"მამადუ სახო "ტორპედოში"? - რუსული მედია შოკშია

AutoSharing Option
რუსული sports-ი "ტორპედოში" მამადუ სახოს მომავალმა გადასვლამ გააოცა და წერილი გამოაქვეყნა.

მამადუ სახო "ტორპედოში" გადადის. დიახ, ჩვენც შოკში ვართ!
ნახევარი წელი უკლუბოდ იყო და უეცრად საქართველოს მეოთხე გუნდში აღმოჩნდა

"მამადუ 2010-იანი წლების პსჟ-სა და პრემიერლიგის ვარსკვლავი. პარიზელთა კაპიტანი 17 წლის გახდა, საფრანგეთში მოიგო ყველაფერი, რაც შეეძლო და 23 წლისა "ლივერპულში" წავიდა.

ინგლისში ტოპ-თამაშსა მემების გენერაციას შორის ბალანსირებდა. 2016-ში დოპინგზე გამოიჭირეს, გამოტოვა ევროპის ლიგა და ევროპის ჩემპიონატი, მაგრამ შემდეგ WADA-ს (მსოფლიო ანტისადოპინგო სააგენტო) ცილისწამების საქმეზე სასამართლო მოუგო. თუმცა, კლოპთან კარგი ურთიერთობა ვერ
დაამყარა და დისციპლინასთან დაკავშირებული პრობლემების გამო 2017-ში "კრისტალ პალასში" გადაბარგება მოუწია.

ლონდონში გატარებული 4 წლის შემდეგ მამადუ ლიგა 1-ში დაბრუნდა, სადაც 2.5 სეზონი "მონპელიეში" გაატარა. 2023-ის ნოემბერში ვარჯიშზე მიშელ ტერ-ზაკარიანთან შეხლა-შემოხლის გამო კლუბთან კონტრაქტი სკანდალურად გაწყვიტა. მიზეზი სასაცილო იყო: მწვრთნელმა მასზე უხეშობისთვის ჯარიმა არ დააფიქსირა და კონფლიქტი დაიწყო, სახო საყელოში სწვდა, ტერ-ზაკარიანმა კი "პლაკსა" უწოდა.



Sportall.Ge

ახლა მამადუ 34 წლის ასაკში თავისუფალი აგენტია - არა მხოლოდ მდიდარი კარიერით, არამედ ტრავმების ისტორიით. დაეხმარება თუ რა "ტორპედოს" საჩემპიონო ბრძოლაში? თუ ქუთაისურ გუნდში გადასვლას სერიოზულად მოეკიდება, მაშინ აუცილებლად - სულ რაღაც ნახევარი წლის წინ ლიგა 1-ის სატურნირო ცხრილის შუა ნაწილში მყოფი გუნდის ძირითადი მცველი იყო. ნაკრებში ჩატარებული 29 მატჩიც რაღაც ღირებულს წარმოადგენს.

რას წარმოადგენს "ტორპედო" და იქ ვინ თამაშობს?

"ტორპედო" საქართველოს ჩემპიონატში ბუქსირებს - ბოლო 6 შეხვედრიდან 5 ფრედ დაასრულა და ლიდერს 8 ქულით ჩამორჩება, მაგრამ ტურნირზე 36-დან მხოლოდ 14 ტურია ჩატარებული. მამადუს შეუძლია საზაფხულო შესვენების მერე ეფექტურად შეიჭრას და თამაში გადააბრუნოს. მას კი დაეხმარებიან:

* ნორვეგიის ნაკრების ყოფილი თავდამსხმელი ბიორნ იონსენი 7 გატანილი გოლით ჩემპიონატის ერთ-ერთი ბომბარდირია. მან ეროვნული გუნდის ღირსება 16-ჯერ დაიცვა და ერლინ ჰოლანის დებიუტისას მოედანზე იყო.

Sportall.Ge

* ავღანეთის ნაკრების ფეხბურთელი რახმატ აკბარი. ავსტრალიაში გაიზარდა და მთელი კარიერა იქ გაატარა, მაგრამ 2023 წელს ყველაფრის შეცვლა გადაწყვიტა, ავღანეთის ნაკრებს შეუერთდა (იქ დაიბადა) და ქუთაისურ კლუბში გადავიდა.

* გიორგი არაბიძე - "ქართველი მესი", რომელმაც საზღვარგარეთ თავი ვერ წარმოაჩინა, თუმცა სამშობლოში დაბრუნებული უკვე ორი წელია გლიჯავს. ევრო 2024-ზე გამგზავრების კანდიდატად ითვლება, თუმცა მწვრთნელმა ვილი სანიოლმა მარტში სახალხოდ განაცხადა, რომ გიოსგან მეტს მოელის".

მკითხველის კომენტარები / 9 /
რუსები და აქაური ყრზოები სისხლს ფსამენ. კარგია, ასე გააგრძელეთ! რა ნაციაა ასეთი, მეზობლის მცირედი წარმატებაც უკანალზე ხევთ. ბალტიისპირეთი ვერ მოუნელებიათ, ევროკავშირში შესული უკრაინა და საქართველო რომ ნახონ, თავებს დაიხოცავენ.
ციციკორე
14:44 11-06-2024
3
ბიჯო რა გჭირთ ამ პრორუსებს, იუმორის გრძნობაც დაკარგეთ, ცოტა მოეშვით რა.დდდ
ოოო-ს
14:11 18-05-2024
2

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული