ტური მოსაწყენი მატჩებით და ორი გაძევებით დასრულდა

AutoSharing Option
ეროვნული ლიგის მერვე ტურში დარჩენილი ორი მატჩი გაიმართა.

„დილასა“ და ბათუმის „დინამოს“ ნაკლებად სანახაობრივი შეხვედრა 0:0 დასრულდა.  აღსანიშნავია, რომ მსაჯმა პირველ ტაიმში მცირე შეხლა-შემოხლისთვის მასპინძელი ბოჭორიშვილი და სტუმარი კუტალია გააძევა. ბათუმელები „იბერია 1999“-თან ერთად ლიდერები არიან, გორელები კი 17 ქულით სატურნირო ცხრილში მესამე ადგილზე იმყოფებიან.

თბილისის „დინამო“ მიმდინარე სეზონში წარუმატებლად ასპარეზობს, ამჯერად საკუთარ მოედანზე „კოლხეთის“ დამარცხება ვერ შეძლო (0:0) და 9 ქულით მეშვიდე ადგილზეა, ხოლო ფოთელები ამდენივე ქულით, მაგრამ უკეთესი დამატებითი მაჩვენებლებით მეხუთე პოზიციაზე არიან.

გორი. „თენგიზ ბურჯანაძე“
დილა -
დინამო (ბთ) 0:0

გაძევება (19, ბოჭორიშვილი, დილა), კუტალია (19, დინამო ბთ)

თბილისი. „დინამო არენა“
დინამო (თბ) - კოლხეთი 0:0

მკითხველის კომენტარები / 4 /
დინამო არ გავარდება,უფრო და უფრო იხვეწება ფულის კეთების ხერხები.

რაც შეეხება „დინამო არენას“- დინამოს სტადინი, დინამოს სტადიონიი„შე ჭკუათხელო“.
დიტია
10:11 13-04-2024
1
მოდით სისულელეების წერას თავი დაანებეთ და ობიექტურები იყავით. თუ ოდნავ მაინც იქნებით ობიექტურები უნდა ხედავდეთ რაც ხდება ამ კლუბში. შეიცვალა თითქმის ყველა წამყვანი ფეხბურთელი, ამოწიეს ბავშვები ვინც ქართული ფეხბურთის მომავალია და ამ ბავშვებს დრო სჭირდებათ. არავის არ უხარია ასეთი სტარტი, მაგრამ ობიექტურობა უნდა გამოვიჩინოთ და ვთქვათ, რომ თამაშის ხარისხი კარგია და გუნდს დრო სჭირდება რომ შედეგიც მოვიდეს. თქვენი ქილიკი თქვენთვის შეინახეთ და თუ რამე შეგიძლიათ გააკეთოთ დინამოსთვის მობრძანდით და ჩვენთან ერთად უქომაგეთ გუნდს!
დინამოს გულშემატკივარი
09:41 13-04-2024
2
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული