დინამო თბ 2:2 დილა
დინამოელები საბერძნეთის პაოკ-იდან მოსულმა თავდამსხმელმა ვასილიოს გორდეზიანმა დააწინაურა. გორდეზიანმა ვახტანგ სალიას კარგი პასის მერე ერთი შეხებით გადაგზავნა ბურთი კარში. საინტერესოა, რომ ვასილიოსს დებიუტი ჰქონდა კრისტალბეთ ეროვნულ ლიგაში და 29 წუთში გოლით აღნიშნა.
"დილამ" მეორე ტაიმის საწყის წუთებში გაათანაბრა, კერძოდ, იბრაჰიმა დრამემ გამოიყენა ნიკა გაგნიძის
ბოლო წუთები იყო დრამატული. გიორგი მოისწრაფიშვილის გადაცემა, შემდეგ ოსკარ სანტისის ბოლო პასი და სალიას გოლი. 16 წლის შემტევმა 85-ე წუთზე წინ გაიყვანა "დინამო თბილისი", თუმცა "დილამ" მაინც მოახერხა ქულის გადარჩენა: შოთა შეყილაძემ ანტონიო ლოპესის გრძელი გადაცემის შემდეგ ახლოდან გაუტანა გიორგი ლორიას - 2:2.
"დილა" მეორე ადგილზეა და ლიდერ "დინამო ბათუმს" მხოლოდ ორი ქულით ჩამორჩება, ხოლო "დინამო" ცხრილის შუაშია - მეექვსეზე.
თელავი 1:0 გაგრა
ზედიზედ სამი წაგების მერე "თელავმა" ნავსი გატეხა და "გაგრას" აჯობა - 1:0.
ეს ერთადერთი გოლი ბრაზილიელმა ჯეფერსონ ჯერალდომ გაიტანა სოლო-გარღვევის შემდეგ. ბრაზილიელმა პირველი ტაიმის ბოლოს მოახერხა თავის გამოჩენა.
მომენტები კიდევ იყო, იმავე ჯერალდომ ხარიხას მოარტყა ბურთი, მაქსიმ მაიროვიჩს ძელმა შეუშალა ხელი.
"გაგრამ" ზედიზედ მესამედ წააგო. ორივე გუნდი ქვედა ოთხეულში რჩება.
სამტრედია 2:0 სამგურალი
სამტრედიელებმა რევაზ ინჯგიას დუბლით მოუგეს წყალტუბოს "სამგურალს", რომელიც ბოლო ადგილზეა ორი ქულით და ერთი გატანილი გოლით.
ინჯგიამ ორივე ბურთი პირველ ტაიმში მიითვალა. ჯერ სისწრაფის ხარჯზე აჯობა მცველებს და ზუსტად დაარტყა, მერე კი კარგად გაერკვა არეულობაში და საბოლოოდ, 2:0.
23 წლის ინჯგიას ამ სეზონში გოლი არ ჰქონდა, ახლა კი ერთბაშად ორჯერ გაიტანა. "სამტრედიას" "თელავის" მსგავსად 6 ქულა აქვს.
erovnuliliga.ge
ეგრე უნდა მაგათ