"ის არა მარტო ტიტულების მოგებაში დაგვეხმარება, არამედ ამ საქმესაც შეითავსებს" - "ტორპედომ" სახოს ტრანსფერი დაადასტურა და ფეხბურთელობის გარდა, მისი სხვა საქმიანობაც გვამცნო

AutoSharing Option
ქუთაისის "ტორპედომ" 34 წლის ფრანგი მცველის მამადუ სახოს ტრანსფერი ოფიციალურად დაადასტურა. გუნდის საიტი წერს:

"პარი სენ-ჟერმენის", "ლივერპულის", "კრისტალ პალასისა" და "მონპელიეს" შემდეგ მამადუ სახოს კარიერაში მორიგი კლუბი ქუთაისის "ტორპედოა". 34 წლის ფეხბურთელი თბილისში 12 ივნისს ჩამოვა და სამედიცინო შემოწმებას გაივლის. 13 ივნისს, 15:00 საათზე, ნიუ ვიჟენ უნივერსიტეტში დაგეგმილია ხელშეკრულების ოფიციალური ხელმოწერის ცერემონია.

მამადუ სახოსა და ქუთაისის "ტორპედოს" შორის მოლაპარაკებები დაახლოებით 2 თვეს გაგრძელდა და მხარეებმა მისი ტრანსფერის ყველა დეტალი შეათანხმეს.

ფეხბურთელი ქუთაისის "ტორპედოს" არა მხოლოდ ტიტულების მოგებაში დაეხმარება, არამედ იგი
ერთგვარი ელჩი იქნება საერთაშორისო საფეხბურთო თანამეგობრობასთან.

მამადუ სახო აქტიურ მონაწილეობას მიიღებს როგორც კლუბის ეკონომიკური პროექტების განხორციელებაში, ისე მრავალმხრივ საზოგადოებრივ და საქველმოქმედო აქტივობებში. იგი ასევე, კლუბის მენეჯერ სტივ კინთან ერთად, ჩაერთვება ქუთაისის "ტორპედოს" აკადემიის განვითარებაში, იქნება ახალგაზრდა ფეხბურთელების მენტორი და მათი პროფესიონალებად ჩამოყალიბების გარანტი", - წერია სტატიაში.
მკითხველის კომენტარები / 16 /
ვისაც სჯეროდა ქართული ფეხბურთის მომავლის,მოთმინებით ელოდა.
გვიხარია უზომოდ იმედისმომცემი ნაბიჯები.
წინ,მხოლოდ და მხოლოდ წინ, ღირსეული წარსულისა და ტრადიციების მქონე ქსრთულო ფეხბურთო!!!
ბრაზი
15:19 11-06-2024
1
მთავარი ხორვატული სპორტული სოც მედია სანდო წყაროზე დაყრდნობით წერს სახოს დამატების შემდეგ ტორპედო ასევე აქტიურად ესაუბრება პორტუგალიელ ნანის, ხორვატ ივან პერიშიჩს , ბრაზილიელ ალესანდრო პატოსა და აიაქსის ექს ფორვარდ ანვერ ელღაზის: საოცრება ხდება ჩვენს თავს არ მჯეროდა ამას რომ ვკითხულობდი, ბრავო და ბრავო ტორპედოს სპონსორს და პრეზიდენტს ვინც არის ასეთ ტრანსფერებს შერიფი და ყარაბაღი ვერ აკეთებდნენ შემიძლია პირდაპირ ვთქვა რომლებიც ყოველ წელს ან ევროპალიგის ან კონფერენც ლიგის არამარტო ჯგუფფებს პლეიოფებშიც გადიან. ტორპედო ასეთი ტრანსფერებით უთუოდ შევა ევროტურნირის რომელიმე ჯგუფში წელს თუ არა გაისად უეჭველი ვულოცავ ყველა ქართული საფეხბურთო სამყაროს ქომაგს წინ საინტერესო რაღაცეები გველოდება.
Pablo
14:38 11-06-2024
2
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული