"ტორპედომ" ჩემპიონს მოუგო; თელაველებმა ფოთელებთან ფრედ ითამაშეს [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
კრისტალბეთ ეროვნულ ლიგაში მე-14 ტური დასრულდა. დღეს ორი მატჩი გაიმართა: ქუთაისის "ტორპედომ" მოქმედ ჩემპიონ "დინამო ბათუმს" ელიტონ ჟუნიორის ლამაზი გოლით მოუგო და სამეულს მიუახლოვდა, ხოლო "თელავისა" და ფოთის "კოლხეთი 1913"-ის დაპირისპირებაში გამარჯვებული ვერ გამოვლინდა...

თელავი 1:1 კოლხეთი 1913

ბოლო დროს ორივე გუნდი უფრო ხშირად ფრედ თამაშობს და აი, ერთმანეთთანაც ვერ გაარკვიეს გამარჯვებული.

1:1. გოლები პირველი ტაიმის ხუთწუთიან მონაკვეთში გავიდა. "თელავი" დაწინაურდა თორნიკე ახვლედიანის გოლით. ახვლედიანმა ბურთი წაართვა დავით მეგრელიშვილს, მეკარესთან პირისპირ გავიდა, ისიც მოატყუა და გატანა აღარ გასჭირვებია. ეს ახვლედიანის
მეორე გოლია მიმდინარე სეზონში.

სტუმართაგან გიორგი აბუაშვილმა გაათანაბრა მშვენიერი გოლით: შორიდან ცაციით ჩაახვია შორეულ კუთხეში. ეს აბუაშვილის მეოთხე გოლია კრისტალბეთ ეროვნულ ლიგაში.

თელაველები მეშვიდე ადგილზე არიან, ფოთელები კი ერთი საფეხურით წინ დგანან.

ტორპედო 1:0 დინამო ბთ

ქუთაისელებმა მოქმედ ჩემპიონს მოუგეს: ერთადერთი გოლი პირველ ნახევარში ბრაზილიელმა ელიტონ ჟუნიორმა გაიტანა, დაახლოებით, 25 მეტრიდან ძლიერი დარტყმით... ეს ელიტონ ჟუნიორის პირველი გოლია საქართველოში.

ბათუმელებმა ბოლო ნახევარი საათი ათი კაცით ითამაშეს. არბიტრმა ჯენერი ხორავამ VAR-ზე გადამოწმების მერე სტუმართა კაპიტან მამუკა კობახიძეს პირდაპირ წითელი ბარათი უჩვენა.

"ტორპედოს" ზედიზედ 5 ფრე ჰქონდა და ეს სერია შეწყვიტა. პლუს, სტივ კინის გაწვრთნილი გუნდი ბოლო 9 ტურში არ დამარცხებულა.

ქუთაისელები მეოთხე ადგილზე არიან, თუმცა მესამეადგილოსან "დინამო ბათუმს" მხოლოდ 4 ქულითღა ჩამორჩებიან.

erovnuliliga.ge

მკითხველის კომენტარები / 6 /
აკბარის მაგივრად ლუკა გაგნიძე დაიმატონ ჯობია. ფორმაში შევა სოლიდური დანამატი იქნება ევროტურნირების წინ. დროა ადგილობრივი რესურსიც გამოიყენონ, რადგან ლეგიონერებზე ლიმიტია, თუ აქვთ ამბიცია ჯგუფურ ეტაპზე მოსახვედრად. თან არის ბიუჯეტი როგორც ჩანს. კიდე რამდენიმე საინტერესო კადრის არჩევაც შეიძლება
0
სადა ხართ პირატებო
კარგად გაახილეთ თვალები რომელი ბათუმი იყო უფრო ძლიერი თვენს მიერ გაძევებული გეგუჩაძის ფორმაციის თუ დღევანდელი? სამართლიანად შეგარქვეს გულშემატკივრებმა "გორის დილა ბათუმის დინამო"
ნუ გეწყინებათ ბათუმელებო, მაგრამ გეგუჩაძესთან მართლები არ იყავით. მაგაზე ძლიერი მწვრთნელი თქვენ არ გყოლიათ და არც უკეთესი შედეგები დაუდია ვინმეს.
შარშან გეგუჩაძის პერიოდში ფაქტიურად მოპოვებული ჩემპიონობა თქვენმა ახალმა მწვრთნელმა კინაღამ დაკარგა, სამარცხვინოდ წააგო თბილისში. თქვენ კი ოქროს მედლები ჩამოკიდეთ და გეგუჩაძეს ხმამაღლა მადლობაც არ უთხარით (ამირან გულში მღეროდა არაფერში წერია, კულუარებში რა ქენით არავინ იცის).
უმადურობა კი ყოველთვის ისჯება.
ეგებ თქვენც გამოფხიზლდეთ და გუნდიც გააღვიძოთ, თორემ ევროპაზე კარგს არაფერს ველი.
ბათუმელ პირატებს
10:48 16-05-2024
0

სიახლეები პოპულარული