ფოთელებმა ნავსი გატეხეს; "დინამო თბილისი"-"თელავი" ფრედ დასრულდა

AutoSharing Option
კრისტალბეთ ეროვნულ ლიგაში მე-11 ტურის ორი მატჩი გაიმართა. "ფოთის კოლხეთი 1913"-მა ხუთმატჩიანი მოუგებელი სერია შეწყვიტა და "სამტრედიას" სძლია, ხოლო "დინამო თბილისი" შინ უგოლოდ დაშორდა "თელავს" - 0:0.

კოლხეთი 1913 2:0 სამტრედია

ფოთელებმა ნავსი გატეხეს და გაიმარჯვეს, რითაც მეხუთე ადგილზე გადავიდნენ, ხოლო "სამტრედია" ბოლოსწინაზე დარჩა.

მასპინძლებმა მეორე ტაიმის შუაში პენალტის უფლება მოიპოვეს, მაგრამ კირილ კლიმოვმა ვერ გამოიყენა. მისი დარტყმული ბურთი მეკარე ავთანდილ ლაბაძემ მოიგერია. თუმცა ოთხ წუთში კიდევ ერთხელ დაინიშნა პენალტი სამტრედიელთა კარში და ამჯერად ლაშა კოხრეიძემ შეასრულა - 1:0.

მეორე
გოლი კი გიორგი აბუაშვილმა გაიტანა, კონტრშეტევა დაბალ კუთხეში დარტყმით დაასრულა. ეს 21 წლის აბუაშვილის პირველი გოლია კრისტალბეთ ეროვნულ ლიგაში.

დინამო თბ 0:0 თელავი

"დინამო არენაზე" გამართულმა მატჩმა გამარჯვებული ვერ გამოავლინა. მომენტები ორივე გუნდს ჰქონდა, მაგრამ საბოლოოდ 0:0 ვნახეთ.

"დინამო თბილისს" ბოლო 8 შეხვედრიდან მხოლოდ ერთი აქვს მოგებული... გუნდი მეექვსე ადგილზეა. და ეს მათთვის ზედიზედ მეორე საშინელი 0:0-ია.

და რაც შეეხება "თელავს", მეშვიდეზეა. კახეთის გუნდს ბოლო სამ ტურში არ გაუმარჯვია და გოლიც არ გაუტანია. შეგახსენებთ, "თელავმა" პირველ წრეში 4:0 მოუგო "დინამო თბილისს".

erovnuliliga.ge

მკითხველის კომენტარები / 5 /
არა რუსულ კანონს,ჩვენ დინამოელები მივქრივავთ ჭ ლიგისკენ,ხელმომწერები რომან ფიფია და დინამოს მთელი ჯოგი
გია
10:29 27-04-2024
5
,,დინამო" თბილისს სად სცალია ეროვნული ლიგის თამაშებისთვის , მსოფლიოს გადანაწილებითაა დაკავებული და ევროპის ლიგისთვის ემზადება . ,,დინამო " და ფიფია იქ არიან , სადაც ქართველი ხალხია ".
zaza
12:10 27-04-2024
3

სიახლეები პოპულარული