ტური მოსაწყენი მატჩებით და ორი გაძევებით დასრულდა

AutoSharing Option
ეროვნული ლიგის მერვე ტურში დარჩენილი ორი მატჩი გაიმართა.

„დილასა“ და ბათუმის „დინამოს“ ნაკლებად სანახაობრივი შეხვედრა 0:0 დასრულდა.  აღსანიშნავია, რომ მსაჯმა პირველ ტაიმში მცირე შეხლა-შემოხლისთვის მასპინძელი ბოჭორიშვილი და სტუმარი კუტალია გააძევა. ბათუმელები „იბერია 1999“-თან ერთად ლიდერები არიან, გორელები კი 17 ქულით სატურნირო ცხრილში მესამე ადგილზე იმყოფებიან.

თბილისის „დინამო“ მიმდინარე სეზონში წარუმატებლად ასპარეზობს, ამჯერად საკუთარ მოედანზე „კოლხეთის“ დამარცხება ვერ შეძლო (0:0) და 9 ქულით მეშვიდე ადგილზეა, ხოლო ფოთელები ამდენივე ქულით, მაგრამ უკეთესი დამატებითი მაჩვენებლებით მეხუთე პოზიციაზე არიან.

გორი. „თენგიზ ბურჯანაძე“
დილა -
დინამო (ბთ) 0:0

გაძევება (19, ბოჭორიშვილი, დილა), კუტალია (19, დინამო ბთ)

თბილისი. „დინამო არენა“
დინამო (თბ) - კოლხეთი 0:0

მკითხველის კომენტარები / 4 /
დინამო გავარდება იმედია. იქნებ ასე მაინც მოვიდნენ გონს და მიხედონ ამ გუნდს.
რაბუ
23:44 12-04-2024
0
როგორ ვთქვა "დინამოს" ქომაგმა, მაგრამ ერთი სული მაქვს გავარდეს ქვედა ლიგაში. აღარც მოკვდა და აღარც მორჩაო "დინამო"-ზეა ნათქვამი. ამდენი წელი მიზანმიმართულად ანგრიო დიდი ისტორიის მქონე კლუბი სამარცხვინო დანაშაულია. ფიფია სამუდამოდ დარჩება სირცხვილის და გაფარჩაკების სიმბოლოდ. ქარვასლად აქციეს გუნდი და მანდაც უნიჭოები გამოდგნენ.
ირაკლი
02:10 13-04-2024
1

სიახლეები პოპულარული