"კოლხეთის" მწვრთნელად კლიმენტი წიტაიშვილი დანიშნეს

AutoSharing Option
ფოთის "კოლხეთი" თავისი "ფეისბუქის" გვერდით იტყობინება, რომ გუნდის მწვრთნელად კლიმენტი წიტაიშვილი დანიშნეს.

მწვრთნელის პოსტი საკუთარი სურვილით დავით კვირკველიამ დატოვა, რომელიც კლუბში სხვა თანამდებობაზე გააგრძელებს მუშაობას.

კლიმენტი წიტაიშვილი წარსულში ცნობილი ქართველი ფეხბურთელია, მისი შვილი გიორგი წიტაიშვილი კი საქართველოს ნაკრებისა და ბათუმის "დინამოს" ფეხბურთელია.

"კოლხეთი" ეროვნულ ლიგაში 10 ტურის შემდეგ 10 ქულით მეექვსე ადგილზეა და 26 აპრილს ქობულეთში "სამტრედიას" უმასპინძლებს.



მკითხველის კომენტარები / 6 /
ფოთის უმაღლეს ლიგაში ყოფნა და წარმატება მეგრული ფეხბურთის პრესტიჟია,სირცხვული იყო ამდენი ხანი სამეგრელოს გუნდი რომ არ ყავდა უმაღლეს ლიგაში,ჩემპიონობაზე ხომ საუბარიც ზედმეტია მარა ამის ამბიცია მეგრელებს ნამდვილად უნდა ქონოდათ მარა არ ვიცი რატომ არ იყო მოქმედება აქეთკენ მიმართული...
სოსო
23 აპრილი 2024 15:54
1
კობა, გაიპარსე!!!
ვაჟა
23 აპრილი 2024 13:31
0
კვირკველიამ რა დააშავა? რა მოლოდინი იყო ჩემპიონობისთვის იბრძოლებდნენ?
nika
23 აპრილი 2024 10:43
4
კოლხეთში კარგი ფეხბურთელებია , გუნდური მოქმედებები აკლდათ ეს კი უკვე მწვთნელის ნაწილია, ფაქტია რომ უმაღლესში გადმოიყვანა და მადლობა მას ამისთვის , მაგრამ მეტზე ჯერ ვერ ქაჩავს
777
23 აპრილი 2024 14:19
0
კობას წარმატებები,თუ შეუქმნეს პირობები და ფეხბურთელებმა არ დაიწყეს რაიმე ცუღლუტობები კარგ შედეგს დადებს,ძალიან კარგი მწვრთნელია და პიროვნებაც , ფეხბურთი იცის და ამით ცხოვრობს.
ნუგზარ
23 აპრილი 2024 10:36
0
წარმატებები კოლხეთს! ამ გუნდის წინსვლა ქართული ფეხბურთის პრესტიჟია! იმედია დაბრუნდება დრო როცა ფოთელები კვლავ უმაღლესი მიზნებისტვის იბრძოლებენ!
კოტე
23 აპრილი 2024 10:02
1
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული