ფოთის "კოლხეთი" თავისი "ფეისბუქის" გვერდით იტყობინება, რომ გუნდის მწვრთნელად კლიმენტი წიტაიშვილი დანიშნეს.
მწვრთნელის პოსტი საკუთარი სურვილით დავით კვირკველიამ დატოვა, რომელიც კლუბში სხვა თანამდებობაზე გააგრძელებს მუშაობას.
კლიმენტი წიტაიშვილი წარსულში ცნობილი ქართველი ფეხბურთელია, მისი შვილი გიორგი წიტაიშვილი კი საქართველოს ნაკრებისა და ბათუმის "დინამოს" ფეხბურთელია.
"კოლხეთი" ეროვნულ ლიგაში 10 ტურის შემდეგ 10 ქულით მეექვსე ადგილზეა და 26 აპრილს ქობულეთში "სამტრედიას" უმასპინძლებს.