"ძალიან ბედნიერი ვარ, რომ ამ დიდ კლუბს შევუერთდი" - "დილას" ყოფილი მწვრთნელის კომენტარი სომხურ "ნოაში" დანიშვნის შემდეგ

AutoSharing Option
გორის "დილა" აწ უკვე ყოფილმა თავკაცმა რუი მოტამ გუშინ მოულოდნელად დატოვა. რამდენიმე საათში ცნობილი გახდა, რომ პორტუგალიელმა სომხეთის ვიცე-ჩემპიონი კლუბი "ნოა" ჩაიბარა.

45 წლის დამრიგებელი ეროვნულ ლიგაში გორელებს ბრწყინვალედ ათამაშებდა, ცხრილში ლიდერებიც იყვნენ და გავრცელებული ინფორმაციით, მისი წასვლა გაცილებით დიდ ანაზღაურებას უკავშირდება.

მოტას სიტყვებს "ნოაში" დანიშვნის შემდეგ, სოციალურ ქსელში კლუბის ოფიციალური გვერდი ავრცელებს:

"გამარჯობა, ძვირფასო "ნოას" ფანებო. ძალიან ბედნიერი ვარ, რომ ამ დიდ კლუბს შევუერთდი. დიდი ენთუზიაზმით მოვდივარ, რომ ერთად შევქმნათ ისტორია. ჩვენ ყოველდღე ბევრს ვიმუშავებთ ჩვენი მიზნების მისაღწევად. ერთად
უფრო ძლიერები ვიქნებით", - განაცხადა მოტამ.

მკითხველის კომენტარები / 23 /
ერთი დილაა დიდი გუნდი და მერე ნოა და სერთოდ ესეთი სტატიები რა საჭიროა
ხასანა ძია
15 ივნისი 2024 11:39
5
ესეთი უტიფარი თუ იყო არ მეგონა ეს მოტა ნოა თუ დიდი გუნდია ეს რომ დინამოს მწრთვნელად გადმონიშნო მერე რათას იტყვის ნეტა )))
ტოტტი
15 ივნისი 2024 11:53
2
მოტა - აფერისტი! )))
მანფრედ კალცი
15 ივნისი 2024 11:33
2
ფული უფრო გაბედნიერებს შენ რომ ფეხბურთი გიყვარდეს კლუბს შუა სეზონში არ მიატოვებდი მანდაც მასე მოიქცევი თუ მანამდე არ გაგიშვეს
ემიგრანტი
15 ივნისი 2024 15:14
0
თავი გაგიქრეს უდიდესი კლუბი:))
Givi
15 ივნისი 2024 11:43
1
ეს ,,ნოა", უეჭველი ბიბლიური ნოეს დაარსებული გუნდია და ამიტომ სჯერა ამ უთავმოყვარეო ფულის მონას, რომ დიდი კლუბია.
აი, კიდობანი რომ არარატს შეეჯახა, მას მერე ფეხბურთს თამაშობენ სომხები.
თუ ჩემი არ გჯერათ, ჰკითხეთ ნებისმიერ სომეხს და დაგიდასტურებთ. :)
ჯეჯე
16 ივნისი 2024 10:58
0
სომეხმა თარჯიმანმა არასწორად თარგმნა. ტიპმა, ალბათ, თქვა: "I'm very happy, that I've joined a great club". ეს უბრალოდ ნიშნავს: "კმაყოფილი ვარ, რომ მშვენიერ კლუბს შევუერთდი".
რაც სომეხმა თარჯიმანმა დააბრალა, იმას ასე იტყოდა: "I am the happiest man, because I joined the greatest club!"
რეალობა
15 ივნისი 2024 15:17
0
მოტა -დილამ მოტნაააა....
დილა
15 ივნისი 2024 13:51
5
რატომ დაწერეთ ეს სტატია? მაინტერესებს რა მიზანს ატარებს? დანოსების პერიოდი რომ იყოს მიაყენებდნენ ამ სტატიის დამწერს კედელთან ზურგით. წაშალეთ რა ეს სტატია, გონს მოეგეთ!
სიმენონი
17 ივნისი 2024 02:21
0

სიახლეები პოპულარული