ორივეგან 2:1: "ტორპედომ" და "თელავმა" მოიგეს

AutoSharing Option
კრისტალბეთ ეროვნულ ლიგაში მე-16 ტურის ორი მატჩი გაიმართა და ორივე 2:1 დასრულდა. ორივეში მასპინძლებმა მოიგეს. "თელავმა" "სამგურალთან", ხოლო "ტორპედომ" - "გაგრასთან"...

თელავი 2:1 სამგურალი

თელაველებმა 7-მატჩიანი მოუგებელი სერია შეწყვიტეს. 2:1 მოუგეს "სამგურალს" და ქულებით გაუთანაბრდნენ.

პირველი ტაიმის ოთხწუთიან მონაკვეთში ჯერ თორნიკე მორჩილაძემ გაიტანა ჯეფერსონ ჯერალდოს ეფექტური გარღვევისა და პასის შემდეგ.

მეორე გოლი კი გუნდის კაპიტანმა დაჩი ცნობილაძემ მიითვალა თავურით. "სამგურალმა" 78-ე წუთზე დაძაბა მატჩი, კერძოდ, ნიკა კალანდარიშვილმა საჯარიმოს მისადგომებიდან ძლიერი დარტყმით გაიტანა -
2:1. წყალტუბოელებს სამმატჩიანი წაუგებელი სერია გაუცუდდათ.

ტორპედო 2:1 გაგრა

ქუთაისის "ტორპედომ" ზედიზედ მესამედ მოიგო, ხოლო წაუგებელი თამაშების სერია 11-მდე აიყვანა.

არადა, "გაგრამ" პირველივე წუთზე გაიტანა: 29-ე წამზე! კვლავ მათე ვაწაძე. მან წინა შეხვედრაში მაკრატელათი ულამაზესი გოლი მიითვალა, ამჯერად კი ქუთაისშიც მოახერხა თავის გამოჩენა. ვაწაძემ ელიტონ ჟუნიორის პასი ჩაჭრა, ნიკა სანდოხაძეს გასცდა და ზუსტადაც დაარტყა - 0:1.

"ტორპედოს" არაერთი მომენტი ჰქონდა და 86-ე წუთზე გაათანაბრა. ნიკოლა ნინკოვიჩის პასის მერე ფელიპე პირესმა ძლიერი დარტყმით გაათანაბრა, ხოლო მსაჯის მიერ დამატებულ დროში გამარჯვების გოლი გაიტანა მიმდინარე კრისტალბეთ ეროვნული ლიგის საუკეთესო ბომბარდირმა ბიორნ იონსენმა. კუთხურის მერე თავით და 2:1. იონსენს 9 გოლი მოუგროვდა.

"გაგრა" მეცხრე ადგილზეა, თუმცა მეხუთეადგილოსანს მხოლოდ 2 ქულით ჩამორჩება.

erovnuliliga.ge

მკითხველის კომენტარები / 4 /
ყოჩაღ ტორპედოს… სასწაული გუნდია და კიდევ მომუტებენ დარწმუნებული ვარ. ბათუმმა კიდე იჯექით და უყურეთ .მაგ ძმაკაცობით დაკარგეთ გულშემატკივარი და კიდევ დაკარგავთ, დვალიშვილი რომ სპორტული დირექტორი გეყოლება … რავიცი რავიცი…. უყურეთ და ისიამოვნეთ როგორ კეთდება გუნდი…. ყოჩაღ ნიუ ვიჯენ უნივერსიტეტს ეტყობა საქმით მოვიდნენ და აკეთებენ კიდეც…შემდეგ წელს უკეთესი იქნება…აი გაგრსანაირ გუნდების აზრი კითხარით გულშემატკივარი და სტადიონიც რომ არ აქვთ?
ცოტნე
25 მაისი 2024 11:49
0
თუ გუნდის გაკეთების ყურებისგან სიამოვნების მიღება გინდა გორის დილას უყურე და მართლა ისიამოვნებ. ყოველ წელს უშლიან გუნდს და სამ თვეში უკეთეს გუნდს აკეთებენ ტორპედოზე ბევრად დაბალი ბიუჯეტით. თუ ტორპედოს ფეხბურთელთა ხელფასი 15-20 დოლარია დილას ფეხბურთელთა ხელფასი 4 დან 8 ათას დოლარამდეა, ტორპედო 4 ზეა დილა 1 ზე. რაც შეეხება ბათუმს რატო გიკვირთ შედეგი რო არ აქვთ? გუნდის მართვა არ იციან. სპორტული დირექტორი დვალიშვილი შეთავსებით ნაკრებში მუშაობს ადმინისტრატორად, ფეხბურთელების მოედანზე გასვლის წინ ფიშკები, ბურთები და წყალი გამოაქვს ხოლმე. არადა მაგან უნდა ააწყოს წესით გუნდი. წარმოგიდგენია დეკუ ბარსას გარდა ბრაზილიის ნაკრებში რო მუშაობდეს ბურთების და წყლების მიმტანად?
ნეიტრალური
25 მაისი 2024 21:33
2
ეს რომელი პირესია, არსენალში რომ თამაშობდა ადრე?
ლუნბერგი
25 მაისი 2024 08:38
5
ნინკოვიჩი მაგარი ტეხნარი ფეხბურთელია ტიპმა დახატა ის პირველი საგოლე გადაცემა გარე ტერფით, ასეთ პასებს მხოლოდ ყიფიანი აკეთებდა. ის პირესიც საკმაოდ კვალიფიციური სწრაფი მოიერიშე ჩანს მთავარია დაუმატონ 3-4 ძლიერი ლეგიონერები ამ შემადგენლობას დაცვის ცენტრში და საყრდენ ზონაში და ევროტურნირებზე მთლად გენტი და პანათინაიკოსი თუ არ შეხვდათ ჩემის აზრით მარტივად გაივლიან 2-3 ეტაპს და პლიუს ცალი ფეხით გახდებიან ჩემპიონები.
M-33
25 მაისი 2024 04:18
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული