუხაროდ იყო]. მეც ვიყავი აღფრთოვანებული მაგისი თამაშით, მაგრამ მარტო ნაკრებში თამაშის დროს კი არა -მთელი კარიერის მანძილზე ვარჯიშებზე უნდა ღვაროს ოფლი რომ მოხვდეს ღოღობერიძის, იამანიძის ,მესხის ,მეტრეველის, შენგელიას, გუცაევის, ჩივაძის, ხურცილავას,ძოძუაშვილის, მაჩაიძის ..........სახელების სიაში.სიბერეში კუდის მოქნევა ვერაფერ კარგს ვერ მოგვიტანს.
ფიგუ
05 აპრილი 2024 04:53
0
„შენ მომასწარ ,თორემ გულში მეც კი მქონდა შენი ნდომა“-ო. ავთნდილის წერილი ფატმან ხათუნისადმი.

ეგ საკითხები[ორივე] ალბათ კიდევ ბევრს უფუჭებს გუნებას მატჩების ყურებისას და ,რომ ჰკითხოთ მაგალითად მოიყვანენ მესის და ნეიმარს, მაგრამ არა რონალდოს,თ. მიულერს, ლევანდოვსკის, კვარაცხელიას, ჩაკვეტაძეს, მიქაუტაძეს, საზონოვს, ქოჩორაშვილს, მამარდაშვილს. მაგრამ, რა ყვავი ვარდსა იშოვის თავი ბულბული ჰგონიაო. ამ თემებზე დაელაპარაკონ ვლადიმერ გუცაევს და დაუთვალიერონ თუ აქვს ნაკოლკები. როგორც ფეხბურთელს ან როგორც ქართველს თუ შეედრება მას რომელმე მათგანი.
ქალბატონ ნათელას
04 აპრილი 2024 23:30
0
არც ერთი ნაკოლკიანი მოთამაშე ქართულ ფახბურთში .ნუ არცხვენთ ერს. აზაროვს და სხვებს რომ ვუყურებ მეშინია. და კიდევ ნუ იფურთხებით მოედანზე. დინამოს ფეხბურთელებს ცხვირსახოცები ჰქონდათ მაიკებში მაგისთვის.მიეცით მოქცევის .მაგალითი ევროპას . აჩვენეთ აღზრდის მაგალითი.
ნათელა
04 აპრილი 2024 22:38
1
მერე გამოვლენ და მე შემომჩივლებენ, ახალგაზრდა ნიჭიერ ფეხბურთელებს გუნდებში ადგილები არ აქვთ და ვეღარ აგრძელებენ თამაშს და ტალანტები იკარგებიანო..

ვინმემ გვითხრას რა მიზანი აქვს მის მიყვანას დინბამოში.
ფაბრიციო
04 აპრილი 2024 22:21
0
სერგო კოტრიკაძე, გივი ჩოხელი,ხურცილავა, შენგელია, მესხი, მეტრეველი და კიდევ მთელი პლეადა ქართველი ფეხბურთელებისა 32[ალბათ ერთი-ორი წლით მეტიც] ასაკში უკვე მსოფლიო მნიშვნელობის ტიტულები ჰქონდათ მოპოვებული და კარიერა დამთავრებული. ასე აპირებთ ქართული ფეხბურთის აღორძინებას??????????////// სირცხვილია!!!!!
გოგიბერა
04 აპრილი 2024 21:54
1
ესაა ამის დონე 1 წელი ითამაშებს და მორჩა გულაობებს მანქანების გამოცვლას გადაყვა ფეხბურთი ეთამაშა
huseina
04 აპრილი 2024 18:24
1
სურათი მაქვს, სადაც ოქრი გენტში თამაშისას გუნდიდან შორს დგას, მაშინ როცა ყველა ერთადაა. კომენტარი არ ვიცი. მაგრამ ერთს კი ნაღდად დავწერ მთელი პასუხისმგებლობით! კლასი მას არ აკლია, ფეხბურთის თამაში მაგრად იცის და მთავარი: ნაკრებში არასოდეს თავი არ დაუზოგავს და მთელ სულს და გულს დებს მისთვის, სამშობლოსთვის!
alexandre
04 აპრილი 2024 14:27
0
არაბიძე არ გვყოფნიდა თითქოს, ახლა დაიწყება "ოქრი ნაკრებში, ოქრი ნაკრებში".
ჯონდო
04 აპრილი 2024 08:41
8

სიახლეები პოპულარული