"ტორპედოს" ზედიზედ მეოთხე მოგება, "გაგრას" 4:0, ფრე თელავში

AutoSharing Option
კრისტალბეთ ეროვნულ ლიგაში მე-17 ტური დასრულდა. "გაგრამ" ოთხი უპასუხო გოლი გაუტანა "იბერია 1999"-ს და თან ოთხივე პირველ ტაიმში; ქუთაისის "ტორპედომ" წყალტუბოს "სამგურალს" სტუმრად აჯობა და მეორე ადგილზე გადავიდა, "თელავისა" და "სამტრედიას" დაპირისპირება კი ფრედ დასრულდა.

სამგურალი 1:3 ტორპედო

ქუთაისელებმა ზედიზედ მეოთხე მატჩი მოიგეს და ორი თვეა, რაც არ წაუგიათ - 12 შეხვედრა. სტივ კინის გაწვრთნილი გუნდი უკვე მეორე ადგილზეა, თუმცა ლიდერ "დილას" 6 ქულით ჩამორჩება. "სამგურალი" კი მეცხრეზეა.

იმერულ დერბიში ანგარიში 54-ე წუთზე გაიხსნა, როცა დავით გიგაურმა ფლანგიდან ჩაწოდებული ბურთი
ერთი შეხებით გაგზავნა კარში. ამას მოჰყვა ნორვეგიელი ბიორნ იონსენის ახლოდან გატანილი - 0:2. იონსენი კრისტალბეთ ეროვნულ ლიგაში ბომბარდირთა სიას ლიდერობს, 10 გოლი აქვს.

"სამგურალმა" სხვაობა შეამცირა: არბიტრმა ჯენერი ხორავამ VAR-ზე გადამოწმების მერე დანიშნა პენალტი და გიორგი ფანცულაიამ შეამცირა სხვაობა.

თუმცა ბოლოს გიორგი არაბიძის კარგ პასს მოჰყვა სერბი ნიკოლა ნინკოვიჩის ძლიერი დარტყმა და 1:3.

თელავი 0:0 სამტრედია

თელავში გამართული მატჩი უგოლოდ დასრულდა. მომენტები იყო, მაგრამ დამამთავრებელ ფაზაში გუნდებს კარგად თამაში არ გამოსდიოდათ.

"თელავი" მერვე ადგილზეა, თუმცა მეხუთეადგილოსან ფოთელებს მხოლოდ ორი ქულით ჩამორჩება. ანუ ცხრილში სიმჭიდროვეა.

აი, "სამტრედია" კი აუტსაიდერია. გუნდს ერთადერთი გამარჯვება აქვს (სამგურალთან 2:0).

გაგრა 4:0 საბურთალო

"გაგრამ" 4:0 სძლია "იბერია 1999"-ს. ოთხივე გოლი პირველ ტაიმში გავიდა...

ლევენ გეგეჭკორის ჩაწოდებებს მოჰყვა ჯერ გიორგი ხარებაშვილის, მერე კი თორნიკე ჯანგიძის ზუსტი თავურები. მე-14 წუთზე გაგრელები უკვე ჰანდიკაპით იგებდნენ. მერე მათე ვაწაძემ რთული პოზიციიდან შორეულ კუთხეში ზუსტად დაარტყა და ანგარიში 3:0 გახდა, ხოლო შესვენების წინ ისევ ხარებაშვილმა გაიტანა - გიორგი ლომთაძის პასი გამოიყენა, მცველს გასცდა, მეკარესაც და ცარიელ კარში შეაგორა ბურთი.

"გაგრა" მეექვსე ადგილზეა, "იბერია 1999"-მა კი ბოლო 6 მატჩიდან 4 წააგო, ბოლო 4 შეხვედრაში 12 გოლი გაუშვა... გუნდი მესამე ადგილზეა.

erovnuliliga.ge

მკითხველის კომენტარები / 9 /
პირველი წრის (სინამდვილეში მეოთხედის) შემდეგ, ერთადერთი გუნდი, რომელიც ევროპისათვის რაღაცას გავდა იბერია (საბურთალო) იყო. ახლა ტორპედო რაღაცას დაემგვანა თუმცა ის აგრესიული წნეხი იბერიას, რომ ჰქონდა თავიდან არ ჩანს.
გუშეინდელი იბერიას თამაში არ ვიცი რას გავდა, იმედია ეს ჩავარდნა დროებითია.
ერთი თვეც და ევროთასებზე გასვლა გვიწევს და ჩვენი ოთხეულიდან სასურველ ფორმაში არცერთი არაა. ახლა გორი გჯობიათ ყველას მაგრამ თასსზე არ გამოდის.
რათქმა უნდა ჩემპიონობა და თასი ქუთაისში გვინდა, მაგრამ ევროთასებზე საქართველოს გუნდები თამაშობენ და მინდა თავი არცერთმა არ მოგვჭრას.
ევროთასების ნახევარფინალი ქართული იყოსთქო რომ ვისურვო (ოცნებას კაცი არ მოუკლავს) ალბათ მაგარა სიზმარს უნდა ვხედავდე, მაგრამ ოღონდ რომელიმემ ჯგუფში შეაღწიეთ და თუ მეწყინოს თავი მომჭერით :)
ქუთაისელი
29 მაისი 2024 09:56
0
პატარა გორი დიდია..წელს ჩემპიონივით თამაშობს!!! თბილისის დინამო-ფარერები 1:6
იფფფ
29 მაისი 2024 09:30
6
თქვენი არ ვიცი და მე როგორც დინამო თბილისის გულშემატკივარს, უზომოდ მიხარია ჩვენი მე7 ადგილი. იქნებ საერთოდ გავარდეს დინამო და ის პიტალო მფლობელიც მიჰყვეს. დედა უტირა გუნდს.
გიორგი
29 მაისი 2024 08:24
1
გამოსაფხიზლებლად შესაძლოა საჭიროც იყოს
სსს
29 მაისი 2024 09:54
0
ღმერთო დაიფარე ყველა ქართული გუნდი ევრო თასებზე, ტორპედოდან დაწყებული იმ უბედურ ბათუმის დინამომდე დამთავრებული. არცერთმა ფეხბურთის თამაში არ იცის. არ დაიწყოთ ეხლა ტორპედოს ლეგიონერებიო და თავის მოტყუება, ეგენი რო კაი ფეხბურთელები ყოფილიყვნენ აქ კი არ ჩამოვიდოდნენ.
zzz
29 მაისი 2024 02:39
8
მიდი ტორო გორიც უნდა ჩამოვიტოვოთ და ჩემპიონები გავხდეთ. პატივისცემა გორს ჩემგან მაგრამ წელს თასი ქუთაისში გვინდა.
რაბუ
29 მაისი 2024 01:25
10
გახდება გახდება. ძლიერდება კიდე რამდენიმე ტრანსფერი არის დაანონსებული.
დოგი ს
29 მაისი 2024 10:27
0
არსად წამსვლელი არაბიძე არაა და წამყვანიც არავინაა. თუ ვინმეს მისი თამაში არ უნახავს და სხვისი რჩევით წაიყვანს თორემ ისე ვის რად უნდა ფეხბურთელი რომელიც ბურთს რომ დაკარგავს მერე მინდორზე კოტრიალებს და ისვენებს. დღეს მთელი გუნდით უტევენ და მთელი გუნდით იცავენ.
სსს
29 მაისი 2024 09:53
0
ყველა გამოხმაურება
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული