დემჩენკოს ბათუმის "დინამოში" თანამემამულე მეკარის გადაყვანა სურს

AutoSharing Option
ბათუმის "დინამო" უკრაინის "მინაის" 21 წლის მეკარით, ალეკსანდრ კემკინით დაინტერესდა, - იტყობინება Sport.ua.

კემკინის ტრანსფერის განხორციელება "დინამოს" თავკაც ანდრეი დემჩენკოს სურს, რომელიც მისი მწვრთნელი ზაპოროჟიეს "მეტალურგში" იყო.

გამოცემა აღნიშნავს, რომ დემჩენკოს განსაკუთრებით კემკინის ფეხით თამაში მოსწონს და სწორედ ასეთი მეკარე სჭირდება.

კემკინს "მინაისთან" კონტრაქტი 2025 წლის 30 ივნისამდე აქვს გაფორმებული, მისი სატრანსფერო ფასი კი 50 ათასი ევროა. ადრე გავრცელდა ინფორმაცია, რომ კემკინის შეძენის სურვილი პოლონეთის, ხორვატიის და ბელგიის უმაღლესი დივიზიონის კლუბებს აქვთ.

მკითხველის კომენტარები / 1 /
Მიკვირს დავით კერესელიძე არ სურს.არა,ალბათ დემჩენკოსაც სურს და იმ მსხლის ფორმიან,თვალებგადმოკარკლულ კაცსაც,მაგრამ დაელოდებიან სეზონის დასრულებას და მთლიანი გორის დილა ენდომებათ
Ბათუმს ქათქათას
06:53 28-05-2024
1
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული