"მომიყვანეთ კვარაცხელია" - "მანჩესტერ იუნაიტედის" ახალი მთავარი მწვრთნელის პირველი მოთხოვნა ხელმძღვანელებს

AutoSharing Option
"მანჩესტერ იუნაიტედის" ახალ მთავარ მწვრთნელს, რუბენ ამორიმს "ნაპოლის" გარემარბის ხვიჩა კვარაცხელიას შეძენა სურს, ამის შესახებ ინფორმაციას Calcionapoli24-ის ჟურნალისტი ლუკა კერჩონე ავრცელებს.

იტალიელის ცნობით, ქართველის შეძენა ამორიმის პირველი მოთხოვნაა, მხარეები კი გარიგებაზე მუშაობას ზაფხულის სატრანსფერო ფანჯარაზე დაიწყებენ.

შეგახსენებთ, ამორიმმა "წითელ ეშმაკებში" ნიდერლანდელი ერიკ ტენ ჰაგი შეცვალა.

ცნობისთვის, ხვიჩა კვარაცხელია და "ნაპოლი" ახალ ხელშეკრულებასთან დაკავშირებით ჯერჯერობით შეთანხმებას ვერ აღწევენ.

altუმადურები - ტიფოზების შეტევა ხვიჩაზე სოციალურ ქსელებში

altტაქტიკა კვარაცხელიაზე ვერ თუ არ მუშავდება? - როცა მწვრთნელი კონკურენციას ამტკიცებს და უარესს იღებს...

მკითხველის კომენტარები / 5 /
მოგიყვანონ თორემ მაგანაც არ დალეწოს შტანგები.
შენ მოუყვან მერე მაგას კომოს და ლეჩეს?
3
მართალია შეთქმულობის თეორიების ნაკლებად ჯერათ, მაგრამ მე მაინც ვიქრობ, რომ კვარას ნაპოლიში 50%-ითაც არ იყენებენ. იშვიათია მას დროული პასი მისცონ, ან გარღვევაზე გაიყვანონ. თამაში ლუკაკუზეა აწყობილი, ლუკაკუ კი სელაპივით დაბობღავს მინდორზე. თანაც კონტეს ძალიან ცუდი რამ წამოცდა, რომ რახანს შარშანდელი შედეგი კატასტროფული იყო, წელს შედეგის გაუმჯობესებით დაკმაყოფილდითო.
ჟორა გაბრიჭიძე
12:00 05-11-2024
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული