ბათუმის "დინამომ" 25 წლის პორტუგალიელი მეკარე დაიმატა

AutoSharing Option
"Postv ფეხბურთის" ინფორმაციით, ბათუმის "დინამომ" 25 წლის პორტუგალიელი მეკარე რიკარდო სილვა დაიმატა, რომელიც ბოლოს ადგილობრივი ლიგა 2-ის ბინადარი "ტონდელას" ღირსებას იცავდა.

სილვა "პორტოს" აღზრდილია, თუმცა ძირითად გუნდში არასდროს უთამაშია. ის გახლდათ ასევე "სანტა კლარასა" და "მორეირენსეს" წევრი. როგორც მოგახსენეთ, ბოლოს "ტონდელას" კარს იცავდა.

მას კლუბთან კონტრაქტი 2025 წლამდე აკავშირებდა, თუმცა რამდენიმე დღის, წინ ორმხრივი შეთანხმების საფუძველზე, შრომითი ხელშეკრულება შეწყდა.

მან გასულ სეზონში "ტონდელას" რიგებში 28 შეხვედრაში ითამაშა, კლუბმა კი მე-2 ლიგაში მე-6 ადგილი დაიკავა.
მკითხველის კომენტარები / 5 /
ეს მწყემსები უცხოეთიდდან რო არ ჩამოგეყვანათ საქართველოში არ იყო ? :D
2
Გორის დილადან ვერავინ ვერ დაითრიეთ ბათუმელებო?
Ბათუმის გორის დილა
21:20 04-07-2024
5

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული