"იბერია 1999"-მა ფოთელებს მოუგო

AutoSharing Option
მეშვიდე ტური დაიწყო კრისტალბეთ ეროვნულ ლიგაში. ერთი მატჩი გაიმართა, რომელშიც გიორგი მიქაძის გაწვრთნილმა "იბერია 1999"-მა ფოთის "კოლხეთს" 2:1 სძლია.

კოლხეთი 1913 1:2 იბერია 1999

თბილისის "იბერია 1999"-მა 2:1 მოუგო ფოთელებს. სტუმართაგან ორივე გოლი აფრიკელებმა გაიტანეს.

პირველი ტაიმის ბოლო წუთებში გაბონელმა შემტევმა ფლორის ჯავიმ გამოზომილი დაბალი დარტყმით მიითვალა სადებიუტო გოლი კრისტალბეთ ეროვნულ ლიგში - 0:1.

ზედ შესვენების წინ კი "კოლხეთი 1913" ათი კაცით დარჩა, რადგან საბა ფირანაშვილი გააძევე მეორე ყვითელი ბარათის გამო.

მიუხედავად კაცნაკლულობისა, ფოთელებმა საკმაოდ იბრძოლეს და 50-ე წუთზე დავით
ზურაბიანმა გაათანაბრა ანგარიში. ზურაბიანისთვისაც პირველი გოლია კრისტალბეთ ეროვნულ ლიგაში.

იბერიელებმა მაინც მოახერხეს გამარჯვება. გიორგი კოხრეიძის ჩაწოდებულს მალელმა შეიკნე სილამ მიაყოლა თავური და 1:2.

"იბერია 1999" ამ მომენტისთვის ლიდერია, თუმცა ტურში ოთხი მატცი ჯერ ჩასატარებელია. ფოთელები კი ცხრილის შუაში დარჩნენ.

erovnuliliga.ge

მკითხველის კომენტარები / 3 /
ჟურნალისტებმა გამართული წერა და მეტყველება როდის უნდა დაამუღამოთ.
George
09:57 07-04-2024
0
წერა და მეტყველება კი არ უნდა " დაამუღამონ " არამედ ისწავლონ.
შენ თვითონ არასწორ სიტყვას ხმარობ ძმა და სხვას როგორ მოუწოდებ ჰა.
მალხაზ ჯობავა
11:32 07-04-2024
1
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული