ბათუმის "დინამომ" და "კოლხეთმა" გაიმარჯვეს - "დილამ" "სამტრედიას" ვერ მოუგო [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
ეროვნული ლიგის მეთექვსმეტე ტურში სამი მატჩი გაიმართა.

ლიდერი „დილა“ გასვლაზე უგოლო ფრეს დასჯერდა აუტსაიდერ „სამტრედიასთან“, რითაც ვერ ისარგებლა მეორეადგილოსანმა „იბერია 1999“, -მა, რომელიც „კოლხეთთან“ 0:2 დამარცხდა. ბათუმის „დინამომ“ კი სტუმრად თბილისის „დინამოს“ 2:1 სძლია. ბათუმელები მესამე პოზიციაზე არიან, ხოლო დედაქალაქელები ჯერჯერობით - მეექვსეზე.

თბილისი. „დინამო არენა“
დინამო (თბ) - დინამო (ბთ) 1:2
გოლები: 1:0 გორდეზინი (39), 1:1 ღუდუშაური (46), 1:2 მარა (53)
გაძევება: მაისურაძე (90+4, დინამო თბ)

თბილისი. „დავით პეტრიაშვილი“
იბერია 1999 - კოლხეთი 0:2
გოლები: 0:1 მელქაძე (18), 0:2 მელქაძე (23, პენ)

სამტრედია.
„ეროსი მანჯგალაძე“
სამტრედია - დილა 0:0

24 მაისს დარჩენილი ორი შეხვედრა ჩატარდება:

ტორპედო - გაგრა
თელავი - სამგურალი

altულამაზესი გოლები... "იბერია 1999"-მა, "ტორპედომ" და "გაგრამ" მოიგეს [VIDEO]

მკითხველის კომენტარები / 5 /
ორვივე გუნდიდან 4_5 ფეხბურთელია დასატოვებელი დანარჩენი ჩამოსაწერი. ამათათგან ველით ჯგუფური ეტაპზე გასვლას. ძალიან დაბალი დონე თამაშის
ლადო
24 მაისი 2024 10:43
0
წყალტუბოში ბოლო 2 წელიწადში 3 გაზონი დააგეს როგორც სამტრედიაში! ამათმა მოვლა არ იცოდნენ რა მაგის ბრალია!.. ყველაფერასი რომ ფულს
აკეთებენ ერთი ნირმალური მცოდნე დააყენონ
ცოტნე
24 მაისი 2024 01:33
0
ბოლო 6 თამაშში ფოთის სასარგებლოდ 8 პენალი დანიშნეს და ეს ჯუღელი რაღატო წუწუნებს? უფრო მეტი უნდა?
მამუკა ჯუღელს
23 მაისი 2024 23:40
0
იმიტომ წუწუნებს ჯუღელი რომ ბათუმზე ეწვის, იცის რომ ბათუმს მიარჭობენ კარგ სანქციებს.
kesha
24 მაისი 2024 08:55
0
სირცხვილია სამტრედიის და სამგურალის სტადიონებზე თამაში, მოედანი არ ვარგა, განათება არ არის და სიცხეში 5 საათზე თამაშობენ. გაუკეთეთ ამ სტადიონებს ხელოვნური განათება. ხო ამბობთ რო ქვეყანა ვითარდება და ეკონომიკური ზრდის მიხედვით პირველები ვართო. სამტრედია-დილას ვუყურე და ფეხში მისაღები პასი მკერდზე მიდიოდა ისეთი გაზონია, სირცხვილია.
ასკა
23 მაისი 2024 23:34
0

სიახლეები პოპულარული