ყოფილი ფეხბურთელის სამწვრთნელო კარიერა ადგილობრივ "ლაფნიცში" 2015 წელს დაიწყო. 2019 წლიდან ავსტრიელი სპეციალისტი "ვოლფსბერგერს" წვრთნიდა და გუნდთან ერთად ევროპა ლიგის მერვედფინალშიც ითამაშა, გუნდში კი ორი ქართველი ფეხბურთელი, ლუკა ლოჩოშვილი და გურამ გიორბელიძე, ასპარეზობდა. ფელდჰოფერის ბოლო კლუბი ვენის "რაპიდი" გახლდათ.
საფეხბურთო კარიერის განმავლობაში ფერდინანდ ფელდჰოფერი სხვადასხვა დროს "შტურმის", ვენის "რაპიდის" და "ვაკერ ინსბრუკის" ღირსებას იცავ
და. 2010 წელს კი ევროპა ლიგის მესამე ეტაპზე, "დინამოსა" და "შტურმის" დაპირისპირებაშიც მიიღო მონაწილეობა.
fcdinamo.ge