ფოთელებმა ნავსი გატეხეს; "დინამო თბილისი"-"თელავი" ფრედ დასრულდა

AutoSharing Option
კრისტალბეთ ეროვნულ ლიგაში მე-11 ტურის ორი მატჩი გაიმართა. "ფოთის კოლხეთი 1913"-მა ხუთმატჩიანი მოუგებელი სერია შეწყვიტა და "სამტრედიას" სძლია, ხოლო "დინამო თბილისი" შინ უგოლოდ დაშორდა "თელავს" - 0:0.

კოლხეთი 1913 2:0 სამტრედია

ფოთელებმა ნავსი გატეხეს და გაიმარჯვეს, რითაც მეხუთე ადგილზე გადავიდნენ, ხოლო "სამტრედია" ბოლოსწინაზე დარჩა.

მასპინძლებმა მეორე ტაიმის შუაში პენალტის უფლება მოიპოვეს, მაგრამ კირილ კლიმოვმა ვერ გამოიყენა. მისი დარტყმული ბურთი მეკარე ავთანდილ ლაბაძემ მოიგერია. თუმცა ოთხ წუთში კიდევ ერთხელ დაინიშნა პენალტი სამტრედიელთა კარში და ამჯერად ლაშა კოხრეიძემ შეასრულა - 1:0.

მეორე
გოლი კი გიორგი აბუაშვილმა გაიტანა, კონტრშეტევა დაბალ კუთხეში დარტყმით დაასრულა. ეს 21 წლის აბუაშვილის პირველი გოლია კრისტალბეთ ეროვნულ ლიგაში.

დინამო თბ 0:0 თელავი

"დინამო არენაზე" გამართულმა მატჩმა გამარჯვებული ვერ გამოავლინა. მომენტები ორივე გუნდს ჰქონდა, მაგრამ საბოლოოდ 0:0 ვნახეთ.

"დინამო თბილისს" ბოლო 8 შეხვედრიდან მხოლოდ ერთი აქვს მოგებული... გუნდი მეექვსე ადგილზეა. და ეს მათთვის ზედიზედ მეორე საშინელი 0:0-ია.

და რაც შეეხება "თელავს", მეშვიდეზეა. კახეთის გუნდს ბოლო სამ ტურში არ გაუმარჯვია და გოლიც არ გაუტანია. შეგახსენებთ, "თელავმა" პირველ წრეში 4:0 მოუგო "დინამო თბილისს".

erovnuliliga.ge

მკითხველის კომენტარები / 5 /
იძახოს დინამომ არა რუსულ კანონს
კდგ
05:37 28-04-2024
0
იქნებ შოთა არველაძე დანიშნონ დინამოში ???
გია
13:20 27-04-2024
1
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული