"ტორპედო" ძლიერდება - დავით კერესელიძემ სახოსა და სხვა ფეხბურთელების ტრანსფერზე ისაუბრა

AutoSharing Option
ქუთაისის "ტორპედოს" პრეზიდენტმა დავით კერესელიძემ ტელეკომპანია "იმედისთვის" მიცემულ კომენტარში მამადუ სახოს ტრანსფერზე ისაუბრა.

როგორც მან განმარტა, მოლაპარაკებები სხვა ფეხბურთელებთანაც მიმდინარეობს და გუნდის გაძლიერებას გეგმავს.

"გიდასტურებთ, რომ რამდენიმე ფეხბურთელთან მიმდინარეობს მოლაპარაკება და მათ შორის, მამადუ სახოსთანაც. იმედი გვაქვს, რომ ეს ტრანსფერი წარმატებულად დასრულდება.

უბრალოდ, არ ვართ იმ სტადიაზე, რომ გარიგება და ტრანსფერი ოფიციალურად დავადასტუროთ", - თქვა კერესელიძემ. 

მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, "ტორპედო" ევროტურნირების წინ მნიშვნელოვნად გაძლიერებას და კონფერენს ლიგის ჯგუფში შესვლას გეგმავს.
მკითხველის კომენტარები / 12 /
და ეს სურათი რა შუაშია საერთოდ ფეხბურთელების ჩამოყვანასთან?)))))
ვერ გავიგე
17 მაისი 2024 14:25
9
ვაა მე უკვე დადასტურებული მეგონა.დდდ მასე ლაპარაკი მბაპესთანაც შეიძლება თქვენ შედეგი მითხარით.დდდდ
ეეე
17 მაისი 2024 13:49
4

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული