ბათუმის "დინამო" "იბერია 1999"-ს დაეწია - "კოლხეთისა" და "დილას" მატჩში სამი პენალტი ვერ გაიტანეს

AutoSharing Option
ეროვნული ლიგის მეცხრე ტურის სამი მატჩი გაიმართა.

ბათუმის „დინამომ“ საკუთარ მოედანზე დაძაბულ შეხვედრაში „სამტრედია“ 3:1 დაამარცხა და „იბერია 1999“-თან ერთად ლიდერია. წიტაიშვილმა ორი საგოლე გადაცემა გააკეთა და მეტოქის მიერ საკუთარ კარში ჩაჭრილი ბურთიც მის პასს მოჰყვა. „სამტრედია“ კი 6 ქულით მეექვსე ადგილზე დარჩა.

„დილამ“ „კოლხეთს“ 3:1 სძლია. აღსანიშნავია, რომ გუნდებმა სამი პენალტი ვერ გაიტანეს - ერთი გორელებმა და ორი ფოთელებმა. „დილა“ 20 ქულით მესამე პოზიციაზეა, ხოლო „კოლხეთი“ 9 ქულით - მეშვიდეზე.

თბილისის „დინამომ“ აუტსაიდერ „გაგრას“ 2:0 მოუგო და 12 ქულით
მეხუთე ადგილზე დამკვიდრდა.

ბათუმი. „საფეხბურთო ცენტრი“
დინამო (ბთ) - სამტრედია 3:1
გოლები: 0:1 ჰაიდარი (27), 1:1 ასუნსეუ (40, საკ. კარში), 2:1 ღუდუშაური (88), 3:1 მუჯირი (90+6)

ქობულეთი „საფეხბურთო ცენტრი“
კოლხეთი - დილა 1:3
გოლები: 0:1 შეყილაძე (39), 0:2 დრამე (42), 0:3 კონტე (68), 1:3 კლიმოვი (71, პენ)
გამოუყენებელი პენალტი: გაგნიძე (22, დილა), მელქაძე (49, კოლხეთი), აბუაშვილი (64, კოლხეთი)

თბილისი. „დავით პეტრიაშვილი“
გაგრა - დინამო (თბ) 0:2
გოლები: 0:1 უგრეხელიძე (68), 0:2 გორდეზიანი (70)

მკითხველის კომენტარები / 5 /
ბათუმმა რატომ არ ითამაშა თავის დიდ სტადიონზე?სამტრედიას ლეგიონერები მეთქი ნახავენ რომ ნორმალური სტადიონები გვაქ ქვეყანაში და სადღაც ეზოში ათამაშეს)))
შახრუდინი
17 აპრილი 2024 13:01
0
ჯუღელმა მეტი პენალტი ვეღარ გაქაჩა?
Ბაბუაწვერა
17 აპრილი 2024 06:12
1
გორის დილას რა კარგი გუნდი ყავს ტრადიციულად.
asa
17 აპრილი 2024 00:07
3
არვიცი რა გეგმა აქვთ ან ბათუმს ან ტორპედოს.ფაქტიურად 11 კაცით თამაშობენ,ძირითადი შემადგენლობის 2 კაცის შემცვლელიც კი არ ყავთ.ერთმა ცენტრალურმა მცველმა რომ მიიღოს დაზიანება,ვინ უნდა დააყენონ მის მაგიერ კაცმა არ იცის.ასე ორი მცველით გახდა შარშან ბათუმი ჩემპიონი...მერე კონფერენს ლიგის ჯგუფში შესვლას ვთოვთ ამ სამოყვარულო გუნდებს.იქაც 11 კაცის იმედად იქნებიან?არ ჩანს ჩვენი საშველი...
Master
17 აპრილი 2024 00:06
1
წიტაიშვილი მთელი თამაში არ გაჩერებულა, სულ მოძრაობდა, პოზიციას იცვლიდა, პასს ითხოვდა და სამართლიანად არის ნაკრების მოთამაშე. არაბიძეს ვთხოვდი მაგალითი აიღოს მისგან. წიტაიშვილმა მაგრად მოუმატა და იმედი მაქვს ევროპის ჩემპიონატის მერე კარგ კლუბში გადავა, საქართველოს ჩემპიონატში მისი დიდი ხანი გაჩერება არა მგონია კარგი იყოს.
zaza
16 აპრილი 2024 23:32
2

სიახლეები პოპულარული