"თელავმა" მთავარი მწვრთნელი გადააყენა

AutoSharing Option
"თელავის" პრესსამსახური იტყობინება, რომ მთავარი მწვრთნელი ოლეგ ვასილენკო და მისი ასისტენტები სამუშაოდან დაითხოვეს:

"ძვირფასო გულშემატკივრებო, გაცნობებთ, რომ გორის "დილასთან" 0:1 მარცხის შემდეგ საფეხბურთო კლუბ "თელავის" ხელმძღვანელობამ მთავარი მწვრთნელი ოლეგ ვასილენკო და მისი თანაშემწეები, კონსტანტინ სინეოკოვი და სერგეი ომელიანჩუკი, დაკავებული თანამდებობიდან გაათავისუფლა - შესაბამისად, მათ კლუბი უკვე დატოვეს.

გუნდის ახალი მთავარი მწვრთნელის ვინაობას უახლოეს პერიოდში შეგატყობინებთ".

"თელავი" 12 ტურის შემდეგ ეროვნულ ლიგაში 11 ქულით მეშვიდე ადგილზეა და 11 მაისს ბათუმში "დინამოს" შეხვდება.

მკითხველის კომენტარები / 2 /
შეეშვით რუსების, სომხების დანიშვნას, ქართველი მწვრთნელიც ბევრია კარგი
პატრიოტი
21:35 03-05-2024
4
ყოველთვე აჯობებს,ახალი მწვრთნელის მოყვანა.სულ მუდამ ახალი ხედვები და პერსპექტივები არ სჯობია?!რითია თელავი, ნაპოლიზე ნაკლები?!
სოსო
19:11 03-05-2024
0

სიახლეები პოპულარული